ბიოსფეროს ათი ძირითადი დამაბინძურებლი

🔴ნახშირბადის დიოქსიდი- წარმოიქმენება ყველა სახის საწვავის წვისას. მისი რაოდენობის გაზრდა იწვევს ტემპერატურის გაზრდას, რასაც არასასურველი გეოქიმიური და ეკოლოგიური შედეგები მოსდევს.

🔴ნახშირჟანგი- წარმოიქმნება ყოველგვარი საწვავის არასასურველი წვისას, რაც არღვევს ატმოსფეროს სითბურ ბალანს. უარყოფითად მოქმდებს ადამიანების ჯანმრთელობაზე, სისხლში ოქსიჰემოგლობინის წარმოქნის გამო.

🔴გოგირდის ჟანგი- შედის სამრეწველო საწარმოების კვამლში, ამწავევებს რესპირაციულ დავადებებს და ბრონქიტს. მავნებელია მცენარეებისთვის. შლის კირქვას და ზოგიერთ სხვა ქანებს.

🔴აზოტის ჟანგი- იწვევს სმოგს, რესპირატორულ დაავადებებს. (იწვევს წყლის მცენარეების განსაკუთრებულ ზრდას)

🔴ფოსფატები- შედის სასუქების შემადგენლობაში. მცენარეებისა და ტბების წყლების ძირითადი დამაბინძურებელია.

🔴ვერცხლისწყალი- ერთ-ერთი საშიში დამაბინძურებელია. ჰაერის, წყლის, ნიადაგების, საკვები პროდუქტების დამაბინძურებელია. გროვდება ორგანიზმში, ზემოქმედებს ნევრულ სისტემაზე.

🔴ტყვია- უმატებენ ბენზინს . უარყოფითად მოქმედებს რესპურაციულ სისტემაზე. მავნედ მოქმედებს ცოცხალ უჯრედებზე, განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის.

🔴პესტიციდები- ღუპავს თევზებს და იმ ორგანიზმებს, რომლითაც იკვებებიან პლანქტონები, თევზები, ზღვის ფრინველები. კვებითი ჯაჭვის საშუალებით აღწევს ადამიანებში და თბილსისხლიან ცხოველებში.

🔴რადიაცია- იწვევს ავთვისებიან ახალ წარმონაქმნებს და გენეტიკურ მუტაციებს. ტეროგენულ ეფექტებს.

🔴ნავთობი და ნავთობპროდუქტები- იწვევს ეკოლოგიური სისტემების განადგურებას, ატმოსფეროსა და ლითოსფეროს გაბინძურებას. პლანქტონური ორგანიზმების, თევზების, ძუძუმწოვრების(მათ შორის ადამიანების) დაავადებებს და დაღუპვას. 

Leave a Comment