მარიამ მირზახანი

🥀 მარიამ მირზახანი – ირანელი მათემატიკოსი, სტენფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის სრული პროფესორი. მირზახანი 1977 წლის 12 მაისს თეირანში დაიბადა. საშუალო სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა და ეროვნულ ოლიმპიადაში მათემატიკაში გამარჯვების შემდეგ კოლეჯში უგამოცდოდ ჩაირიცხა.
1994 წელს მირზახანი გახდა პირველი ირანელი ქალი, რომელმაც ჰონგ კონგში მათემატიკური საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და უმაღლესი ქულები დააგროვა.
მომდევნო წელს, ტორონტოში, იგი გახდა პირველი ირანელი, რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიადაზე მათემატიკაში ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

🥀 მირზახანი ასევე იყო პირველი ქალი, რომლემაც 1995 წელს საერთაშორისო მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე იასპარეზა და ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
1999 წელს მან გამოსცა წიგნი: „რიცხვების ელემენტარული თეორია, გამომწვევი პრობლემები“.
1999 წელს მირზახანი შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მათემატიკის ბაკალავრი გახდა. იგი ამერიკის მათემატიკური საზოგადოებაში იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

🥀 მისი კვლევის ძირითადი თემა იყო ერგოდიკური თეორია, რომელიც დეტერმინისტული დინამიკური სისტემების სტატისტიკურ თვისებებს სწავლობს. მირზახანს 2004 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში, სამაგისტრო სამუშაოებისთვის დოქტორის ხარისხი მიენიჭა, სადაც იგი ფილდსის მედალოსნის, კურტის ტ. მაკმულენის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდა. ჰარვარდში ამბობენ, რომ იგი მონდომებითა და დაუღალავი შრომით იყო გამორჩეული:”. მირზახანი თავის ქვეყანაზეც ფიქრობდა და ამიტომ, ლექციების ჩანაწერებს მშობლიურ ენაზე თარგმნიდა.

🥀 1999 წელს თეირანში დაამთავრა შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. 1994-1995 წლებში საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედლები. 1999 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა. 2004 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის ხარისხი.

🥀 2014 წელს მიენიჭა ფილდზის მედალი, (ფილდზის მედალი “მათემატიკოსების ნობელს” პრემია, რომელიც ენიჭება ოთხ ან ნაკლებ ორმოც წლამდე ასაკის მათემატიკოსს საერთაშორისო მათემატიკური კავშირის ყოველ კონგრესზე, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.
პრემია შეიქმნა კანადელი მათემატიკოსის, ჯონ ჩარლზ ფილდზის ანდერძით. პირველი მედალი გაიცა 1936 წელს, ხოლო 1950 წლიდან დაჯოლდოება რეგულარული გახდა. მისი დანიშნულება გამოჩენილი და უკვე ღვაწლმოსილი ახალგაზრდა მათემატიკოსი მკვლევარების დაფასება და მხარდაჭერაა.)

🥀 BBC-ის ცნობით, მარიამ მირზახანს მკერდის კიბო ჰქონდა. იგი 40 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა. 

Leave a Comment