ჭიათურის მანგანუმის საბადო განლაგებულია ზემო იმერეთის ჩრ.ნაწილში, მდინარე ყვირილას შუა წელის ხეობაში. საბადოს რელიეფისთვის დამახასიათებელია 400-800 მ აბსოლუტური სიმაღლეების მქონე კანიონისებრი ხეობები, რომლებიც ჩაჭრილია მდ. ყვირილათი და მისი მრავალმრიცხოვანი შენაკადებით. მდინარე ყვრილა ჭიათურას შუაზე ყოფს, ხოლო მისი შენაკადები წარმოქმნიან ზეგნებს. მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს რგანი, ზედა რგანი, ქვედა რგანი, ბუნიკაური, თაბაგრები, მღვიმევი, დარკვეთი და სარეკი. ხოლო მარცხენაზე-პერევისა, შუქურეთი, ითხვისი, პასიეთი და მერევი. საბადოს ფართობი დაახლოებით 120კმ.2 ია. აქედან 30 კმ.2 მოდის მდინარე ყვირილასა და მისი შენაკადების ეროზიულ ხეობებზე, სადაც მანგანუმის ჰორიზონტი ჩამორეცხილია. საბადოს აგებულებაში მონაწილეობენ როგორც უძველესი პალეოზოური, ისე შედარებით ახალგაზრდა მეზოზოური და უახლესი კაინოზური წარმონაქმნები. ამ ქანების ასაკის განსაზღვრა ხდება ძირითადად მთაში ნაპოვნი განამარხებული ორგანიზმების(ფაუნის) საფუძველზე, რომლებშიც გამოყოფენ ამა თუ იმ ასაკისათვის დამახასიათებელ ანუ, როგორც მას უწოდებენ, სახელმძღვანელო ფაუნას და მიკროფაუნას. ისინი მიგვითითებენ , თუ როგორი გეოგრაფიული, გეოლოგიური და გეოქიმიური პირობები არსებობდა ამა თუ იმ ეპოქაში. ნალექებს, რომლებიც არ შეიცავენ ფაუნას ან მიკროფაუნას „უხმო“ ეწოდება და მათი დათარიღება ხდება ფაუნისტურად დათარიღებული მეზობელი რაიონების ანალოგიური შრეების საფუძველზე.
ჭიათურის მანგანუმის საბადოს ფარგლებში არსებულ გაშიშვლებებში ყველაზე ძველი ასაკის ქანებად გვევლინება ცარცის(მეზოზოური) ასაკის (დაახლოებით 137 მლნ წლის წინათ დალექილი 300 მ. სიმძლავრის კირქვები, რომლებიც აღმავალ ჭრილში ჩანაცვლებულია ოლიგოცენ-ქვედა მიოცენის 37-26 მლნ წლის 100-110 მ სიმძლავრის თიხებით. ცარცისა და ოლიგოცენის ასაკებს შორის არსებული ნალექები გადაირეცხა იმდროინდელი ზღვით. ოლიგოცენ-ქვედა მიოცენის თიხები თავის მხრივ იცვლება შუა მიოცენის თიხებით და მეოთხეულის ნალექებით-წარმოქმნილი ფერდობების ჩამორეცხვის შედეგად ხეობებში დალექილი თიხებით, ქვიშებითა და ქვიშაქვებით.
მანგანუმის ჰორიზონტის შემცველ ოლიგოცენ-ქვედა მიოცენის ასაკის წარმონაქმნებს, რომლებიც ლიტერატურაში ცნობილია „მაიკოპის წყების“ სახელით. მაიკოპის წყების უფრო ზუსტი დათარიღება ვერ ხერხდება, ვინაიდან მათი შემადგენელი თიხები უფაუნოა, ერთგავროვანი, ნაცრისფერი და დაფიქლებული, იშვიათად კირქვოვანი. ამ წყების თავზე განლაგებულ ქვიშებში ნაპოვნია ზვიგენის კბილები, ხოლო მათ ზემოთ განლაგებულ თიხებში, ორსადგულიანი ნიჟარები. ორივე ნამარხის ასაკი თარიღდება შუა მიოცენით. ამდენად, შესაძლება ითქვას, რომ მადნისზედა ნალექების ასაკი დღეისათვის ფაუნისტურად არის განსაზღვრული და აქედან გამომდინარე, მის ქვეშ განლაგებული მაიკოპის წყების თიხების ასაკი ოლიგოცენ-ქვედა მიოცენის ფარგლებში უნდა ვიგულისხმოთ.
ჭიათურის მანგანუმის საბადოს აჩნევია ვულკანური კერების კვალი, რაც გამოხატება პერევისის ზეგანზე ოლივინური ბაზალტების ორი მოშავო ფერის სხეულებით.
საბადო ტექნიკურად რთული აგებულებისაა. აქ ძირითად რღვევად გვევლინება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების, ე.წ. „მთავარი რღვევა“ რომელიც საბადოს ორ ნაწილად ყოფს. მისგან დასავლეთით არსებული მადნეული ჰორიზონტი ამ რღვევის შედეგად გადარეცხილია, აღმოსავლეთ ნაწილი კი დღევანდელი ჭიათურის საბადოა.
მანგანუმის ფენისათვის დამახასიათებელია მშვიდი, თითქმის ჰორიზონალურად განლაგება. იგი საბადოს დასავლეთ ნაწილში უშუალოდ დევს ცარცის კირქვებზე, ან მათგან გამოყოფილია წვრილმარცვლოვანი ქვიშებით, რომელთა სიმძლავრე აღმოსავლეთის მიმართულებით მატულობს.
მადნიანი ჰორიზონტი დაფარულია ნალექებით, რომლებიც საბადოს დასავლეთ ნაწილში წარმოდგენილია თიხოვანი და კაჟიანი, ანუ ე.წ. სპონგოლითებიანი, ქვიშაქვებით, ხოლო აღმოსავლეთით-მაიკოპის წყების მონაცრისფრო თიხებით შიგადაშიგ თევზის ქერცლების ანაბეჭდებით. მანგანუმის შრე რთული აგებულებისაა. მასში მონაცვლეობს მადნოვანი და არამადნოვანი ფუჭი ქანები. მადნოვან ფენებში დაახლოებით 25 შრე(აქედან სამრეწველო მნიშვნელობის 13). მათთვის დამახასიათებელია 1 სმ-დან 30 სმ-მდე, იშვიათად 1 მ-ზე მეტი სიმძლავრე. საბადოს დასავლეთ ნაწილში რგანსა და პერევისის ზეგანზე აღინიშნება უბნები, სადაც ფუჭი ქანები არ არის და სამრეწველო ფენა მხოლოდ მანგანუმის მადნოვანი შრეებისგან შედგება. მანგანუმის ჰორიზონტის ბუდობი ფენისებრია და მისი სიგრძე 200 მ-ს და მეტსაც აღწევს.
მანგანუმის ჰორიზონტში გამოიყოფა ორი წყება: ქვედა და ზედა. ქვედა წარმოდგენილია პეროქსიდების შემცველი ჟანგეული მადნებით, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ კარბონატული მადნებით იცვლება. ზედა მცირე რაოდენობით შეიცავს ჟანგეულ მადნებს და დიდი რაოდენობით -კარბონატულს , განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმართულებით. 1982 წელს გამოითქვა აზრი, რომ მადნის ქვედა ფენა შეიძლება შედგება კარბონატულისგან, შუა-ჟანგეულისა და ზედა-კვლავ კარბონატულისგან, რომელთა წარმოშობა დაკავშირებულია აუზის ფსკერის მერყეობასთან.
მადნეული წარმოდგენილია პირველადი, დაჟანგული, მეტაფორული და ინფილტრაციული მადნებით. ყველაზე მეტად გავრცელებულია(85%) და სამრეწველო მასას წარმოადგენს პირველადი მადნები, რომელთა შორის განასხვავებენ ჟანგეულ და კარბონატულ მადნებს მათთვის დამახასიათებელ ოოლითური სტრუქტურით. ოოლითების ზომების მიხედვით განსახვავებენ წვრილ(1-2 მმ), საშუალო(2-5 მმ) და მსხვილმარცვლოვან (5-8 მმ და მეტი) მადნებს, ხოლო ჩანაწინკლოვანს. ზემოთ ჩამოთვლილი მადნები გაერთიანებულია ჟანგეულ, კარბონატულ და დაჟანგულ ფაციესებში. ფაციესების ცალკეულ ერთეულად დაყოფა კი დამოკიდებულია დანალექი მადნებისა და მათი შემცვლელი ქანების შედგენილობაზე, რომელთა წარმოქმნა, თავის მხრივ, განპირობებულია გეოლოგიურ-გეოქიმიურ, ფიზიკურ-გეოგრაფიულ(თუ რა პირობებში ხდებოდა დალექვა-ხმელეთზე თუ აუზის ფსკერზე), გარემოს დინამიკურ და სხვა პირობებზე.
საბადოზე განასხვავებენ სამ მადნეულ(ჟანგეულ, კარბონატულ და დაჟანგულ) და ორ არამანეულ(სილიციტურ) და ორ არამადნეულ (სილიციტურ და თიხოვან) ფაციესებს.
ჟანგეული მადნის ფაციესები გავრცელებულია საბადოს დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში, ადრინდელი თხელი ზღვის სანაპირო ზოლში. აქ თავისუფალი ჟანგაბადის პირობებში ილექებოდა მანგანუმის უმაღლესი ვალენტობის შემცველი ჟანგეულები პიროლუზიტ-ფსილომელანის მადნების სახით. ამ მადნებში მანგანუმის რაოდენობა 58% აღწევს. მათში განსხვავებენ „ჩაწინწკლულ ოოლითურს“, „საცხრილს“ და „პლასტს“. მათი გამოყოფა პირობითია და დამახასიათებელია მხოლოდ ჭიათურის საბადოსათვის. ნაპირიდან გარკვეულ მანძილზე თავისუფალი ჟანგბადის რაოდენობის შეზღუდვასთან ერთად ოთხვალენტიანი მანგანუმის მინერალებთან ერთად წარმოიქმნება სამვალენტიანი მინერალი-მაგნიტი, რომელიც თავისი მორუხო-მოშავო ფერით მკვეთრად განსხვავდება შავი ფერის პიროლუზიტ-ფსილომელანის მადნებისაგან, ფერის გამო ამ მადნებს „რუხ“ ბელტას უწოდებენ. მათში მანგანუმის შემცველობა 50% მდე აღწევს. ამავე ფაციესში შედიან ნაკლებად გავრცელებული მეტაფორული მადნები, რომლებიც წარმოშობილია ბაზალტებისა და მანგანუმის მადნების შესახებ ადგილებში მაღალი წნევისა და ტემპერატურის გავლენით, და ოდესღაც მინერალური წყაროების მადანზე ზემოქმედებით წარმოქმნილი ჰიდროთერმული მეტაფორული(ე.წ. „მწვარი“) მადნები. მადნის ეს ტიპი ფართოდაა გავრცელებული პერევისისა და რგანის ზეგნებზე, სადაც მანგანუმის ჟანგეული მადნების ქვედა ფენებმა კალციტიზაცია საკამოდ დიდ ფართობზე განიცადეს. როგორც ჩანს, ჰიდროთერმები არ შეიცავნენ მანგანუმს, ვინაიდან მადნები კალციტითა და ფოსფორით გაამდიდრეს. ინფლტრაციული მადნები გვხდება მადნეული ფენის ძირში, მანგანუმით გაჟღენთილი ქვიშაქვების სახით.
კარბონატული მადნების ფაციესი განვითარებულია საბადოს ცენტარლურ და აღმოსავლეთ ნაწილში, ამ მადნებში მანგანუმი ორვალენტიანია. ეს იმას მოწმობს, რომ მადნების დალექვის დროს გარემო განიცდიდა ჟანგაბის ნაკლებობას , რაც დამახასიათებელია ღრმა ზღვის ფსკერისათვის. ამითვე იხსნება, კარბონატული ფაციესების ფოსფორისა და გოგირდის მაღალი შემცველობა. თუ საბადოს ცენტრალურ ნაწილში მანგანუმისა და კარბონატული მადნების შერეული შრეები გვხდება, აღმოსავლეთისკენ სამრეწველო ფენა მხოლოდ კარბონატული მადნებისგან შედგება. ეს მადნები საბადოს აღმოსავლეთი მიმართულებით ამოისოლვება და ჩაინაცვლება უკვე უმადნო თიხაკარბონატული ნალექებით.
კალციუმის როდოქროზიტის, როდოქროზიტისადა მანგანოლაციტის მინერალებით წარმოდგენილი კარბონატული მადნები მანგანუმს 13% მდე შეიცავენ. კარბონატული მადნებით მთვარდება ჭიათურის მანგანუმის მინერალოგიური ზონალურობა როგორც ჰორიზონტალური , ისე ვერტიკალური მიმართულებით.
დაჟანგული მადენების ფაციესი. საბადოზე პირველადი მადნების გარდა გავრცელებულია დაჟანგული მადნები. ეს ტიპი არსებობს მადნეული ფენის გამოსასვლელებში, სადაც მიმდინარეობს მანგანუმის გამოფიტვის პროცესი მზის, ქარისა და წყლის მეშვეობით.
ჭიათურის საბადოზე დაჟანგვის პროცესები მოიცავს მანგანუმის მადნების როგორც ჟანგეულ, ისე კარბონატულ ტიპებს. ქიმიურ-მინერალოგიური შედგენილობის მიხედვით ცვლილება ყველაზე მეტად განიცადეს კარბონატულმა და მაგნიტურმა , შედარებით ნაკლები-ფსილომელანის მადნებმა. თითქმის უცვლელი დარჩა პიროლუზიტური წარმონაქმნები. დაჟანგვის შედეგად წარმოქმნილი მადნები გარეგნულად ფხვიერია, ფოროვანი, მოწითალო-მოყავისფრო და მორუხო-მოშავო შეფერილობისა. ასეთი მადნები აგებულია მანგანუმის მეორეული მინერალებისაგან-პიროლუზიტისგან, ფსილომელანის, ვერნადიტისა და რანსეიტისაგან. დაჟანგვის პროცესებმა შეცვალეს მადნების ქიმიურ-მინერალოგიური შედგენილობა, მაგ. „რუხი“ ბელტა დაიჟანგა და გარდაიქმნა „შავ ბელტად“ , კარბონატული მინერალები-ვერნადიტად და რანსეიტად, ხოლო ფსილომელანური მადნები-მეორეულ პიროლუზიტად. დაჟანგვის პროცესებს თან ახლავს მადნებში ცალკეული კომპონენტების გატანა და შემოტანა, რის შედეგად მათში მანგანუმის რაოდენობა 80-90 % მდე იზრდება. ამას კი თან სდევს მადნების თავისებურებათა-აგებულებისა და ტექსტურული მახასიათებლების შეცვლა(მადანი უფრო ფხვიერია, რბილი, ფეროვანი და სხვა)
სილიციტური ფაციესი წარმოდგენილია ქალცედონის კაჟანი წარმონაქმნებით. ოპალი მადნეულ ჰორიზონტში გვხდება ოოლითების დამაკავშირებელი ცემენტის სახით ფუჭი ქანების შუა შრეებში. მისთვის დამახასიათებელია განმარხებულ ორგანიზმთა ღრუბლებსა სპიკულების სიმრავლე ხანდახან ისეთი დიდი რაოდენობით, რომ წარმოიქმნება ე.წ. სპონგოლითებიანი ქვიშაქვები. მანგანუმის ჰორიზონტში მძლავრი სპონგოლითიანი ქვიშაქვების არსებობა მიგვანიშნებს ჟანგეული მადნის არსებობაზე. სპონგოლითიანი ქვიშაქვების სიმძლვარეთა შემცირებასთან და მათი თიხოვანი ფაციესით ჩანაცვლებასთან ერთად ხდება ჟანგეული მადნების სიმძლავრეთა შემცირება და მათი კარბონატული ფაციესით შეცვლა.
ჭიათურის საბადოს როგორც აღმავალი, ისე ჰორიზონტალური ჭრილებისათვის დამახასიათებელია სპონგოლითიანი ქვიშაქვების ჩანაცვლება თიხოვანი ფაციესებით.
თიხოვანი ფაციესი განვითარებულია საბადოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში, კარბონატული მადნების გავრცელების არეში. ეს ფაციესი შეიცავს მაიკოპის წყების თიხებს, რომლებიც შედგება გლაუკონიტისაგან, მონტმორილონიტისაგან, ცეოლითებისაგან და სხვ.
ამგვარად საბადოზე მინერალოგიური ზონალურობა ვლინდება პირველადი ჟანგეული მადნების კარბონატული მადნებით თანდათანობითი შეცვლით, რაც ჟანგეული ფაციესის მადნეული ნალექების კარბონატული მადნებით კანონზომიერ შეცვლაზე მიუთითებს. ანალოგიური ზონალობა ეტყობა ვერტიკალურ(აღმავალ) ჭრილსაც, რაც გამოწვეულია აუზის ფსკერის დაძვრით. ეს კი თავის მხრივ იწვევდა მადანდაგროვების გეოქიმიური პირობების შეცვლას-ჟანგეული მადნების ფაციესი (ჟანგეული და კარბონატული მადნები) აღმავალ ჭრილში ჩანაცვლებულ იქნა უფრო ღრმა აუზის კარბონატული მადნებით.