საქართველოს ეკოლოგიური სიტუაციების შეფასება შემაფშფოთებელ განწყობას გვიქმნის. სადღეისოდ საქართველოს დიდ ქალაქებში მოსახლეობის დაავადების დონე, ამჟამად 15-20%-ით მეტია საშუალო-საკავშირო მაჩვენებელზე. საქართველოში მიმდინარე ნეგატიურმა პროცესებმა, რომლებიც თან სდევს ხოლმე ტექნიკურ პროგრესს, სხვადასხვა ექტრემალურმა პირობებმა, სტრესული სიტუაციებისა და ინტელექტუალური დისონასის ზრდამ, საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკოლოგიური წონასწორონის მოშლა გამოიწვია.
ადამიანის საბინადრო გარემოს ფორმირებაში, ბუნებრივი გარემო ბიოლოგიური პროცესების სისტემას წარმართავს, ხოლო ანთროპოგენური გარემო-ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური პროცესების. ორივე ფუნქცია ერთად ეკოლოგიური პროცესების ერთიან სისტემას ქმინს, რომლის გონივრული ორგანიზაცია უზრუნველყოფს ადამიანთა საზოგადოების საბინადრო-საყოფაცხოვრებო პირობების დონის ამაღლებას. მაშასადამე ადამიანი, როგორც ბიოლოგიური არსება, უნდა დაემორჩილოს ეკოლოგიურ კანონზომიერებას, როდესაც სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები წინ აღუდგება ბუნებრივ კანონზომიერებებას, მაშინ ბუნება „ჯავრს ამოიყრის“. ბუნების წრებრუნვაში არაფერი ხდება უსისტემოდ, ამიტომ არ შეიძლება მას მხოლოდ წავართვათ, ზიანი მივაყენოთ და არ აღვადგინოთ, თორემ დადგება ანგარიშსწორების დრო. ეს ყველაფერი იმის შესახებ მიგვანიშნებს, რომ ჯერ კიდევ კარგად არ არის შესწავლილი ადამიანის საბინადრო გარემოს ფორმირების კონცეფცია, რომელიც ბუნებრივი და ანთროპოგენური გარემოს ეკოლოგიურ ერთიანობას განსაზღვრავს.
ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის ტერმინები: „ადამიანის ეკოლოგია“, „საზოგადოების ეკოლოგია“, მაგრამ სამწუხაროდ მათ ადამიანთა საბინადრო გარემოს არქიტექტურულ-გეგმარებითი ორგანიზაციის დროს ნაკლებად ითვალისწინებენ.
ადამიანთა ეკოლოგია აერთიანებს დარგებს, რომლებიც ეხება ადამიანის საყოფაცხოვრებო პირობების (სოციალურ-ეკონომიკური, ბიოლოგიური, ფიზიკური, ტექნიკური, ესთეტიკური, ფსიქოლოგიური და სხვა.) გაუმჯობესების საშუალებას. ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანის საბინადრო გარემოს ფორმირების ეკოლოგიური გადაწყვეტა ბევრადაა დამოკიდებული მისი მრავალმმართველური პროცესების შესწავლისა და განვითარების სწორად დადგენაზე. როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, საცხოვრებელი გარემოს არქიტექტორულ-გეგმარებითი მოწყობის დროს ადამიანის ბიოლოგიურ, სოციალურ-ფსიქოლოგიურ და ტექნიკურ ფაქტორთა გათვალისწინება ადამიანს ააცილებდა თანამედროვე ტექნოკრატიის უარყოფით შედეგებს და დისკომფორტის შეგრძნებას.
თანამედროვე არქიტექტურა ბუნებრივ გარემოს მხოლოდ მხედველობითი ინფორმაციით ავსებს. დღესდღეისბით შენდება მრვალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. თაროედები, დღევანდელი არქიტექტურის სიმბოლოებად იქცნენ. ბეტონისა და ასფალტის მასშტაბური არქიტექტურა დომინირებს ცოცხალ ბუნებაზე, ცდილობს დაიპყროს და კარდინალურად შეცვალოს იგი. ამასთან, დღეისათვის სულ უფრო სწრაფად მზარდი დასახლებული ადგილების აგლომერაციების განვითარება ანთროპოგენური ლანდშაფტების იმ განსაკუთრებულ გენოტიპებს ქმნის, რომლებიც თავის ბუნებრივ საყრდენთან ორგანული შერწყმის კავშირს კარგავენ. საკმარისია გავიხსენოთ თანამედროვე ქალაქებისა და სოფლების განაშენიანებაში დამკვიდრებული გეომეტრიული სწორი ხაზების სიმრავლე, რაც მრავალფეროვანი ბუნებისგან გათიშვას იწვევს და არქიტექტორული და ეკოლოგიური განათლების დაბალ დონეზე მეტყველებს.
კარგა ხანია ცნობილია, რომ ადამიანის საბინადრო გარემოს ფორმირების ხარისხი მხოლოდ სანიტარიულ-ჰიგიენური და სივრცითი ორგანიზაციის, მხატვრულ-ესთეტიკური მახასიათებლებით ამოიწურება. მართალია, ამ ბოლო დროს „ლანდაშაფტურ არქიტექტურაში“ ანთროპოგენური ლანდშაფტების ხარისხობრივი გამოცდილება დაგროვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საცხოვრებელი გარემო ყალიბდება, როგორც ბეტონის ელემენტებისა და მწვანე მცენარეულობის ერთიანობის მხოლოდ სივრცით-კომპოზიციური გადაწყვეტა, ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი ადამიანის საბინადრო გარემოს ჩამოყალიბების, როგორც ბუნებრივ-ტექნიკური პროცესების ერთიანობის სისტემა(როგორც ბუნებრივი პროცესების ნაწილი), სადაც სამეურნეო-საწარმოო ობიექტებისა და განახლების ფორმირების ეკოლოგიური ამოცანები გადაწყვეტილი იქნება ბუნებასთან მჭიდრო გენეტიკური და ჰარმონიული ურთიერთდამოკიდებულების გზით. ამას საჭიროებს საქართველოს ბუნებრივი ლანდშაფტების ათვისება, რომელშიც გენეტიკურად ჩადებულია ძირითადი აზრი, რომ დაბლობი და ვაკე ადგილები ათვისებულ იქნას, ინტენსიური სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, გორაკ-ბორცოვანი ლანდშაფტებ-მუდმივ საცხოვრებლად, ხოლო მთიანი და მაღალმთიანი, ასევე ზღვის სანაპირო ზოლი- მოსახლეობის გრძლევადიანი დასვენებისთვის. ეს გარემოება აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი საქმიანობა კონკრეტული გარემოსა და საზოგადოების მოთხოვნილებათა შორის კონფლიქტამდე მიგვიყვანს.
იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მიწა-წყალით მრავალფეროვნებით ხასიათდება, საჭიროა გავარკვიოთ ყოველივე კონკრეტული ადგილის ბუნებრივი განვითარების კანონზომიერებანი და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ პლასტიკურ არქიტექტურულ განაშენიანებას. აი, სწორედ აქ ვლინდება ადამიანის საბინადრო გარემოს ახალი არქიტეტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტილებების საჭიროება-იმის აუცილებლობა, რომ ადამიანსა და ბუნებას შორის ჩამოყალიბდეს ჰარმონიული ურთიერთდამოკიდებულება, არქიტექტორულ-გეგმარებითი ობიექტი ორგანულად ჩაერთოს გარემოს სტრუქტურაში მათი ელემენტების მასშტაბურობისა და ჰარმონიული ურთიერთშეხამების გათვალისწინებით.
ამისთვის პირველ რიგში საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ ბუნებრივი არქიტექტურული გარემოს ელემენტების ურთიერთკავშირისა და ეკოლოგიური ერთიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დამამატკიცებელ საბუთს წარმოადგენს სიმეტრიის საერთო კანონი, რომლის რეალიზება ხდება დედამიწის მიზიდულობის ველში.
ჩვენ გარშემო ყველა ცოცხალი ბუნებრივი წარმონაქმნი და არაცოცხალი არქიტექტურულ-გეგმარებითი ელემენტები დედამიწის მიზიდულობის ველში იმყოფება და მის ზემოქმედებას განიცდის. სწორედ დედამიწის მიზიდულობის ველში იმყოფება და მის ზემოქმედებას განიცდის. სწორედ დედამიწის მიზიდულობის ზეგავლენა განაპირობებს იმას, რომ მცენარეები და ცხოველები, ასევე ბუნების ყველა კომპონენტი ღებულობენ გარეგნულად შესაფერის იერსახეს, რაც სიმეტრიის გაზოგადებით აისახება. იგივე კანონზომიერება უნდა იქნას გათვალისწინებული არქიტექტურულ-გეგმარებითი ელემენტების შექმნისას. მაგალითად, შადრევნის წყლის ნაკადების ფრქვევა ძალზე ჰგავს მტირალი ტირიფის ჩამოშვებულ ტოტებს. სიმეტრიის კანონების მხედველობაში მიღება არქიტექტორს დაეხმარება აღმართოს უფრო დიდი და მტკიცე შენობა-ნაგებობები, ამ კანონზომიერებათა დარღვევა კი გამოიწვევს მსხვილი, არასიმეტრიული ნაგებობების არამდგრადობას, რის გათვალისწინებსაც უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
ცნობილია, რომ ე.წ. „კვადრატის კანონით“ ადამიანის გაშლილი ხელები მის სიმაღლეზე ოდნავ უფრო მეტია. ლეონარდომ და ვინჩიმ ეს კვადრატი შეცვალა წრით და შიგ ადამიანი დააყენა კიდურების გაშლილი მდგომარეობით. ადამიანის ჭიპი მოთავსდა ცენტრში. ამით ლეონარდო და ვინჩიმ ადამიანის აღნაგობის სიმეტრიულობა დაამტკიცა.
სავარაუდოა, რომ ლე კორბუზიეს „მოდულიორი“ გულისხმობდა არა მხოლოდ ადამიანის ფიგურის ზომებისგან გამომდინარე შენობა-ნაგებობის მასშტაბითა დადგენას, არამედ მისი ელემენტების შერჩევის საშუალებებსაც, რაც ადამიანის ფიგურის დინამიკურ სიმეტრიასთანაა დაკავშირებული.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ბუნებაში ჩვეულებრივი სიმეტრიულობის კრისტალური ფიგურების გარდა, არსებობს, მრუდხაზოვანი სიმეტრიულობა(ცხოვლები, მცენარეები, ქვები და სხვა საგნები), რაც დროსა და სივრცეში იცვლება. თუ ხის ზრდას დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ტოტები მერქნის გარშემო ხრახნის მსგავსადაა განლაგებული და ზემოთკენ თანდათანობით მცირდება. აქ საქმე გვაქვს მრუდხაზოვან სიმეტრიასთან, რომელიც მიზიდულობითა და გარემოზე სხვა ფაქტორების ზემოქმედებითაა განპირობებული. ასეთი მრუდხაზოვანი სიმეტრია გარკვეულ გარემოსა და სივრცეში ადამიანის საბინადრო გარემოს სპეციფიკურ პირობებს ქმნის. სწორედ ამიტომაა, რომ რთული რელიეფის პირობებში დასახლებული ადგილები სივრცეში მრუდხაზოვნად გამოისახება და გენოტიპურ ხასიათს ატარებს.
საინტერესოა, თუ როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან მრუდხაზოვანი სიმეტრია და სილამაზე. ძველი ბერძენი ხუროთმოძღვრების წარმოდგენით „გაყინულ“ არქიტექტორულ გარემოში თავისებური სიცოცხლე შეჰქონდა მრუდხაზოვანი სიმეტრიის მქონდე ძეგლებს, განუმეორებელ ჩუქურთმებს. ასეთი მრუდხაზოვანი სიმეტრიულობის კანონში ჩაქსოვილია არქიტექიტექტორული ელემენტების პროპორციულობა, მოხდენილობა და ბუნებრივ გარემოსთან მისი ორგანული შერწყმა.
ამგავრად, არქიტექტორულ-გეგმარებითი გარემოს ფორმირება უნდა ემყარებოდეს მრუდხაზოვან სიმეტრიასა და ბუნებრივ კანონზომიერებას. ამისთვის საჭიროა შევისწავლოთ ბუნების კანონები, რომლებთანაც დაკავშირებულია ბუნებრივი ელემენტების ფორმებისა და სისტემების წარქმოქნის ხასიათი. ამ პრინციპზე დაყრდნობით შევძლებთ განვსაზღვროთ ნაგებობათა ფორმები და ადგილთან მათი ორგანულად შერწყმის საშუალებები.
1986 წელი
ავტორი: ვ. აფციაური