smog

🌫 სმოგი, მისი წარმოშობის მექანიზმი. სამრეწველო ქალაქების ატმოსფერული ჰაერისთვის დამახასიათებელია ნისლიანი დღეების რიცხვის გაზრდა, რაც განსაზღვრას ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხს.

📌 თითქმის ყოველი დიდი სამრეწველო ცენტრებისა და მეგაპოლისის მნიშვნელოვანი პრობლემაა ბოლ-ნისლი ანუ სმოგი, რომლის წარმოქმნაში მონაწილეობს სამრეწველო საწარმოების და ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვი გაზები. იგი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე სხვა ცოცხალ ორგანიზმებსა და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე(ლორწოვანი გარსების ანთება, თავბრუსხვევა, ზემოქმემედება სასუნთქ სისტემაზე, ნუთქვის გაძნელება, მოწამვლა, რომელიც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს).

📌 სმოგის საწინდარია ქალაქის თავზე ჰაერის ძლიერი გაბინძურება, ძლიერი ნისლი, უქარო ამინდი, განსაკუთრებით საშიშია ტემპერატურული ინვერსია. ამ დროს ქალაქის თავზე იქმნება ერთგვარი “სახურავი” , რომელიც მომწავლელი გაზებისა და ნისლის შენაერთია. იგი შეიძლება რამოდენიმე დღის განმავლობაში ჩამოწვეს ზოგიერთ ნისლიან ქალაქში.

📌 ნისლიანი დღეების რაოდენობა მეტია ურბანიზებული ტერიტორიებისათვის, ვიდრე არაურბანიზებულისათვის. ნისლიანი დღეების რაოდენობის დათვლით შესაძლებელია დავადგინოთ ქალაქში საცხოვრებლად არასასურველი რაიონები. ისტორიული პერიოდის განმავლობაში ზოგიერთ ქალაქებში შეამჩნიეს ნისლიანი დღეების რაოდენობის ზრდა, ზოგიერთში კი შემცირება.

📌 სმოგი ატმოსფეროს ლოკალურ დამაბინძურებელს წარმოადგენს. მაღალი ტენიანობის პირობებში, საწვავის წვის პროდუქტების ატმოსფეროში დიდი რაოდენობით არსებობისას (განსაკუთრებით ქვანახშირის წვისას) ჭვარტლსა და გოგირდის დიოქსითან ერთად წარქმოქმნის გოგრდმაჟავას ე.წ. “ლონდონურ სმოგს”.ფოტოქმიური სმოგი თავისი ქიმიური ბუნებით და წარმოქმნის პირობებით განსხვავდება გოგრდმჟავას სმოგისგან.

📌 ფოტოქიმიური სმოგი წარმოიქმნება აზოტის ოქსიდებისა და ნახშირწყალბადების ქიმიურის ურთიერთქმედების შედეგად, რომლებიც გარემოში ხვდებიან ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისა და მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, ამ რეაქციის პროდუქტებს ფოტოქიმიურ დამჟანგველებს ეძახიან. ეს აგრესიული ქიმიური შენაერთი ტოქსიკურია მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანებისათვის. ატმოსფეროში აზოტის ოქსიდები, მზის სხივების ზემოქმედებით ქიმიურ გარდაქმნებს განიცდიან, რომლებსაც მივყავართ ოზონის წარმოშობისა და დაშლისკენ.

Leave a Comment