🪨 2022 წლის 27 მაისს(ამ წლის) ყველაზე დიდი ასტეროიდი, დედამიწის გვერდით ჩაივლის, ის გზაშია.
NASA-ს დედამიწის ახლომდებარე ობიექტების კვლევის ცენტრის (CNEOS) მონაცემებით, უზარმაზარი ასტეროიდი დედამიწას მოუახლოვდა.
🪨 ამ კოსმოსური ობიექტის ოფიციალური სახელწოდება 7335 (1989 JA) გახლავთ. მისი დიამეტრი 1,8 კილომეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოულოდნელად ტრაექტორიის შეცვლისა და გეზის ჩვენკენ აღების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა შეუძლია (ჰიპოთეზურად)
არ შეგეშინდეთ: ასტეროიდი, სახელად 7335 (1989 JA) ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 4 მილიონი კილომეტრის მანძილზე გაივლის,- ანუ თითქმის 10-ჯერ უფრო შორს, ვიდრე დედამიწასა და მთვარეს შორის საშუალო მანძილია.
მეცნიერთა შეფასებით, ასტეროიდი მოძრაობს დაახლოებით 76000 კმ/სთ სიჩქარით, ანუ ტყვიაზე 20-ჯერ უფრო სწრაფად.
🪨 კოსმოსური ქვის ზომიდან გამომდინარე(დიამეტრი 1,8 კმ) NASA-მ მას „პოტენციურად საშიშის“ კლასიფიკაცია მიანიჭა, ეს ნიშნავს იმას, თუკი ოდესმე ჩვენი პლანეტის ორბიტა შეიცვლება, შეიძლება კოსმოსური ქვა დედამიწაზე დაეცეს.
მეცნიერთა გამოთვლებით 2055 წლის 23 ივნისს ეს ასტეროიდი კიდევ ერთხელ ესტუმრება დედამიწას და ჩვენს პლანეტას კიდევ უფრო შორ მანძილზე ჩაუვლის.
🪨 ეს ასტეროიდი არის ერთ-ერთი 29000-ზე მეტი დედამიწის მახლობლად მდებარე ობიექტიდან (NEO), რომელსაც NASA ყოველწლიურად აკონტროლებს. ამ ობიექტების უმრავლესობა უკიდურესად მცირეა.
ასტრონომებმა დაახლოებით 15000 ასეთი ასტეროიდი იციან.
NASA აკვირდება მსგავს NEO-ებს. მათ დაიწყეს კვლევა, იმის შესამოწმებლად, შეიძლება თუ არა პოტენციურად საშიშმა ასტეროიდებმა ერთ მშვენიერ დღეს გეზი შეიცვალონ დედამიწას შეეჯახონ.
🪨 Live Science ცნობით 2021 წლის ნოემბერში, NASA-მ გაუშვა კოსმოსური ხომალდი, სახელწოდებით Double Asteroid Redirection Test (DART), რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე 525 ფუტის სიგანის (160 მეტრი) ასტეროიდს Dimorphos-ს შეეჯახება. შეჯახება არ გაანადგურებს ასტეროიდს. მაგრამ მან შეიძლება ოდნავ შეცვალოს ციური სხეულის ორბიტა.