ნიობიუმი

1801 წელს ინგლისელმა მეცნიერმა ხატჩეტმა მინერალ კოლუმბისტისგან ქიმიური ელემენტი-ნიობიუმი მიიღო, რომელსაც წარსულში  კოლუმბიუმი ერქვა .

 1846 წელს  გერმანელმა მეცნიერმა ჰ.როუზმა  განსაზღვრა, რომ ტანტალის საბადო  მეორე (სხვა) ელემენტს შეიცავდა, რომელსაც მან ნიობის ტანტალის ქალიშვილის პატივისცემის ნიშნად  ნიობიუმი უწოდა, რითაც ნიობიუმისა და ტანტალის მსგავსებას გაუსვა ხაზი.

  ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თებე თავმომწონე დედოფალი იყო. „ნიობემ, ღმერთებთან ქიშპობით თავი დაიღუპა.  ამაყობდა, რომ მრავალი შვილი ჰყავდა:  _ ერთ-ერთი ვერსიით, ექვსი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი. ოვიდიუსის, ევრიპიდესა და აპოლოდორეს თანახმად — შვიდ-შვიდი, ხოლო საფოს ცნობით — ცხრა-ცხრა; ჰესიოდესა და პინდარეს მიხედვით კი — ათ-ათი. იგი აშკარად დასცინოდა ზევსის ადრინდელ ცოლს _ ლეტოს, რომელსაც სულ ორი შვილი  — ტყუპები: აპოლონი და არტემიდა ჰყავდა. „უწინ ლეტო და ნიობე ახლო მეგობრები იყვნენ“, (საფო; ფრაგმენტი 119) შემდეგ კი,  მათი მეგობრობა განხეთქილებად იქცა. ნიობემ თებელ ქალებს, ლეტოსა და მისი შვილების თაყვანისცემა აუკრძალა, რადგანაც თავად მრავალშვილიანობის  გამო თავს უფრო პატივსაცემად პიროვნებად თვლიდა. სიამაყით დაბრმავებულმა ნიობემ ის კი ვერ განსაზღვრა, რომ ლეტოს ორივე შვილი  ღმერთი იყო, ხოლო თავის შვილთაგან კი _ არცერთი!

 მოთმინებიდან გამოსულმა ლეტომ, შვილებს შესჩივლა, რომ მოკვდავი ნიობე თავს მიტოლებს და შვილების სიმრავლით გაამაყებული სიცოცხლეს მიმწარებსო. განრისხებული აპოლონი და არტემიდა თებეში ჩაფრინდნნენ. აპოლონმა უხილავი ისრებით ვაჟები გაჟლიტა, არტემიდემ კი _  ქალები. ღმერთებმა  მცირეწლოვანებიც არ დაიდეს. ნიობემ, საკუთარი ვაჟების გვამებით მოფენილი მინდორის დანახვის შემდეგაც ქედი არ მოიხარა. „შვიდი ასული კიდევ მყავს, შენზე ბედნიერი დედა მაინც ვარ!“ — მიმართა ლეტოს. სწორედ მაშინ  არტემიდამ ქალები დაუხოცა.

  ცხრა დღე და ღამე გვამები ველზე ეყარა, დამმარხავი არავინ იყო, ღმერთებმა ხალხიც გულქვად აქციეს, მაგრამ ბოლოს, მეათე დღეს, ნიობიდები თავად ღმერთებმა მიაბარეს მიწას. ტირილისაგან დაოსებული, გონდაკარგული ნიობე, ზეზეულად ქვად (ქანდაკებად) იქცა. ღმერთებმა ქარიშხალი ატეხეს,  ქვა შორეულ ლიდიაში, ნიობეს სამშობლოში ჩაიტანეს და სიპილოსის მთაზე დადგეს.

  ცივმა  ქვამაც კი იგრძნო ის დიდი ტკივილი, რაც ღმერთებმა  თავს დაატეხეს. ამფიონმა მწუხარება ვერ აიტანა და თავი ჩამოიხრჩო (სხვა ვერსიით, აპოლონის ტაძარს დაესხა თავს და ღმერთებმა ისიც ისრით განგმირეს). ეს  უძველეს ვერსია ჰომეროსს ეკუთვნის.

ელემენტ ნიობიუმს  ამ ბერძენი ქალღმერთის სახელი ეწოდა, რომელიც  ამპარტავნების გამო დასაჯეს.

ნიობიუმი ლამაზი, თეთრი, ბრჭყვიალა მეტალია. მისი შენალღობი ვოლფრამთან ან რენიუმთან ზოგჯერ  ისეთ კეთილშობილ მეტალებს ცვლის, როგორიცაა: ოქრო, პალტინა, ირიდიუმი. ნიობიუმის შენალღობი რენიუმთან არა მხოლოდ გარეგნობით ჰგავს მეტალურ ირიდიუმს, აგრეთვე მასავით ცვეთმედეგია.

NBC ძალიან მაგარია ,  რომელსაც  ლითონდამუშავებაში საჭრელი ინსტრუმენტების დასამზადებლად იყენებენ. ნიობიუმის კარბიდის 0.5 მმ სისქის დადებით გრაფიტზე, ხდება დაცვა კოროზიისგან მაღალ ტემპერატურაზე. ეს ნივთიერება გამოიყენება, როგორც კონსტრუქციული მასალა ზომალდების მშენებლობასა და ტურბინების წარმოებაში.

ფოლადის ნაკერების შეწებება უფრო დაბალი მდგრადობისაა, ვიდრე თვით ფოლადი. ნაკერების თვისებების გასაუმჯობესებლად „უჟანგავ“ ფოლადში შეიყვანეს დანამატად ნიობიუმი 1-4%, ნიობიუმი ფოლადში მაღალ ტემპერატურაზე უძლებს და ამზადებენ მაღალი წნევის ქვაბებს. ნიობიუმის კოროზიისადმი დიდი მდგრადობის გამო მედიცინაში იყენებენ. მისი ძაფი არ იწვევს ცოცხალი ქსოვილების გაღიზიანებას და კარგად შეეზრდება. აღდგენითი ქირურგია  მას სისხლძარღვების, ნერვებისა და დაფლეთილი მყესების გასაკერვად იყენებს.

დედამიწაზე გავრცელების მიხედვით ნიობიუმი  33–ე ელემენტია. ბუნებაში თავისუფალი ელემენტი არ არის ნაპოვნი, მაგრამ იგი გვხვდება მინერალებში. ბუნებაში ნიობიუმის არსებობის ფორმა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: გაბნეული (ქანწარმომქმნელ და მაგმატური ქანების აქცესორულ მინერალებში) და მინერალური. 

პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მეხუთი ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი.ატომური ნომერია  41. აღინიშნება სიმბოლოთი Nb.

ნიობიუმის საბადოები მდებარეობს აშშ -ში, იაპონიაში, რუსეთში, ბრაზილიაში, კანადაში,  ბრაზილია მსოფლიო ლიდერია ნიობიუმის და ფერონიობიუმის (ნიობიუმისა და რკინის შენადნობი) წარმოებაში.

ოთახის ტემპერატურაზე ლითონი ნიობიუმი  მოლურჯო ელფერს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ელემენტურ ფორმაში გააჩნია მაღალი ლღობის ტემპერატურა (2.468 °C), სხვა ძნელადლღობად ლითონებთან შედარებით დაბალი სიმკვრივე ახასიათებს.

  ნიობიუმი  კოროზიამედეგი ლითონია, რომელიც ამჟღავნებს ზეგამტარობის უნარს და ოქსიდის ფენებს წარმოქმნის. ნიბიუმის ელექტროუარყოფითობა მცირედ ნაკლები და მეტად კომპაქტურია, ვიდრე პერიოდულ სისტემაში მის წინ მდგომი ცირკონიუმისა, მაშინ როცა იგი ზომაში ვირტუალურად იდენტურია უფრო მძიმე ტანტალისა. ამიტომაც, ნიბიუის ქიმიური თვისებები ძალიან ემსგავსება ტანტალისას, რომელიც პერიოდულ სისტემაში განლაგებულია ნიობიუმის ქვემოთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი კოროზიული მედეგობა არ არის ისეთივე გამოკვეთილი, როგორიც ტიტანის, მაგრამ დაბალი ფასისა და დიდი მისაწვდომობის გამო ნიობიუმი ხდება უფრო ხელმისაწვდომი ნაკლებად მოთხოვნად გამოყენებაში. მაგალითად როგორიცაა დანადგარების მოპირკეთება.

ნიობიუმის ლითონური მტვერი ცეცხლსაშიშია და თვალებს და კანს აღიზიანებს. ნიობიუმის ზოგი ნაერთი ძალიან ტოქსიკურია. წყალში ნიობიუმის ზღვრული დასაშვები კონცენტრაციაა 0,01 მგრ/ლ. ორგანიზმში მოხვედრისას  შინაგანი ორგანოების გაღიზიანებას და კიდურების დამბლას იწვევს.

გამოყენებული ლიტერატურა:

გელოვანი, ა, მითოლოგიური ლექსიკონი, პალიტრა L, თბილისი, 2016

ქიმია და ადამიანი

იშვიათი ნიობიუმი, იშვიათი მიწა ლითონების ბაზარზე

Leave a Comment