კომეტა C/2025 K1 (PanSTARRS)
სწორედ დღეს, 14 ივნისს, კომეტა C/2025 K1 (PanSTARRS) მაქსიმალურად აკაშკაშდა.მისი პოვნა ცაზე ძალიან მარტივია ის პირდაპირ დიდი დათვის თანავარსკვლავედის სიახლოვეს მიქრის! 🌌🔭
სწორედ დღეს, 14 ივნისს, კომეტა C/2025 K1 (PanSTARRS) მაქსიმალურად აკაშკაშდა.მისი პოვნა ცაზე ძალიან მარტივია ის პირდაპირ დიდი დათვის თანავარსკვლავედის სიახლოვეს მიქრის! 🌌🔭
სიყვარული ბიოქიმიური პროცესების ნამდვილი ფეიერვერკია და როდესაც ვინმე გვიყვარდება, ჩვენი ტვინი სამ განსხვავებულ ქიმიურ ფაზას გადის. პირველ გიჟურ ნაპერწკალს ფენილეთილამინი აჩენს, რომელსაც ხშირად „სიყვარულის მოლეკულასაც“ უწოდებენ. სწორედ ეს ნივთიერება იწვევს იმ მყისიერ, თავბრუდამხვევ მიზიდულობას, როცა ადამიანის დანახვაზე გული საგულედან გვივარდება, ხელები გვიოფლიანდება და მუცელში „პეპლები“ იწყებენ ფრენას. ის მოქმედებს როგორც ბუნებრივი ამფეტამინი, რაც გვაძლევს ენერგიის … Read more
როდის ნახეთ ბოლოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ან ირმის ნახტომი? თუ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, ალბათ არასდროს.. კაცობრიობის 80%-ზე მეტი დღეს ე.წ. „ხელოვნური ცის გუმბათის“ ქვეშ ცხოვრობს. ქუჩის ლამპიონები, ნეონის აბრები, მანქანის ფარები და ცათამბჯენები ღამის ცას იმდენად ანათებენ, რომ ნამდვილი სიბნელე დედამიწაზე ფაქტობრივად გაქრა. მილიარდობით წლის განმავლობაში დედამიწაზე სიცოცხლე დღისა და ღამის მონაცვლეობაზე იყო აწყობილი. დღეს … Read more
დედამიწა სახეობათა მეექვსე მასიური გადაშენების ზღვარზეა, თუმცა ამჯერად დამნაშავე არა ასტეროიდი ან გამყინვარება, არამედ ადამიანია. მეცნიერების გათვლებით, დღეს მცენარეები და ცხოველები მინიმუმ 1000-ჯერ უფრო სწრაფად ქრებიან, ვიდრე ჩვენს გამოჩენამდე. წარსულში პლანეტამ 5 დიდი კატასტროფა გადაიტანა – 440 მილიონი წლის წინანდელი ორდოვიკული კვდომიდან დაწყებული, 66 მილიონი წლის წინანდელი ასტეროიდით დასრულებული, რომელმაც დინოზავრების ეპოქა შეიწირა. ყველაზე სასტიკი … Read more
პეპლის ნისლეული მიუხედავად სახელწოდებისა, მას პლანეტებთან არაფერი აკავშირებს. ის წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავი სიცოცხლის ბოლოს იწურება და თავის გარე ფენებს კოსმოსში ტყორცნის. ნისლეულში აღმოჩენილია რთული ნახშირწყალბადები, რკინა და წყლის ყინულიც კი, რაც მომაკვდავი ვარსკვლავისთვის საკმაოდ უცნაურია.
როდესაც გარემოს დაბინძურებაზე ვფიქრობთ, თვალწინ ქარხნების კვამლი ან პლასტმასით სავსე ოკეანეები გვიდგება, თუმცა უდიდესი საფრთხე პირდაპირ ჩვენს ხელში, სმარტფონებში იმალება. საუბარია ციფრულ ეკოლოგიაზე. ყოველი ახალი ძიება გუგლში, ინსტაგრამის სქროლვა, გაგზავნილი იმეილი თუ „ლაიქი“ რეალურად მატერიალურია. იმისთვის, რომ თქვენმა ეკრანმა წამში ჩატვირთოს ინფორმაცია, დედამიწის სხვადასხვა წერტილში გიგანტური მონაცემთა ცენტრები (Data Centers) მუშაობენ. ეს არის საფეხბურთო სტადიონების … Read more
ოკეანის სიღრმეში გოლფის ბურთის ხელა „ცისფერი რვაფეხა“ აღმოაჩინეს გალაპაგოსის კუნძულებთან, თითქმის 1800 მეტრის სიღრმეში, მეცნიერებმა სრულიად ახალი, მანამდე უცნობი რვაფეხას სახეობა აღმოაჩინეს. ეს პატარა არსება სულ რაღაც გოლფის ბურთის ხელაა და მკვეთრი ცისფერი შეფერილობით გამოირჩევა. მისი ანატომიის შესასწავლად სპეციალური მიკრო-CT სკანირება გამოიყენეს. ამ მეთოდით მათ შეძლეს რვაფეხას შინაგანი ორგანოების დანახვა ისე, რომ ეს იშვიათი და … Read more
სტივენსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსებმა, კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად, ჟურნალ Physical Review Letters-ში გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელიც აინშტაინის ფარდობითობის თეორიასა და კვანტურ მექანიკას აერთიანებს. მეცნიერებმა თეორიულად დაასაბუთეს, რომ უზუსტესი ატომური საათი შეიძლება არსებობდეს კვანტურ სუპერპოზიციაში, ანუ დროის დინება ერთსა და იმავე მომენტში შეიძლება იყოს როგორც აჩქარებული, ისე შენელებული (ისევე, როგორც შროდინგერის კატაა ერთდროულად ცოცხალიც და მკვდარიც). მკვლევრები … Read more
მეცნიერებმა პირველად შეძლეს ზუსტად დაედგინათ, სად გადის ჩვენი გალაქტიკის -ირმის ნახტომის ვარსკვლავთწარმოქმნის ნამდვილი ზღვარი. აღმოჩნდა, რომ ის ადგილი, სადაც ახალი ვარსკვლავები ჯერ კიდევ იბადებიან, ბევრად უფრო ახლოს მდებარეობს გალაქტიკის ცენტრთან, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გალაქტიკა „ცოცხალი“ და აქტიური იმ რეგიონშია, რომელიც შედარებით უფრო შეზღუდულია. მის გარეთა ნაწილებში კი ვარსკვლავების დაბადება თითქმის წყდება. … Read more
შავი ხვრელები უამრავ საიდუმლოს მალავენ. შავი ხვრელები თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და ამავე დროს ყველაზე ნაკლებად პირდაპირ დაკვირვებადი ობიექტებია. ისინი წარმოიქმნება მასიური ვარსკვლავების გრავიტაციული კოლაფსის შედეგად, როდესაც ბირთვში ბირთვული შერწყმის ენერგია აღარ არის საკმარისი გარე ფენების გრავიტაციის წინააღმდეგობის გასაწევად. შედეგად, მატერია იკუმშება უკიდურესად მცირე მოცულობაში და ქმნის სივრცე-დროის რეგიონს, სადაც გაქცევის სიჩქარე აღემატება სინათლის … Read more