საწვავის წვის პროცესში წარმოქმნილი ოქსიდები ატმოსფეროში არსებული წყლის ორთქლთან ურთიერთქმედების შედეგად მჟავებად გარდაიქმნება, რასაც მჟავა წვიმებს უწოდებენ.მჟავა წვიმების მოქმედებით ნადგურდება მცენარეული საფარი, იღუპება ტყის მასივები, მჟავა წვიმები ნიადაგის მჟავიანობის გადიდებას იწვევს, ამის გამო მცენარეების ზრდის სიჩქარე მცირდება. მჟავა წვიმებმა ათასობით ტბის “სიკვდილი გამოიწვია. მჟავა წვიმები ლითონის კონსტრუქციებს მნიშნელოვან ზიანს აყენებს, რადგან აჩქარებს კოროზიის პროცესს.
ეკოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ელექტროსადგურების, საქვაბეების და დიდი ქიმიური საწარმოების გამონაბოლქვი ნამწავავი აირები, რადგან ამ შემთხვევაში ატმოსფეროში გამოიყოფა დიდი ზიანის მიმყენებელი პროდუქტები. ნამწვი აირების შემადგენლობაში მყოფ მავნე პროდუქტებს მიეკუთვნება ნაცრის სხვადასხვა ზომის ნაწილაკები, გოგირდის(SO₂ და SO3), აზოტის(NO და NO₂) და ნახშირბადის (CO, CO₂) ოქსიდები. გამონაბოლქვ აირებში მყოფი ნაცრის სხვადასხვა ზომის ნაწილაკები საკვამლე მილიდან გამოსვლის შემდეგ მოსცილდებიან აირებს, ფარავენ მილის გარშემო მყოფი საგნების ზედაპირს ან რჩებიან ჰაერში გარკვეული დროის განმავლობაში და ამით იწვევენ მათ დაბინძურებას. გოგირდის, აზოტისა და ნახშირბადის ოქსიდები კი ნოტიო ატმოსფეროში, წყლის ორთქლთან ურთიეთქმედების შედეგად გარდაიქმნებიან მჟავებად. მიღებული მჟავები კი ქმნიან წვიმების წარმოქმნის პირობებს
. განსაკუთრებით აღნიშვნას მოითხოვს ნახშირბადის დიოქსიდის უარყოფითი როლი გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს პროდუქტი დიდი რაოდენობით გამოიყოფა პრაქტიკულად ნებისმიერი წვის პროცესის დროს. ასევე ნახშირბადის დიოქსიდი წარმოადგენს დედამიწაზე სათბურის ეფექტის გამომწვევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნივთიერებას. ამიტომ ამ პროდუქტის რაოდენობის შემცირება ნამწვი აირების გაწმენდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.
მჟავა წვიმების თავიდან ასაცილებლად, ასევე ნამწვავი აირების გაწმენდის მიზნით მრავალი სხვადასხვა მეთოდი და მოწყობილობა გამოიყენება. აღსანიშნავია, აბსორბციული, ადბსორციული, კატალიზური კარბამიდული, მექანიკური, სველი, მშრალი და სხვა. ყოველი მეთოდი გამოცდილი და დანერგილია, ამა თუ იმ ქვეყნის წარმოებაში და აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.