ტერმინი “მინერალი”1636 წელს იტალიელი მეცნიერის ბერნარდ ცეზიუმა გამოიყენა. “მინერა” ლათინური სიტყვაა და მადნის ნატეხს ნიშნავს .დღეისათვის ცნობილია 3000-ზე მეტი მინერალი.
ყოველწლიურად მინერალების რიცხვი რამოდენიმე ათეულით იზრდება. მინერალებს შეისწავლის მეცნიერება- მინერალოგია. მინერალი არის ბუნებრივი მასალა, ბუნებრივი რესურსი, რომელიც მრეწველობაში გამოიყენება პროდუქციის მისაღებად. დედამიწის ქერქი პრაქტიკულად პერიოდული სისტემის თითქმის ყველა ელემენტს შეიცავს, თუმცა მისი მასის 99% სულ 9 ელემენტს შეადგენს: ჟანგბადი 49,13%; სილიციუმი26,0%; ალუმინი 7,45%; რკინა 4,2%; კალციუმი 3,25%; ნატრიუმი 2,4%; მაგნიუმი 2,35%; კალიუმი 2,35%; წყალბადი 1%; ტიტანი 0,8%; დანარჩენი 1.7%.სწორედ ამ ელემენტებისაგანაა წარმოქმნილი მინერალებიც. მინერალი შედის მთის ქანების, წიაღისეული მადნების შემადგენლობაში.
ფლუორიტი
კორუნდი
მინერალი არის ბუნებრივი, მყარი, კრისტალური ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ფენებში სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკური პროცესების შედეგად. მინერალები ერთმანეთისგან განსხვავდებიან: ფიზიკური თვისებებით, ქიმიური შედგენილობით, კრისტალური სტრუქტურის თავისებურებებით, ფერით, ელვარებით, გამჭვირვალობით, სიმაგრით, მსხვრევადობით, ჭედადობით, დრეკადობით, ხვედრითი წონით, გემოთი, სუნით, ლღობადობით, ელექტროგამტარობით, რადიაქტიულობით და სხვა. მინერალები უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი ნედლეულია მათი გადამუშავებით მიიღება მეტალები, არამეტალები, სასუქები, სოდა, ტუტეები, მჟავები, კერამიკა, ცემენტი, მინა და სხვა პროდუქტები.
მეცნიერები ქიმიურ რეაქციას ქიმიურ ლაბორატორიაში ატარებენ, იკვლევენ რეაქციის მექანიზმს, მის მიმდინარეობის პირობებს. შეიმუშავებენ ქიმიური პროცესის ოპტიმალურ მოდელს და მხოლოდ მას შემდეგ ახორციელებენ მას სამრეწველო მაშტაბით- მიზანი კი არის ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ქიმიური პროდუქტების შექმნა: პლასტმასები, სინთეზური ბოჩკო, ფარმაცევტური პრეპარატები, სასუქები, საპონი, სარეცხი საშუალებები, საღებავები, კოსმეტიკა და ფარმაცევტული ნაწარმი.
საქართველოში ბუნების წიაღში არის მრავალნაირი ქვა-მინერალს თუ ქანს: ნარინჯისფერი მარმარილოს, მოწითალო მწვანე, იისფერ ტუფებს, თეთრ და ვარდისფერ ბარიტებს, კალციტის სტალაქტიდებს, იისფერ ამეთვისტოს, ლამაზად შეფერილ ალიბასტრს, სხვადასხვა ფერის აქატს და ეშმას, შავ და წითელ ოფსიდიანებს, გრანიტებს, ბაზალტებს, კვარციტს, მანგანუმის შავ მასებს, მაღალხარისხოვან ქვანახშირს. ფერსმანი საქართველოს შესახებ წერდა : „საქართველოს მცხოვრებთ და განსაკუთრებით საქართველოს ახალგაზრდობას შეუძლია არ უყვარდეს ქვა, აქ ხომ ფეხის ყოველ ნაბიჯზე – ქვა გვაკვირვებს თავისი სიდიადით და ძლიერებით.“
ჩვენი პლანეტა თავის სიღრმეში ქმნის ფენომენალურ ქმნილებას-ქვას. ეს პროცესი დაფარულია ჩვენი უშუალო დაკვირვებისაგან ( ხანგძლივობის გამო). მინერალების ძირითადი მასა წარმოქმნილია უდიდესი წნევის ქვეშ. დედამიწის შინაგან სიცხესთან დაკავშრებით. ათასწლეული მანძილზე ქვა იყო არამარტო სილამაზისა და ჰარმონიის საგანი, არამედ შეუცვლელეი წამალი რომელსაც იყენებდნენ ყველაზე სერიოზული სნეულებების სამკურნალოდ – ეს კარგად იცოდნენ შორეული წარსულის და შუა საუკუნეების ექიმებმა და თავიანთ პაციენტებს ძვირფასი ქვების გამოყენებით კურნავდნენ. ინდოეთში ჩაისახა და ფართოდ გამოიყენებოდა ძვირფასი ქვების ძალის რწმენა. მესოპტამიის უძველესს ხალხებს, ქალდევებს, ბაბილონელებს და სირიელებს სწამდათ ქვების მაგიური ძალის. ქვების მაგიურ და სამკურნალო თვისბებეს აღიარებდნენ ბერძენებიც: პლატონი, ჰეროდოტე, არისტოტელე. არისტოტელემ დაწერა წიგნი, სადაც თავმოყრილია იმ დროისათვის გამოყენებული ქვების შესახებ ლეგენდები.
ქართველი სოლომონ მეფე იყო ქვების დიდი მცოდნე.
ქვას, ჩვეულებრივ, არაცოცხალი ბუნების შემადგენელ ნაწილად თვლიან. სინამდვილეში მინერალები იბადებიან, განიცდიან სხვადასხვა ცვლილებებს მინერალებად და მთის ქანებად გარდაქმნისას, თითოეულ მათგან გააჩნია თავისი ბედი იმის გამო რომ ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით ქვების არსებობის ხანგძლივობა უთანაზომოდ განსხვავებულია – ქვებს ჩვენ მივიჩნევთ როგორც მუდმივს. ამიტომაც ადამიანი უძელესი დროიდან ყველაზე უფრო საიმედო დამცველად და უბედურების თავიდან ამცილებლად ძვირფას მეტალს და ქვას თვლიდა, რომელიც არ ექვემდებარება დროის ზემოქმედებას ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე. სამწუხაროდ დღეს, კრიზისულ ეკოლოგიურ სიტუაციაში ჩვენ გვიხდება მინერალების სამკურნალო თვისებების „ხელახალი აღმოჩენა“. ჯერ კიდევ გასავლელია გრძელი და რთული გზა მინერალებისა და მეტალების სამკურნალო პრაქტიკაში დანერგვის აღორძინებისათვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
მინერალურ ნედლეულთა ქიმია, ლექცია 1
მინეროლოგიის კურსი