1898 წელის 30 მაისს შოტლანდიელმა მეცნიერმა უილიამ რაზაიმ მინერალ კლევეიტიდან გამოყოფილ აირს კრიპტონი უწოდა. მეცნიერი თხევად ჰაერში ჰელიუმს ეძებდა, მაგრამ სპექტრში ყვითელი და მწვანე ხაზები იმ ადგილებში აღმოჩნდა, რომელშიც კვალს არც ერთი უკვე ცნობილი ელემენტი არ ტოვებდა. კრიპტონი (κρυπτός ) ბერძულად „გულდახურულს“ ნიშნავს. რადონი, არგონი, ჰელიუმი და ნეონი რადიოგენული წამოშობის არიან, ესეიგი დაშლის შედეგად არიან მიღებული, ხოლო კრიპტონი, 1939 წელს ფლეროვმა და პეტრაჟმა დაადგინეს, რომ ბუნებაში ძალიან იშვიათად ხდება U-ის ბირთვის 2 ის ტოლი მასის ნამსხვრევებად დაშლა. ეს სამსხვრევები პერიოდული სისტემის შუაში მოთავსებული ელემენტების იზოტოპების ატომებია. ისინი არამდგრადები არიან და განიცდიან β- დაშლას და დაშლის საბოლოო პროდუქტები კრიპტონის მძიმე იზოტოპებია.
საიდან გაჩნდა ელემენტ კრიპტონის ძირითადი მასა? მეცნიერთა ნაწილი თვლის რომ მიწიერი კრიპტონი წარმოიქმნა პლანეტის წიაღში ტრანსურანული ელემენტებისგან, რომლებიც ოდესღაც არსებობდნენ დედამიწაზე, ახლა კი უკვე გადაშენებულია. მათი არსებობის კვალი იქიდან ჩანს რომ დედამიწის ქერქში ნეპტუნიუმის რადიაქტიური დაშლის შედეგად მიღებული ხანგრძლივი სიცოცხლის მქონე ელემენტების მეორე მსგავსი კვალი-პლუტონიუმისა და ნეპტუნიუმის მიკრორაოდენობებია დედამიწის მინერალებში, თუმცა ისინი შეიძლება წარმოადგენდნენ კოსმოსური ნეიტრონებით დასხივებულ ურანის პროდუქტებსაც.
მეცნიერთა ნაწილი სხვა აზრისაა. მათი აზრით მიწიერი კრიპტონი, დედამიწაზე გაჩნდა სამყაროდან დედამიწის ფორმირების პროცესში. კრიპტონი იყო პლანეტების საპირისპირო ღრუბელში, იგი შთანთქა პირველმა მიწიერმა მატერიამ, საიდანაც პლანეტების გაცხელებისას გამოიყო ატმოფეროში, რადგან კრიპტონი მძიმე აირია,ნაკლებაქროლვადი და შედარებით ადვილად კონდენსირებადი. რა თქმა უნდა შეუძლებელია მას დაეტოვებინა დედამიწა მისი ფორმირების პირველ ფაზაში.
ორივე მოსაზრება შეიძლება ჩაითვალოს სწორად, რადგან ჩვენი პლანეტის კრიპტონი წარმოადგენს კოსმიურ და მიწიერ აირთა ნარევს. აირადი კრიპტონი 2,87 ჯერ მძიმეა ჰაერზე. თხევადი კი 2, 14 ჯერ მძიმეა წყალზე. ეს ელემენტი საკმაოდ იშვიათი და გაბნეული აირია.
კრიპტონი ატმოსფეროში გვხვდება კვალის სახით. მისი გამოყოფა თხევადი აირიდან ხდება ფრაქციული გამოხდით. სხვა იშვიათ აირებთან ერთად იგი ხშირად გამოიყენება ფლოურესცენცირებულ ნაერთებში. 1 ლიტრი კრიპტონის აირის მისაღებად საჭიროა მილიონზე მეტი ლიტრი ჰაერი. როგორც ჰაერის ნაკლებ აქროლვადი კომპონენტები კრიპტონი და ქსენონი ჰაერის დამშლელი აპარატურის ყველაზე „თბილ“ ადგილზე თხევად ჟანგბათან გროვდება.
სამრეწველო დანადგარებში მიიღება ჰაერის დაყოფის შედეგად კრიპტონ-ქსენონი ნარევის სახით როგორც პროცესის გვერდითი პროდუქტი.
ჰაერის დაყოფის პროცესში დაბალტემპერატურული რექტიფიკაციის მეთოდის დროს წარმოებს თხევადი ჟანგბადის ფრაქციის მუდმივი მოცილება, რომელიც შეიცავს თხევად ნახშირწყალბადებს, კრიპტონს და ქსენონს (ჟანგბადისა და ნახშირწყალბადების ფრაქციის მოცილება აუცილებელია აფეთქების თავიდან აცილებისათვის).
გამოყოფილი ფრაქციიდან Kr და Xe-ის მოცილებისათვის ნაზავს აცილებენ ნახშირწყალბადებს კატალიტიკურ ღუმელებში t=500-600 С-ის პირობებში და მიმართავენ დამატებითი რექტიფიკაციური მწყობრისაკენ ჟანგბადის მოსაცილებლად. ნაზავის Kr+Xe-ით გამდიდრებისას 98-99 %-მდე, მას მეორეჯერ წმენდენ კატალიტურ ღუმელში ნახშირწყალბადებისაგან, შემდეგ კი ადსორბირების ბლოკში რომელიც ავსებულია სილიკაგელებით (ან სხვა ადსორბენტებით).
ინერტული აირების ქიმია შედარებით ახალი სფეროა. XX საუკუნეში მეცნიერები აკვირდებოდნენ ელექტრული განმუხტვისას ინერტული აირების იონიზებული მოლეკულების წარმოქმნას სხვა ელემენტებთან. განმუხტვის გარეშე ეს წარმონაქმნები სწრაფად იშლებოდა და ამიტომ ინერტული აირების ნაერთებზე ცნობა ნაკლებსაფუძვლიანი ჩანდა.
კრიპტონის ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე ცუდადაა შესწავლილი. შეისწავლება მისი გამოყენების შესაძლებლობა წყალქვეშა საქმეებში, სასუნთქი ნაზავის შემადგენლობაში მაღალი წნევის პირობებში, ასევე როგორც ანესთეზიის საშუალება.
დღესდღეისობით კრიპტონის მთავარი დანიშნულება არის ანათოს ყოველთვის და ანათოს ყველგან. მისი მთავარი მომხმარებელია ნათურების წარმოება. პატარა სოკოსმაგვარი ნათურები კრიპტონით ასვებული თანდათან აძევებს არგონ-აზოტით ავსებულ ნათურებს ისე, როგორც არგონ-აზოტის ნათურებმა განდევნეს თავის დროზე ცარიელი ან აზოტით სავსე ნათურები. კრიპტონი 2,1-ჯერ მძიმეა არგონზე და ორჯერ უფრო ცუდად ატარებს სითბოს. კრიპტონით ავსებენ დაბალი წნევის აირთა მილებს. ამ აირს იყენებენ მაღალიი წნევის ნათურების კონსტრუქციებშიც, ნათრები თეთრი, ვარდისფერი ელფერით გამოიყენება ლაქ-საღებავებსა და საფეიქრო წარმოებაში.
1967 წლიდან ამერიკის ზოგიერთ სარკინიგზო მონაკვეთზე და მაღაროებში გამოჩნდა ატომური ნათურები, გამაფრთხილებელი, მანათობელი ნიშნები, რომლებიც ელექტროობას არ საჭიროებენ. ამ ნათურებს ავსებენ Kr რადიოიზოტოპიით, ამ ნიშნების გამოსხივება იწვევს სპეციალური შემადგენლობის განათებას, რომელიც წასმული აქვს რეფლექტორს შიდა ზედაპირზე, ასეთი ნათურის სინათლე 500 მ მანძილიდანაც ჩანს.
ბირთვული ენერგეტიკის განვითარებამ მკვეთრად დასხვა რადიაქტიური ნარჩენების და მათ რიცხვში 85Kr-ის დამარხვის საკითხი, რადგან გამოირიცხოს მისი ატმოსფეროში მოხვედრა და მასთან დაკავშირებული რადიაციული უსაფრთხოება, საჭიროა მიწისქვეშა ფოროვან ქანებში მისი ჩატუმბვა.
ასევე კრიპტონი კარგად იხსნება ორგანიზმის სითხეში, პარციალური წნევისას (3,5 ატმ) ნარკოტიკულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე.
დაბოლოს კრიპტონის დიდი რაოდენობით შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს გაგუდვა.
გამოყენებული ლიტერატურა:
ქიმია და ადამიანი
ქიმიური ენციკლოპედია
ქსენონისა და კრიპტონის შემცველი აირების ნაზავების და გარემოს ფიზიოლოგიური ეფექტები