1801 წელს ინგლისელმა მეცნიერმა ხატჩეტმა მინერალ კოლუმბისტისგან მიიღო ქიმიური ელემენტი-ნიობიუმი, ძველად მას კოლუმბიუმი ერქვა . გერმანელმა მეცნიერმა ჰ.როუზმა 1846 წ. განსაზღვრა, რომ ტანტალის საბადო შეიცავდა მეორე (სხვა) ელემენტს, რომელსაც მან უწოდა ნიობიუმი ნიობის ტანტალის ქალიშვილის პატივსაცემად, რითაც ხაზი გაუსვა ნიობიუმისა და ტანტალის მსგავსებას.
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თებეს თავმომწონე დედოფალი იყო. „ნიობემ, ღმერთებთან ქიშპობით თავი დაიღუპა. ამაყობდა იმით, რომ მრავალი შვილი ჰყავდა: ერთ-ერთი ვერსიით, 6 ვაჟი და 6 ქალიშვილი. ოვიდიუსის, ევრიპიდესა და აპოლოდორეს თანახმად — შვიდ-შვიდი, ხოლო საფოს ცნობით — ცხრა-ცხრა; ჰესიოდესა და პინდარეს მიხედვით კი — ათ-ათი. აშკარად დასცინოდა ზევსის ადრინდელ ცოლ ლეტოს რომელსაც სულ ორი შვილი ჰყავდა — ტყუპი აპოლონი და არტემიდა. „უწინ ლეტო და ნიობე ახლო მეგობრები იყვნენ“, (საფო; ფრაგმენტი 119) შემდეგ კი მეგობრობა განხეთქილებად იქცა. ნიობემ თებელ ქალებს, ლეტოსა და მისი შვილების თაყვანისცემა აუკრძალა, რადგანაც მეტი შვილის ყოლის გამო თავს უფრო პატივსაცემად თვლიდა. სიამაყით დაბრმავებულმა ნიობემ ის კი ვერ განსაზღვრა, რომ ლეტოს ორი შვილი ჰყავდა, მაგრამ ორივე ღმერთი იყო, ხოლო თავის შვილთაგან კი ღმერთი არცერთი არ ყოფილა. მოთმინებიდან გამოსულმა ლეტომ, შვილებს შესჩივლა, რომ მოკვდავი ნიობე თავს მიტოლებს და შვილების სიმრავლით გაამაყებული სიცოცხლეს მიმწარებსო. განრისხებული აპოლონი და არტემიდა თებეში ჩაფრინდნნენ. აპოლონმა უხილავი ისრებით ვაჟები გაჟლიტა, არტემიდემ კი ქალები. ღმერთების მცირეწლოვანებიც არ დაუნდიათ. ნიობემ, საკუთარი ვაჟების გვამებით მოფენილი მინდორის დანახვის შემდეგაც არ მოიხარა ქედი. „შვიდი ასული კიდევ მყავს, შენზე ბედნიერი დედა მაინც ვარ“ — მიუმართავს ლეტოსთვის. სწორედ მაშინ დაუხოცა არტემიდამ ქალები. ცხრა დღე და ღამე ველზე ეყარა გვამები. დამმარხავი არავინ იყო, ხალხიც გულქვად აქციეს ღმერთებმა, მაგრამ ბოლოს, მეათე დღეს,ნიობიდები თავად ღმერთებმა მიაბარეს მიწას. ტირილისაგან დაოსებული, გონდაკარგული ნიობე, ზეზეულად ქვად (ქანდაკებად) იქცა. ღმერთებმა ქარიშხალი ატეხეს, ეს ქვა შორეულ ლიდიაში, ნიობეს სამშობლოში ჩაიტანეს და სიპილოსის მთაზე დადგეს. ცივი ქვაც გრძნობს იმ მწუხარებას, რაც ღმერთებმა დაატეხეს თავს. ამფიონმა მწუხარება ვერ აიტანა და თავი ჩამოიხრჩო (სხვა ვერსიით, აპოლონის ტაძარს დაესხა თავს და ღმერთებმა ისიც ისრით განგმირეს). ამ უძველეს ვერსიას ჰომეროსი მოგვითხობს.
ელემენტ ნიობიუმს ეწოდა ამ ბერძენი ქალღმერთის სახელი, რომელიც დასაჯეს ამპარტავნების გამო.
ნიობიუმი ლამაზი, თეთრი, ბრჭყვიალა მეტალია. ნიობიუმის შენალღობი ვოლფრამთან ან რენიუმთან ზოგჯერ ცვლის ისეთ კეთილშობილ მეტალებს, როგორიცაა ოქრო, პალტინა, ირიდიუმი. ნიობიუმის შენალღობი რენიუმთაბ არა მხოლოდ გარეგნობით ჰგავს მეტალურ ირიდიუმს, აგრეთვე მასავით ცვეთმედეგია.
NBC ძალიან მაგარია , იყენებენ ლითონდამუშავებაში საჭრელი ინსტრუმენტების დასამზადებლად. ნიობიუმის კარბიდის 0.5 მმ სისქის დადებით გრაფიტზე, ხდება დაცვა კოროზიისგან მაღალ ტემპერატურაზე. ეს ნივთიერება გამოიყენება, როგორც კონსტრუქციული მასალა ზომალდების მშენებლობასა და ტურბინების წარმოებაში.
ფოლადის ნაკერების შეწებება უფრო დაბალი მდგრადობისაა, ვიდრე თვით ფოლადი. ნაკერების თვისებების გასაუმჯობესებლად „უჟანგავ“ ფოლადში შეიყვანეს დანამატად ნიობიუმი 1-4%, ნიობიუმი ფოლადში მაღალ ტემპერატურაზე უძლებს და ამზადებენ მაღალი წნევის ქვაბებს. ნიობიუმის კოროზიისადმი დიდი მდგრადობის გამო მას იყენებენ მედიცინაში. მისი ძაფი არ იწვევს ცოცხალი ქსოვილების გაღიზიანებას და კარგად შეეზრდება. აღდგენითი ქირურგია იყენებს მას სისხლძარღვების, ნერვებისა და დაფლეთილი მყესების გასაკერვად.
ნიობიუმი დედამიწაზე გავრცელების მიხედვით წარმოადგენს 33–ე ელემენტს. ბუნებაში თავისუფალი ელემენტი არ არის ნაპოვნი, მაგრამ იგი გვხვდება მინერალებში. ბუნებაში ნიობიუმის არსებობის ფორმა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: გაბნეული (ქანწარმომქმნელ და მაგმატური ქანების აქცესორულ მინერალებში) და მინერალური.
ნიობიუმის საბადოები მდებარეობენ აშშ, იაპონიაში, რუსეთში, ბრაზილიაში, კანადაში. ბრაზილია მსოფლიოში ლიდერობს ნიობიუმის და ფერონიობიუმის (ნიობიუმისა და რკინის შენადნობი) წარმოებაში.
ოთახის ტემპერატურაზე ლითონი ნიობიუმი იღებს მოლურჯო ელფერს. მიუხედავად იმისა, რომ ელემენტურ ფორმაში გააჩნია მაღალი ლღობის ტემპერატურა (2.468 °C), ახასიათებს დაბალი სიმკვრივე, სხვა ძნელადლღობად ლითონებთან შედარებით. ნიობიუმი წარმოადგენს კოროზიამედეგ ლითონს, რომელიც ამჟღავნებს ზეგამტარობის უნარს და წარმოქმნის ოქსიდის ფენებს. ნიბიუმის ელექტროუარყოფითობა მცირედ ნაკლებია და მეტად კომპაქტურია, ვიდრე პერიოდულ სისტემაში მის წინ მდგომი ცირკონიუმისა, მაშინ როცა იგი ზომაში ვირტუალურად იდენტურია უფრო მძიმე ტანტალისა. ამიტომაც, ნიბიუის ქიმიური თვისებები ძალიან ემსგავსება ტანტალისას, რომელიც პერიოდულ სისტემაში განლაგებულია ნიობიუმის ქვემოთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი კოროზიული მედეგობა არ არის ისეთივე გამოკვეთილი, როგორიც ტიტანის, მაგრამ დაბალი ფასისა და დიდი მისაწვდომობის გამო ნიობიუმი ხდება უფრო ხელმისაწვდომი ნაკლებად მოთხოვნად გამოყენებაში. მაგალითად როგორიცაა დანადგარების მოპირკეთება.
ნიობიუმის ლითონური მტვერი ცეცხლსაშიშია და აღიზიანებს თვალებს და კანს. ნიობიუმის ზოგი ნაერთი ძალიან ტოქსიკურია. წყალში ნიობიუმის ზღვრული დასაშვები კომცენტრაცია 0,01 მგრ/ლ. ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს შინაგანი ორგანოების გაღიზიანებას და კიდურების დამბლას.
შენიშვნები:
გელოვანი, ა, მითოლოგიური ლექსიკონი, პალიტრა L, თბილისი, 2016
ქიმია და ადამიანი
იშვიათი ნიობიუმი, იშვიათი მიწა ლითონების ბაზარზე