ოზონის შრე

ატმოსფეროს ზედა საზღვარს ყოველწლიურად არღვევს მზის ენერგიის მძლავრი ნაკადი, ასევე დიდი დიაპაზონის მქონე კოსმიური გამოსხივება: გამა-გამოსხივების, რენტგენის, ულტრაიისფერი,ხილული, ინფრაწითელი და სხვა გამოსხივების სახით. ყველა მათგანი რომ აღწევდეს  დედამიწის ზედაპირამდე, მაშინ მათი მომაკვდინებელი ენერგია გაანადგურებდა ყველა ცოცხალ არსებას. დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა განპირობებულია ატმოსფეროს დაცვითი თვისებების წყალობით.

ატმოსფეროში სხვადასხვა გამოსხივებისათვის მაინც არსებობს უთხელესი „ხვრელები“, რომელთა საშუალებით დედამიწაზე აღწევს გრძლეტალღოვანი ზოგიერთი სახის სხივები(5-10%). მათი შეკავებისათვის უდიდეს როლს ასრულებს იონისფერო და ოზონის ეკრანი. თუმცა ოზონის შრის მთლიანობას არღვევს ქლორფტორნახშირბადები და ჰალოგენები, რომლებიც ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება. უკანსკნელი მონაცემებით ცნობილია რომ  ანტარქტიდის თავზე ოზონი 50% ით შემცირდა. ოზონის ეკრანი გახდა ძალიან თხელი, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედამიწაზე არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს(კანის კიბო, იმუნური სისტემის დაქვეითება).

ოზონის შრის მთლიანობის დარღვევა ატმოსფეროს დაბინძურების გლობალური პრობლემაა, რომელსაც განაპირობებს ოზონდამშლელი ნივთიერებები, რომლებიც ტექნოგენური წარმოშობისაა. ოზონის შრე დედამიწის ატმოსფეროში წარმოიქმნება ოზონის დაგროვების შედეგად სტრატოსფეროში 15 დან 25 კმ-მდე სიმაღლეზე. ოზონის შრის სიმძლავრე 3 მილიარდი ტონაა.

სტრატოსფერული ოზონის ფენა ირეკლავს და უკან აბრუნებს მზიდან მომავალ ულტრაიისფერ რადიაციას, რითაც დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს იცავს საზიანო ეფექტებისგან, მაგალითად, კანის კიბოების, კატარაქტებისა და მცენარეების დაზიანებისაგან.

ოზონი მოკლეტალღიანი ულტრაიისფერი სხივების 99% შთანთქავს(ისინი მომაკვდინებელია ცოცხალი ორგანიზმისთვის. იგი ამავე დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს სითბური ბალანსის შენარჩუნებაში. ოზონის დაშლის პროცესი კატალიზდება ჰალოგენების ატომებით, ასევე აზოტის ოქსიდებით და სხვა ნაწილაკებით.

ოზონის შრე დედამიწას ფარივით იცავს მზის ულტრაიისფერი გამოსხვივებისგან.

ატმოსფეროში ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხვედრა იწვევს ოზონის კონცენტრაციის შემცირებას და ოზონის შრეზე ხვრელების გაჩენას. პირველი ოზონის ხვრელი წარმოქმნა და გათხელება შენიშნეს სამხრეთ პოლუსზე მე 20 საუკუნის 80 იანი წლების დასაწისში.

ქლორის ატომების წყალობით წყარო სტრატოსფეროში არის ფრეონის მოლეკულები-მფრინავი და ქიმიურად ინერტული ქლოროფტორნახშირწყალბადები, რომლებიც არ იშლება ტროპოსფეროში. ფრეონი ატმოსფეროში ხვდება ანთროგენული წყაროებიდან, რომლებსაც ფართოდ იყენებენ გამაცივებლ დანადგარებში, კონდიციონერებში, თბურ ტურბინებში და ა.შ.

ოზონ-ჟანგბადის ციკლი ოზონის შრეში

აზოტის ოქსიდებს აქვთ მოკლე სიცოცხლე ტროპოსფეროში. ეს გაზი ატმოსფეროში ხვდება ხომალდების და რეაქტიული თვითმფრინავების გამონაბოლქვ გაზებში. საშიში ოზონდამშლელი ნივთიერება, რომელსაც აქვს უნარი შეიჭრას სტრატოსფეროში ბრომოვანი მეთილი არის, რომელსაც იყენებენ ავტომობილის საწვავში დანამატად.

NASA-ს სტრატოსფერული ოზონის კონცენტრაციის პროექცია თუკი არ იქნება აკრძალული ქლორ-ფთორ-ნახშირბადები

ოზონდამშლელ ნივთიერებათა პიკი 1987-1988 წლებში იყო. 1987 წელს 56 ქვეყანამ ხელი მოაწერა მორეალის ოქმ, რომელიც გულისხმობს ოზონდამშლელ ნივთიერებათა შემცირებას. ამ ოქმს საქართველოც შეუერთდა 1996 წელს. საქართველოს არ აქვს უფლება აწარმოოს ოზონდამშლელი არც ერთი ნივთიერება.

ახალი კვლევის მიხედვით

ანტარქტიდის თავზე ოზონის ფენა უკვე აღდგა და შეჩერდა სამხრეთ ნახევარსფეროს ატმოსფეროში მიმდინარე მრავალი შემაშფოთებელი ცვლილება. ამ პროცესის შეჩერებისა და უკუქცევის მიზეზი უნდა იყოს მონრეალის პროტოკოლი.

„ამ პროცესს ჩვენ პაუზას ვუწოდებთ, რადგან პოლუსებისკენ მიმართული ცირკულაციის ტენდენცია შეიძლება დასრულდეს, გაბრტყელდეს ან უკუიქცეს. ეს გახლლავთ ომი ოზონის აღდგენისა და მომატებული სათბურის აირების ეფექტებს შორის, რამაც უნდა განსაზღვროს სამომავლო ტენდენცია“, — ამბობს კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის ატმოსფეროს ქიმიკოსი ანტარა ბანერხეე.

არქტიკის თავზე არსებული ყველაზე დიდი ოზონის ხვრელი აღდგა

დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ ოზონის შრის არსებობის გამო. ის ეფექტურად იცავს პლანეტას მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების შეღწევისგან, რომელიც ძალიან რეაქტიულია.

გამოყენებული ლიტერატურა:

ჟურნალი “ენერგია” 2008 წელი

ოზონის შრის დაცვა და მონრეალის ოქმი

ოზონის შრე და მისი დაცვა

Leave a Comment