დედამიწის წყლის ციკლი მუდმივი განახლების პროცესია. ციკლი არასდროს ირღვევა. დედამიწაზე ყოველთვის ერთი და იგივე რაოდენობის წყალია. დედამიწის ყოველი მომდევნო სახეობა ერთი და იგივე წყალს სვამს. წყალი საოცარი მატერიაა, ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური. მას თხევადი მდგომარეობის მიღება შეუძლია, როგორც მომდინარე, აირადის, როგორც ორთქლის ან მყარის როგორც ყინული.
წყალი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია. თუ ლითონთა მარაგი გამოილევა, ისინი შეიძლება შეიცვალოს პლასტმასებით. თუ საკმარისი არ იქნება ცხოველური და მცენარეული ცხიმები, შექმნიან სინთეზურ ცხიმებს. ჩვეულებრივი ჰაერის ნაცვლადაც კი ზოგჯერ შესაძლებელია აირთა ხელოვნური ნარევთა გამოყენება. წყალი კი თავისი ბუნებრივი სახით აუცილებელი იქნება ყველგან და ყოველთვის, სადაც კი იარესებებს სიცოცხლის მიწიერი ფორმები. წყლის აუზი გამოულეველი არ არის. მისი გაჭუჭყიანება ისეთი სწრაფი ტემპით ხდება რომ კაცბირიობის წინაშე დგას სუფთა წყლის შენარჩუნების მეტად რთული ამოცანა. ამ ამოცანის გადაჭრა მოითხოვს არა მხოლოდ ღრმა ცოდნას, არამედ რადიკალურ მეთოდებსაც.
წყალი სიცოცხლის წყარო და ის საშენი მასალაა, რომელსაც იყენებს ყველა ცოცხალი ორგანიზმი. მას ორგანიზმში შეაქვს ყველა საჭირო ნივთიერება და გამოაქვს ყველაფერი ზედმეტი. წყალი უნივერსალური გამხნელია. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ყოველდღიურ ყოფაში.
ცხოველებისა და მცენარეების ორგანიზმში წყალი 50% ია, ზოგში კი 87-89% ია. ადამიანის ორგანიზმში წყალი 70% მდე აღწევს. წყლის ეს დონე შენარჩუნებული უნდა იყოს, რადგან 20% მდე წყლის დანაკარგი იწვევს ორგანიზმის დაღუპვას.
წყლის დაკარგვა შიმშილზე უფრო საშიშია.
წყალი ამავე დროს წარმოადგენს სამრეწველო ნედლეულს, ხშირად დეფიციტურს და მეტად ძვირფასს. მოსახლეობის ზრადა, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება იწვევს წყლის გამოყენების ზრდას. ტექნიკურ პროგრესს თან ახლავს გარემოს გაჭუჭყიანების მატება და პირველ რიგში – წყლის გაჭუჭყიანება. ხშირად მდინარეებში, ზღვებში, ოკეანეებში ჩადის მრავალი სხვადასხვა ნივთიერება, ზოგჯერ მანამდე სრულიად უცნობი შედგენილობისა და ძნელად განსასაზღვრავი.
ჩვენი პლანეტის ჰიდროსფერო მოიცავს მსოფლიო ოკეანეებს, ზღვებს, ტბებს, მიწისქვეშა წყლებს, მყინვარებს, ატმოსფეროს ტენს. ცხადია ხმელეთი და ზღვა განუყოფელია საერთო პროცესებით, მაგრამ ამავე დროს ჰიდროსფეროს ყოველ ზემოჩათვლილ ნაწილს თავისი ფუნქცია აკისრია.
ბუნებაში წყალი სუფთა სახით არ გვხდება.იგი შეიცავს მრავალ ორგანულ და არაორგანულ ნაერთს. აბსოლუტურად სუფთა წყლის მიღება ვერავინ ვერ შეძლო. გახსნილ ნივთიერებათა რაოდენობის მიხედვით წყალი იყოფა შემდეგ ჯგუფებად: მტკნარი, მინერალური და მლაშე.
ოკეანე ასრულებს მთავარ როლს წყლის წრებრუნვაში დედამიწაზე. ყოველწლიურად ოკეანეთა ზედაპირიდან ორთქლდება წყალი, ნალექების სახით უბრუნდება ოკეანეებს, დანარჩენი კი მოდის ხმელეთზე. წყლის დიდი თბოტევადობს გამო ოკეანეში აკუმულირდება მზისგან მიღებული სითბოს ძირითადი ნაწილი. წყალი 25-50%-ით მეტ სითბოს ატარებს, ვიდრე ხმელეთი. ოკეანეთა თბილი დინებები ანაწილებს ამ სითბოს და ქმნის კლიმატს დედამიწაზე. ოკეანე წარმოადგენს ატმოსფეროს ჟანგბადის ძირითად წყაროს, რომელსაც გამოიმუშავებს ფოტოპლანქტონი. ოკეანე დედამიწის ფოლტვებია, რადგან იგი ატმოსფეროში გამოყოფილი ჟანგბადის ნახევარს გამოიმუშავებს. ოკეანე არეგულირებს ატმოსფეროში ჟანგბად-ნახშიროჟანგის ბალანსს.
ატმოფერული წყალი- ატმოსფეროში წყლის შემცველობა უმნიშვნელოა. წყლის საერთო მასის- 0,001% . მიუხედავად ამისა ატმოსფერული წყალი წყლის წრებრუნვაში შეუცვლელი რგოლია. ატმოსფერული ტენის ძირითადი წყაროებია, ზედაპირული წყალსაცავები, ტენიანი ნიადაგი, ცოცხალ ორგანიზმთა ამონასუნთქი და მცენარეთა ანაორთქლი. ატმოსფეროში წყალი სამივე აგრეგატულ მდგომარეობაშია: აირადი(წყლის ორთქლის სახით), თხევადი(წვიმის წვეთების სახით), მყარი(ყინულისა და თოვლის კრისტალების სახით).
ხმელეთის წყლები- ხმელეთის წყლებს მიეკუთვნება მდინარეები, ტბები, მიწისქვეშა წყლები, ნიადაგის ტენი, ყინულები. მდინარეები მტკნარი წყლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია თავისი თვისებების, ხელმისაწვდომობისა და ყოველწლიური განახლების უნარის გამო. მდინარეების პირველადი წყაროებია ატომსფერული ნალექი, თოვლის საფარის დნობა, მყინვარები, მიწისქვეშა წყაროები.
მიწისქვეშა წყლები- წყლის დიდი ნაწილი არის მიწისქვეშ. მისი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი ამოდის ზემოთ წყაროების, ნაკადულების სახით, ძირითადი ნაწილი კი წყალგაუვალი ფენებით არის შებოჭილი.
მიწისქვეშა დიდი ნაწილი ხასიათდება დიდი ნაწილი მაღალი მარილიანობით და ტემპერატურით.