ფეროშენადნობების ძირითადი სახეობები, მათი დანიშნულება და მიღების მეთოდები:

📍ფეროსილიციუმი- ფოლადის განჟანგვა. ელექტროტექნიკური (სატრანსპორტო) სარესორო-საზამბარე ფოლადების ლეგირება; სპეციალური დანიშნულების საკონსტრუქციო, ინსტრუმენტალური და სხვა სახის ფოლადების ლეგირება. როგორც აღმდგენელი(ფეროვანადიუმი, ფერომოლიბდენი და სხვა) საწარმოებლად.

📍 კრისტალური სილიციუმი- სილიციუმიანი ბრინჯაოს საწარმოებლად, სოლუმინის მისაღებად

📍 სილიკოკალციუმი- ფოლადების განჟანგვა.

📍 სილიკოალუმინი-ფოლადების განჟანგვა. როგორც აღმდგენელი ლითონთერმულ პროცესებში, თერმიტული შედუღების დროს და სხვა.

📍 ფერომანგანუმი- ფოლადების განჟანგვა. საინსტრუმენტო, საკონსტრუქციო და მაღალმანგანუმიანი ფოლადების ლეგილირებისთვის. ფოლადების დესულფურაციისათვის.

📍 სილიკომანგანუმი- ფოლადების განჟანგვა. მცირედლეგირებული ფოლადების ლეგირება. ნახევრადპროდუქტი საშუალო, მცირენახშირბადიანი ფერომანგანუმის და ლითონური მანგანუმის მისაღებად. ხარისხიანი შესადუღი ელექტროდების გარე საგოზავების დასამზადებლად.

📍 ლითონური მანგანუმი- სპეციალური, დაბალრკინაშემცველი შენადნობების მიღება. დაბალნახშირბადიანი, მაღალმანგანუმიანი ფოლადების მიღება. ფერად მეტალურგიაში.

📍 ფეროქრომი-უჟანგბადო, მჟავამედეგი, დაბალნახშირბადიანი, ქრომვოლფრამიანი, საკონსტრუქციო, მაღალქრომიანი, სითბომედეგი, საინსტრუმენტო ფოლადების ლეგირება.

📍 სილიკოქრომი- აღმდგენელი-დაბალნახშირბადიანი(2%C)ფეროქრომის საწარმოებლად. უჟანგბადო, დაბალლეგირებული ქრომიანი და ქრომსილიციუმიანი ფოლადების ლეგირებისათვის.

📍 ფეროვანადიუმი-საინსტრუმენტო, საკონსტრუქციო ფოლადების და ზოგიერთი თუჯების ლეგირება.

📍 ფეროშენადნობი-დანიშნულება(გამოყენება)

📍 ფეროვოლფრამი-სპეციალური საინსტრუმენტო (ძირითადად სწრაფმჭრელი) და ზოგიერთი საკონსტრუქციო ფოლადების ლეგირება.

📍 ფერომოლიბდენი- საკონსტრუქცუიო, სრაფმჭრელი, უჟანგავი, სითბომედეგი, მჟავაგამძლე ფოლადების ლეგირება.

📍 ფეროტიტანი- ფოლადების განჟანგვა, უჟანგავი, სითბომედეგი ფოლადების განჟანგვა სხვა ფერაშენადნობებთან ერთად.

Leave a Comment