დავიწყებული ქალი მეცნიერებაში

🥀🧚‍♀️ პირველი ქიმიკოსი ქალი, რომლის ჩანაწერიც ძველი წელთაღრიცხვით 1200 წლით თარიღდება, ტაპათი ბელატეკალმი იყო, მან თავის ნაშრომებში დაწვრილებით აღწერა სხვადასხვა სურნელოვანი ნედლეულის, ასევე გაფილტვრისა და გამოხდის პროცესები. მნიშვნელოვანია, რომ მისი ეს მეთოდი დღესაც აქტუალურია და თანამედროვე ქიმიაშიც გამოიყენება.

🌸 ბევრი მეცნიერი ქალის სახელი, რომლებიც წარსულში მოღვაწეობდნენ, დრომ ვერ შემოინახა, არც მათი საქმიანობის შესახებ შემოგვრჩა ცნობები, ამიტომ მნიშვნელოვან აღმოჩენად უნდა ჩაითვალოს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი მასალა, ჩანაწერები, რომლებიც თიხის ლურსმულ ტექსტებში წაიკითხეს.

🌼 მეცნიერი ქალი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა თავის სფეროში, სამეფო კარზე მიღებული პიროვნება იყო.

🌷 მართალია, ტაპათის შესახებ ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ისტორიამ შემოგვინახა მისი ერთ-ერთი რეცეპტი _ სურნელოვანი მალამო, რომელსაც ბაბილონის მეფისთვის ამზადებდნენ. როგორც ამბობენ, ტაპათის რეცეფტი, რომელიც წყალს შეიცავს წყალს, ყვავილებს, ზეთს, კალმუსს_სრულყოფილია. ტაპათს შეეძლო ტექნიკური პროცესების გააზრება;

🥀 ქალბატონი ტაპათი ითვლება ქიმიის დარგის ყველაზე ადრეული მიმდევარად და ნოვატორად.

Leave a Comment