🌜 ღამე, როცა მთვარე გაიღიმებს 🌛

აპრილის ბოლოს, განთიადის წინ, ცა საოცარ სანახაობას გვპირდება — გამთვარე ვარსკვლავებით მორთულ სივრცეში ამოიჭრება და გაიღიმებს, ბრწყინვალე ვენერასთან და თავდაჭერილ სატურნთან ერთად. ისინი ცის სიმღერის ნოტებად გადაქცეულნი, სიმშვიდითა და იდუმალებით შეავსებენ ღამის ჰორიზონტს. როცა ცაზე „მოღიმარი სახის“ კონფიგურაცია გამოისახება, მთვარე ნაზად მოხრილი შუქით გაანათებს, მის სიახლოვეს ვენერა და სატურნი გაბრწყინდებიან. ვენერა, ღამის ცის მეორე ყველაზე … Read more

☀️ მზის ქვეშ ერთი სახლი

დღეს დედამიწის დღეა — იმ ერთადერთი სახლის, სადაც დავიბადეთ, ვიზრდებით, გვიყვარს, ვოცნებობთ. იგი სუნთქავს. 🌍 დედამიწა სუნთქავს მაშინ, როცა ჩვენ ვზრუნავთ მასზე. ჩიტის გალობა, ქარის შრიალი, თესლის აღმოცენება-ეს ყველაფერი მისი საუბარია. დედამიწის მაგნიტური ველი გვიცავს მზის დამანგრეველი ნაწილაკებისგან, ატმოსფერო ფილტრავს ულტრაიისფერ გამოსხივებას, და ყოველი ფოთოლი, ყოველი წყლის წვეთი, ცვლის სამყაროს. ფოტოსინთეზი — ეს მზის სხივების … Read more

შელოცვა ფესვებით🌿

ადამიანის ისტორია იწყება ბუნებასთან დიალოგით — დიალოგით, რომელიც არ საჭიროებდა სიტყვას, რადგან არსი ყოველთვის წინ უსწრებდა ფორმას. მანამ, სანამ კაცობრიობამ ისწავლა წერა და სანამ მეცნიერებამ დაიწყო საკუთარი გზის გაკვლევა, დედამიწა მოქმედებდა როგორც უძველესი ლაბორატორია. იგი ასწავლიდა ადამიანს საკუთარ საზღვრებში არსებობას, სხეულის და ბუნების კანონებს — ფოთლებით ანთების ჩაცხრობას, ფესვებით სიცოცხლის აღდგენას, სურნელით ფსიქიკის დაბალანსებას, შხამით … Read more

შორეული სიმღერის დაბრუნება🌾

შემოდგომის ცა სავსეა ფრთების ფარფატით—ჩიტების გადაფრენა იწყება. მათ წინ ახალი გზები ეშლებათ, ხოლო უკან დარჩენილ ხეებში ქარი ფოთლების შრიალით ემშვიდობება. მზის დაბალი სხივები ბრწყინავს მათ ბუმბულზე, მათ ბუნება უხსნის კარს ახალი სამყაროსკენ. ეს მოგზაურობა უძველესია—წინაპართაგან ნაბოძები გზამკვლევი, რომელიც არასდროს ცდება. როცა ისინი მიეფარებიან ჰორიზონტს, ცას კვლავ სიჩუმე მოიცავს. მხოლოდ ქარში არეული მათი შორეული სიმღერა გაგვახსენებს, … Read more

„სადაც არ ვარ, იქ ვბრწყინავ“

ელექტრონი — ცეკვავს.ცეკვავს უხილავ მუსიკაზე, რომელიც არ ისმის, მაგრამ ყველაფერს განსაზღვრავს. მის გარშემო არ არსებობს პირდაპირი ხაზები —მხოლოდ რხევები, ტალღები და შესაძლებლობების რუკები. ის ერთ ადგილს არ ეკუთვნის — იქ ჩნდება, სადაც არ ელოდები ქრება იქიდან, სადაც გგონია, რომ აუცილებლად უნდა იყოს. ის არ ითვლის ნაბიჯებს,არ მიჰყვება რუკას, რომელსაც ადამიანი ხატავს.მისი გზაა შემთხვევითობის შერხეული სიმფონიაა. … Read more

ბალახებში ანთებული ვარსკვლავები⭐️

როდესაც მწვანე სიმღერით გარშემორტყმულ ტყეს ღამე მოეფინება, ვარსკვლავები მიწაზე ციმციმს იწყებენ. ეს ციცინათელებია — ბუნების ბიოქიმიური მნათობები. ისინი არც ცეცხლფერნი არიან და არც ცისფერი, მაგრამ მათ შუქში არის რაღაც საოცარი სიმშვიდე და ზღაპრული ამბავი. ზოგი ოქროსფერ ნაპერწკალს ჰგავს, ზოგი ნაზად მწვანედ მოფარფატე ელვარებას, რომელიც ქარში ტირიფივით ირხევა. მათი სხივები არ წვავენ — ისინი მღერიან. ჰაერში … Read more

ქიმიის ჭრელი ანბანი მიწის გულში

დედამიწაომპლექსური, დინამიკური სისტემაა, სადაც ქიმიური ელემენტები, ფიზიკური პროცესები და ბიოლოგიური ციკლები ერთიან ქსელად ერთიანდება. ამ სისტემას მეცნიერებაში ხშირად განიხილავენ, როგორც დედამიწის სისტემების მეცნიერება -ერთიან პლანეტარულ მექანიზმს, სადაც ატმოსფერო, ჰიდროსფერო, ლითოსფერო და ბიოსფერო ერთმანეთთან უწყვეტ ურთიერთქმედებაშია. დედამიწის სტრუქტურა ფენებად არის ორგანიზებული: ქერქი, მანტია და ბირთვი. ბირთვი, რომელიც ძირითადად რკინისა (Fe) და ნიკელის (Ni)გან შედგება, წარმოქმნის დედამიწის … Read more

ენერგიისა და მასის სიყვარულის პოემა🌹

იყო დრო, როცა სამყარო ჯერ კიდევ არ იყო სავსე სტრუქტურებით-არც ვარსკვლავებით, არც ატომებით. ადრეულ ეპოქაში, რომელსაც უკავშირდება დიდი აფეთქება, სივრცე და დრო თავად იბადებოდა უკიდურესად ცხელი და მკვრივი მდგომარეობიდან. მაშინ ენერგია არსებობდა მაღალენერგიულ ველებად და ელემენტარული ნაწილაკების უწესრიგო ნაკადად. წამის უმცირეს ფრაქციებში, როცა ტემპერატურა დაეცა, დაიწყო ფუნდამენტური ურთიერთქმედებების გამოყოფა და ნაწილაკების სტაბილიზაცია. სწორედ ამ პროცესებში … Read more

მზის ბრძანება, ქარის კანონი

ბუნებას არ უყვარს საუბარი, მაგრამ როცა ლაპარაკობს – მთები ირხევიან.ის ამოძრავებს ოკეანეს, როდის დაიხიოს და როდის იფეთქოს.ბუნება მბრძანებელია – უხილავი გვირგვინით და მრავალსახიანი ძალით. ის ხელმძღვანელობს დროსაც.ქარს უბრძანებს, გადააბრუნოს ფოთოლი და ტალღას – აკოცოს სანაპიროს.ის ქმნის და ანგრევს – ერთდროულად დედაა და მსაჯული. ადამიანი ცდილობს დაპყრობას. აშენებს ქალაქებს, თხრის გვირაბებს, ცვლის მდინარის კალაპოტს და ფიქრობს … Read more

ექსპერიმენტები ცის ქვეშ 🍃

🍃 1. ფოთლის სუნთქვა – „მცენარის სუნთქვის მტკიცებულება“ ცოცხალი მწვანე ფოთოლი გამჭვირვალე წყლით სავსე ჭიქა მზიანი ადგილი როგორ გავაკეთოთ:ფოთოლი ჩადე ჭიქაში (ისე რომ დარჩეს წყლის ქვეშ) და დააყენე მზეზე. რამდენიმე წუთში ნახავ ბუშტუკებს ფოთლის ზედაპირზე – ეს ჟანგბადია, რაც მცენარეს ფოტოსინთეზის დროს გამოაქვს. მცენარე მზის სინათლის დახმარებით გარდაქმნის CO₂-ს ჟანგბადად და გამოყოფს წყალში ხსნად გაზს. … Read more