სამყაროს საიდუმლოებები

✨ ირმის ნახტომი სინამდვილეში ერთ უზარმაზარ ბრუნავ დისკოს წარმოადგენს. ამ ფაქტმა სამყაროს სრულიად ახალი მოდელის შექმნას დაუდო საფუძველი, რომლის მიხედვითაც სამყარო მუდმივად იზრდება.
შორეულ გალაქტიკებს მილიონობით წლები სჭირდება ვიდრე ჩვენამდე მოაღწევენ. რაც უფრო შორს წვდება ასტრონომთა ხედვა კოსმოსურ სივრცეს, მით უფრო უკან ინაცვლებენ ისინი. კოსმიური სამყაროს შესაცნობად და შესასწვლად მეცნიერებს უფრო და უფრო დიდი ზომის ტელესკოპების გამოყენება უხდებოდათ, რათა სამყაროს ყველაზე შორეული კუთხეებიდან წამოსული სინათლე დაეჭირათ. ამ ძიების დროს ისინი აცნობიერებდნენ, რომ ვარსკვალავები და მთლიანობაში სამყაროც, სულაც იყო ისეთი მშვიდი და უძრავი, როგორც ეს ერთ დროს ეგონათ.

✨ ატომური ფიზიკისა და ბირთვული ეპოქის პერიოდში გაჩნდა სამყაროს სრულიად ახალი მოდელი. დინამიური სამფლობელო, რომელიც გიგანტური ფეთქებადი ვარსკვლავების, შავი ხვრელებისა და აფეთქებად ტალღებსაგან შედგება. ამ ახლებური ხედვის მიხედვით, სამყაროს დასაბამი პირველი დიდი აფეთქების მძინვარე მოვლენებში უნდა ვეძიოთ.
პირველი დიდი აფეთქების მოდელი ოთხ ძირითად დებულებას ეფუძვნება: სამყარო როგორც ერთიანი ორგანიზმი, ყველა მიმართულებით ფართოვდება. დროს თუ უკან დავაბრუნებთ დავინახავთ, რომ მთელ მატერიას და ენერგიას დროსა და სივრცეში ერთი საერთო საწყისი წერტილი აქვს. წყალბადის მსგავსი მსუბუქი ელემენტების არსებობა, რომელიც სავარაუდოდ, ადრეულ ხანაში გაჩნდა, შემდგომში მძიმე ელემენტებად გადაიქცა.

✨ ზოგადად, მთელს სამყაროში ადგილი აქვს მსუბუქ გადაადგილებას, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სამყარო ძალიან „ახალგაზრდა“ იყო და დროთა განმავლობაში მიკროტალღების სახით გავრცელდა. ამ ხედვამ დროის ჩარჩოებში მოაქცია ვარსკვლავების, გალაქტიკების, სამყაროს მსხვილმასშტაბიან სტრუქტურების განვითარება, თუმცა, სამყაროს პირველი დიდი აფეთქების შემდეგად შექმნის ეს ახალი მოდელიც არასრულყოფილი აღმოჩნდა. კოსმოსური ტელსკოპის ჰაბლის მონაცემებით, მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ სამყაროს არსებობას 13,7 მილიარდი წლის წინ დაედო დასაბამი. კოსმოსის გაფართოების გათვალისწინებით ხილული სამყაროს გარე კიდეზე არსებული გალაქტიკები ჩვენგან რეალურად, ყველა მხრიდან 46 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული. მაინც, რა ხდება ამ გალაქტიკების იქეთ? მათ თავიანთი ჰორიზონტები აქვთ, რომლებიც კიდე უფრო შორს ვრცელდება, ანდა, რა ხდება ამ ჰორიზონტების მიღმა? სად მთავრდება ეს ყოველივე? როგორ გახდა სამყარო ასეთი უკიდეგანო? მიუხედავად იმისა, ცის რომელ ნაწილს გამოიკლვლევთ, გალაქტიკების გავრცელებას, მატერიის სიმკვრივეს და ტემპერატურას, თუ ფართო მასშტაბით განვიხილავთ, ერთნაირია.
მთელ სიგანეზე ასეთი ერთგვაროვანების მისაღწევად სამყარო ბევრად უფრო სწრაფად უნდა გაფართოებულიყო და ბევრად უფრო მეტი მანძილი უნდა გაევლო, ვიდრე ეს სტანდარტული დიდი აფეთქების მოდელის მიხედვით არის შესაძლებელი.

✨ ასტრონომებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ, თუ როგორი იქნებოდა სამყაროს ევოლუცია კოსმიური მატრიციდან. კოსმოსმის რუკა, რომელიც შეიქმნა, ირმის ნახტომს ჩვენი შორეული კუთხიდან შორს გადავყავართ. ჩვენ ძალიან შორს მივემართებით, _ 50 მილიონი სინათლის წლის დაშორებით და უახლოეს გალაქტიკათა ქალაქს, მჭიდროდ დასახლებულ ქალწულის გალაქტიკების გიგანტურ ერთობლიობას ვუახლოვდებით. ქალწულის გალაქტიკების ერთობლიობის მიღმა, გალაქტიკები უზარმაზარ კედლებად და თაღებად ჩამწკრივებულან.
სამყარო გალაკტიკათა ძაფებით მოქსოვილი ობობის ქსელია რომლებიც ერთმანეთთან განუზომლად დიდი სიცირიელეებით არის დაკავშირებული. ამ თვალუწვდნელი სტუქტურების ასახსნელად მეცნიერებმა კოსმოსის შექმნის უფრო მასშტაბური მოდელი შემოგვთავაზეს. იგი ეფიძვნება იმ აღმოჩენას, რომ ენერგია სამყაროში არსებული ვაკუუმიდან მუდმივად გადმოედინება ურთიერთსაწინააღმდეგო დამუხტული ნაწილაკების, მატერიისა და ანტიმატერიის სახით. ახალი იდეა, რომელსაც ინფლაცია ეწოდა გულისხმობს რომ სამყარო ამ გაფანტული ენერგეტიკული ველებიდან წარმოიშვა
ისინი როგორღაც აღწევენ უფრო მაღალი ენერგიის მდგომარეობას, რაც დროისა და სივრცის პირდაპირი გაგებით, გაბერვას იწყებს, თავდაპირველად არსებულ ენერგიაში უმცირესმა გადახრებმაც კი გამოიწვია წნევის ტალღების, ანუ, ჭალვების წარმოქმნა. სამყაროს ევოლუციასთან ერთად ამ ჭავლებიდან მატერიის სიმკვრივეში წარმოიქმნა განსხვავებული ვარიაციები, რაც შემდგომ მიზიდულობის ძალამ კიდევ უფრო გააძლიერა. კოსმოსის გაფართოებისას მძივნარე ძალების მოქმედებას, წარმოუდგენლად მცირე დროში შეეძლო კოსმოსის, ატომის ზომიდან კოსმოლოგიურ ზომებამდე გაზრდა. თეორიის მიხედვით, სამყაროს დაბადებიდან მილიონი წლის განმავლობაში ერთიანი სამყარო 10 მილიარდ ტრილიონჯერ უფრო დიდი გახდა, ვიდრე ის სამყაროა, რომელზეც დაკვირვევებაა შესაძლებელი.

✨ ერთიანი სამყარო ხილულ სამყაროსთან მიმართებაში იგივეა, რაც ხილული სამყარო ატომთან მიმართებაში. სამყარო, რომელიც ასეთი წარმოუდგენლად დიდი ჩანს ინფლაციის მოდელის მიხედვით, შეიძლება სინამდვილეში, კიდევ უფრო ვრცელიც იყოს. ოთხი საუკუნის წინ გალილეომ დაგვანახა, რომ ჩვენი მზე მხოლოდ ერთ-ერთია მრავარიცხოვან ვარსკვლავთაგან. ჰაბლმა დაგვანახა რომ „ირმის ნახტომი“ მხოლოდ ერთ-ერთია გალაქტიკაის „ოკეანეში“, რომელიც კუნძულებად გაბნეული სამყაროებითაა სავსე.
კოსმოსმის გაფართოების იდეა იყო ის იმპულსი, რომლის შედეგადაც, მეცნიერებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მრავალთაგან ერთერთ სამყაროში და ეს სხვადასხვა სამყაროები შესაძლოა, გვერდიგვერდაც კი არსებობდეს. ეს სამყაროები საჰაერო ბუშტების მსგავსად მაღლა მიიწევს და უსასრულობის ოკეანეში იკარგება… ამ დიად სქემაში რა როლი აქვს დედამიწას და ამ პლანეტაზე მცხოვრებ ცოცხალ არსებებს?

Leave a Comment