ნახშირბადი ბუნებაში თავისუფალი სახით მოიპოვება, ქვანახშირის სახით და ასევე სხვადასხვა ალოტროპიული მოდიფიკაციის სახით, როგორიც არის ალმასი, გრაფიტი და ბოლო წლებში აღმოჩენილი ფულერენები. ნახშირბადი ასევე გვხდება კარბინის სახით. ეს უნიკალური ელემენტი, რომელიც მენდელეევის პერიოდული სისტემის 2-ე პერიოდის მე-4 ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, მე 6 ნომერს იკავებს სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.
ყველაფერი იქიდან შეიცვალა, როდესაც ადამიანმა დედამიწის სიღრმეში დამარხული ენერგიის ამოქაჩვის გზა იპოვნა. მზის სხივის ბუდე. სუფთა ენერგია. 100 მილიონ წელზე დიდი ხნის წინ მილიონობით მცენარის მიერ მილიონობით წლების განმავლობაში დაჭერილი მზის ენერგია. დიახ ეს ქვანახშირია, ეს გაზია, ეს ნავთობია, ეს ნახშირბადის აღვირახსნილი ძალაა, მზის სხივის ბუდე, რომელმაც ადამიანი მძიმე შრომისგან გაანთავისუფლა და ასევე უპერეცედენტო კომფორტი მოუტანა ზოგიერთ ქვეყანას, რომლებმაც ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნები გააღარიბა და 50 წელიწადში ადამიანის ერთი სიცოცხლის ხანგრძლვობის პერიოდში მათ დედამიწა ისე შეცვალეს, როგორც ეს კაცობირიობის წინა თაობებს ერთად აღებულს არ გაუკეთებიათ.
მზის სხივის ბუდე. სუფთა ენერგია.
ნახშირბადს აქვს უნარი ბევრ სხვა ელემენტს შუერთდეს და მილიონობით სხვადასხვა სახის ქიმიურ ნაერთს წარმოქმნას, რომელთა აღმოჩენისა და სინთეზირების პროცესი დღემდე გრძელდება.
ნახშირბადის ატომები ერთდება და სხვადასხვა ფორმას იღებს. მაგალითად, მას შეიძლება ჰქონდეს ჯაჭვის, რგოლის, ბადის, პირამიდის ან მილაკის ფორმა. ნახშირბადი მართლაც უნიკალური ელემენტია, რაშიც ქვემოთ მოცემული მაგალითები დაგვარწმუნებს.
ნახშირბადი არსებობს მრავალი ალოტროპული მოდიფიკაციას სახით სხვადასხვა ფიზიკური თვისებებით. მოდიფიკაციის სხვადასხვაობა განპიროვნებულია ნახშირბადის უნარით წარმოქმნას სხვადასხვა ტიპის ქიმიური კავშირები. ცნობილია ნახშირბადის ხუთი ალოტრპული მოდიფიკაცია – ალმასი, კარბინი, გრაფინი, გრაფიტი, ფულერინი.
ძველად თვლიდნენ, რომ ალმასი, ისევე როგორც სხვა ძვირფასი ქვები, სასწაულმოქმედი ძალით გამოირჩეოდა. ადამიანი რომელიც ალმასს ატარებდა, სარგებლობდა მეფის წყალობით, მისი აზრი პატივსაცემი იყო ყველგან. მათ სჯეროდათ, რომ თუკი ალმასი ექნებოდათ ღრმა სიბერემდე შეინარჩუნებდნენ მეხსიერებას და მხიარულებას. ალმასი ადამიანს ათავისუფლებდა ცრუ შიშებისგან
ის რომ ალმასი ნახშირბადის სახესხვაობაა, მე 20 საუკუნეში ლავუაზიემ დაადგინა. ალმასი ბუნებაში აღმოჩენილ ყველა მინერალზე უფრო მკვრივია. ამ მინერალში ნახშირბადის ატომები ისეა განლაგებული, რომ ოთხწახნაგა (ტეტრაედრი) პირამიდის ფორმას იღებს. ასეთი აგებულების წყალობით ალმასს ძალიან მყარი სტრუქტურა აქვს. დამუშავებული ალმასი (ბრილიანტი), ძირითადად, ნახშირბადის მრავალატომიანი მოლეკულაა.
მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ჩვენგან 1200 სინათლის წლით არის დაშორებული. ეს მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტაა, რომელიც ნახშირბადის მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება. ქიმიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ პლანეტაზე შესაძლებელია ალმასის მთიანი მასივები და ქედები არის. იქ ნახშირბადის შემცველობა ჟანგბადის შემცველობაზე მეტია. იუპიტერის მსგავსი გიგანტია, რომლის დიდი ნაწილი აირადი წყალბადებისგან შედგება, ბირთვი კი ალმასების, გრაფიტების და ნახშირბადისგან.
ალმასი მეტეორიტის შემადგენლობაშიც არის. პენზის გიბერნიაში 1886 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ცხელი შავი ფერის ქვის ნატეხი იპოვნეს. ამ ქვის ნაწილი პეტერბურგის ინსტიტუში მოხვდა, მის შემადგენლობაში კი ალმასი აღმოაჩინეს.
გრაფიტი (ძვ. ბერძ. γράφω — ვწერ) ნახშირბადის ერთ-ერთიალოტროპიული მოდიფიკაცია.თვითნაბადი მინერალი. გრაფიტი გამოიყენება როგორც საპოხ მასალად, ისე ფანქრის გულის დასამზადებლად. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ მინერალში ნახშირბადის ატომები მჭიდროდ არის ბმული და ფენებად განლაგებული. ეს ფენები კი ერთმანეთთან სუსტად არის დაკავშირებული და ადვილად სრიალებს, ისევე როგორც ფურცლები ქაღალდის დასტიდან.
ნახშირბადი მრავარიცხოვან არაორგანულ და ორგანულ ნაერთს წარმოქმნის. დედამიწაზე არ არსებობს სიცოცხლე ნახშირბადის გარეშე. მეცნიერება რომელიც შეისწავლის ნახშირბადის ნაერთებს- ორგანული ქიმია ეწოდება. ნახშირბადს აქვს განსაკუთრებული ბუნება, მას შეუძლია სხვა ატომებთან შეერთება მარტივი, ორმაგი და სამმაგი ბმით.გარდა ამისა, ნახშირბადს აქვს უნარი წარმოქმნას მდგრადი გრძელი, სწორი და განტოტვილჯაჭვიანი ნაერთები. ეს ნაერთები შეიძლება იყოს ღია და დახურულჯაჭვიანი. ღია და დახურულჯაჭვიან ნაერთებში ნახშირბადი შეიძლება უშუალოდ იყოს დაკავშირებული სხვა ელემენტის ატომებთან ანუ ჰეტეროატომებთან როგორებიც არის მაგალითად ჟანგაბადი, გოგირდი, აზოტი, ფოსფორი და სხვა.
ნახშირბადი ყველაზე მდიდარი ელემენტია დედამიწის ქერქში. ეს სიმრავლე, მისი უნიკალური მრავალფეროვნება ორგანული ნაერთების წარმოქმნაში და განსაკუთრებული უნარი შექმნას მაკრომოლეკულები ან პოლიმერები დედამიწაზე ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, ქმნის მას ყველა ცნობილი ცხოვრების ფორმის ელემენტად.
ნახშირბადი მეოთხე ელემენტია სამყაროში გავრცელებული ელემენტების -წყალბადის, ჰელიუმის და ჟანგბადის შემდეგ. იგი გვხვდება ატმოსფეროში, ვარსკვლავებში და მზეზე.
ნახშირბადი-სიცოცხლის საშენი ბლოკი. სიცოცხლის ის ფორმა, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი არის ნახშირბადზე აგებული, ნახშირბადზე დაფუძნებული.
გამოყენებული ლიტერატურა:
ადამიანი და ქიმია
ხელოვნური ალმასების მიღება
მინერალი გრაფიტის შესახებ
გაღრმავებული ქიმიის კურსი