მსოფლიო მეტალურგიულ პრაქტიკაში სტრატეგიულ ლითონად აღიარებული მანგანუმის რაციონალურად გამოყენების პრობლემამ, განსაკუთრებული სახალხო–სამურნეო მნიშვნელობა შეიძინა. მკაცრმა კონკურენტულმა გარემომ დღის წესრიგში დააყენა უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული მანგანუმშემცველი ნედლეულის რესურსები.
ამ მიმართებით მეტად მნიშვნელოვანია მანგანუმის გადამუშავების ფუნდამენტალური გამოკვლევების განვითარება და მის საფუძველზე შექმნილი პრინციპულად ახალი და მოქმედი სქემების სრულყოფილი ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მანგანუმის სასარგებლო გამოყენების გაზრდას მისი გადამუშავების და გამოყენების ყველა ეტაპზე.მანგანუმის სასარგებლო გამოყენების გაზრდის მიზნით.მანგანუმის საშუალო შემცველობა მოპოვებულ ოქსიდურ მადნებში შეადგენს 18–25% და 16–22% კარბონატულ მადნებში, ამიტომ მოპოვებული მადნები 100%–ით ექვემდებარებიან გამდიდრებას რთული კომბინირებული სქემებით. გადამუშავებით მიღებული სასაქონლოკონცენტრატების რაოდენობა 2–2,5–ჯერ ნაკლებია მადნის საწყისრაოდენობასთან შედარებით. სასაქონლო მადანში და კონცენტრატებში მანგანუმის ამოღება შეადგენს 75%. თითქმის ამოღებული მანგანუმის მეოთხედი რჩება გარეცხვის შემდეგ წარმოქმნილ შლამებში და გამდიდრების ,,კუდებში“, რომელიც ინახება სპეციალურ საცავებში. იგი მიჩნეულია ტექნოგენურ საბადოდ და აყვანილია მეორად აღრიცხვაზე.ამგვარი მარაგი დაახლოებით 5,5 მლნ.ტ–მდეა და მასში მანგანუმის შემცველობა 10–15%–ის ფარგლებშია. მაღალი სიმძლავრის (48–75მვა) თანამედროვე დახურულ და ჰერმეტულ ღუმელებში, ფეროშენადნობების წარმოების ტექნიკური დონე მთლიანად შეესაბამება საშუალო მაჩვენებლებს.
ფერომანგანუმი (ელ.ღუმელსა და ბრძმედებში) ძირითადად იწარმოება მხოლოდ ფლუსური მეთოდით, რის შედეგადაც მიიღება გადასაყრელი წიდები და ლითონში მანგანუმის ამოკრეფა შეადგენს 73–76% [1–5].
მანგანუმის სასარგებლო გამოყენების მაჩვენებლებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აგრეთვე, ხშირ შემთხვევაში აუცილებელი, მანგანუმის მადნების წინასწარი პირომეტალურგიული დეფოსფორაცია, რის შედეგადაც მიიღება დაბალფოსფორიანი გადასამუშავებელი წიდები. ამპროცესში 15%–მდე მანგანუმი გადადის ე.წ. თანმდევ ლითონში, რომლის გამოყენებაც მასში ფოსფორის მაღალი შემცველობის (3–4% p) გამო შეზღუდულია.
უნდა აღინიშნოს, რომ მანგანუმის გამოყენების მაჩვენებელმა ბოლო წლებში მოიმატა (6–7%–ით), ძირითადად წარმოებაში ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიების მიზანმიმართული დანერგვით. ამჟამად მთელი ყურადღება მიმართულია წარმოების ეფექტიანობის და ფეროშენადნობთა ხარისხის ამაღლებისაკენ, რაც მსოფლიო ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის. გადამწყვეტი როლი ნედლეულის მომზადებას ეკუთვნის, ამიტომ უპირატესად იგეგმება კარბონატული მადნების გამდიდრებისათვის საჭირო მაღალეფექტური მოწყობილობების გამოყენება, მადნის დამსხვრევა–გარეცხვის ციკლისერთიანი აპარატების, ფოტო და რადიომეტრული სეპარატორების, პირველადი ნედლეულის და ძველი დაგროვილი წიდების მაგნიტო–ფლოტაციურ–ქიმიური გამამდიდრებელი მოწყობილობების დანერგვა. ესყველაფერი კომპლექსში მოწოდებულია კონცენტრატებში მანგანუმის შემცველობის 5–9%–ით გაზრდისა და გამდიდრების ხარისხის (სიღრმის) 6–10%–ით ამაღლებისაკენ.
მიმდინარეობს კვლევები ახალი სახის ნახშირბადიანი აღმდგენლების მისაღებად, არადეფიციტური სუსტადშეცხობადი და აირადი ნახშირების გამოყენების საფუძველზე. ასევე იგეგმება მეორადი ენერგეტიკული და გამონაბოლქვი აირების სითბოს გამოყენება. ნარჩენი წიდების, შლამების და გაზგამწმენდების მტვერის სრული უტილიზაცია, წიდებიდან ლითონურიჩანართების ამოღება და სხვა. უნდდა განხორციელდეს გარემოს დაცვის, ეკოლოგიისგაუმჯობესების კომპლექსური ღონისძიებები.
სამუშაოს ერთ–ერთ ამოცანას წარმოადგენდეს შესწავლილიქნას ძირითადი სასარგებლო ელემენტების დანაკარგების დინამიკა მისი ელექტროთერმული გადამუშავების, კაზმის მომზადების, ლითონის ჩამოსხმის და დამსხვრევა დახარისხების ყველა ეტაპზე და დაისახოს ღონისძიებები მათი სასარგებლო გამოყენების გაზრდის თვალსაზრით.