აირთა ნარევს , რომელიც გარს არტყია დედამიწას , როგორც ერთი მთლიანი და მასთან ერთად ბრუნავს, ატმოსფერო ეწოდება (ბერძ.. „ატმოს“- ორთქლი, ჰაერი, „ სფერა“ -სფერო, ბურთი“) .

დედამიწის ჰაერის გარსი. შედგება აზოტის(78 %), ჟანგბადის(21 %), ნახშირორჟანგის (0,03 %), ინერტული აირების, წყლის ორთქლის, მტვრისა და მიკროორგანიზმებისაგან.
ატმოსფეროს მასა დაახლოებით 5,9.1015 ტონაა. პირვალადი ატმოსფერო , დედამიწის წარმოშობისთანვე გაჩნდა. ის შედგებოდა პლანეტაშორისო სივრციდან წარტაცებული წყალბადისაგან და ჰელიუმისაგან. ვულკანური პროცესების გააქტიურების შედეგად (3მილიარდი წლის უკან) ატმოსფეროში გაჩნდა ამიაკი, წყლის ორთქლი და ნახშირისოქსიდი და დიოქსიდი-მეორადი ატმოსფერო. მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად წყლის ორთქლი იშლებოდა წყალბადად და ჟანგბადად. ეს უკანასკნელი კი რეაქციაში შედიოდა ნახშირბადის ოქსიდთან. ამიაკი იშლებოდა აზოტად და წყალბადად. მსუბუქი აირი, წყალბადი ტოვებდა ატმოსფეროს , ხოლო უფრო მძიმე აზოტი ნელ-ნელა გროვდებოდა და ატმოსფეროს მთავარი აირი ხდებოდა. მისი ნაწილი ულტრაიისფერი სხივები გავლენით შედიოდა ქიმიურ რეაქციებში . თანამედროვე ატმოსფეროს წარმოქმნა ფოტოსინთეზთანაა დაკავშირებული. ფოტოსინთეზის პროცესის დაწყებამ მკვეთრად შეცვალა ატმოსფეროს შედგენილობა. ფოტოსინთეზის და სხვადასხვა გეოლოგიური პროცესების გამო ,დაიწყო ნახშირბადის დიოქსიდის შემცირებაც. თავდაპირველად ჟანგბადი იხარჯებოდა ამიაკის და ნახშირწყალბადების დაჟანგვაზე . ამ ეტაპის დამთავრების შემდეგ ატმოსფეროში დაიწყო ჟანგბადის მატება, რაც საბოლოოდ დღევანდელი ატმოსფეროს ჩამოყალიბებით დამთავრდა, რომელიც დაჟანგვის დიდი უნარით ხასიათდებოდა. განსხვავებით ამიაკურ-წყალბადური ატმოსფეროსაგან, რომელიც აღმდგენს წარმოადგენდა.ამან რა თქმა უნდა თავის გავლენა მოახდინა ლითოსფეროში , ატმოსფეროში და ბიოსფეროში მიმდინარე პროცესებზე.

ატმოსფეროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის. აირის ფენები დედამიწის ზედაპირზე არ უშვებს მეტეორიტებს და სხვა ციურ სხეულებს.
ატმოსფეროს ტემპერატურული რეჟიმის მიხედვით , ხუთი ძირითადი შრისაგან შედგება: ტროპოსფერო (ბერძნ. „ტროპოს“-შემობრუნება) , ზედა ზღვარი საშუალოდ 12 კმ. ტროპოსფეროში მოქცეულია ატმოსფერული ჰაერის 80% და ატმოსფერული წყლების 90%. სტრატოსფერო (ბერძნ.“სტრატა“-ფენა, შრე), ზედა ზღვარი 55 კმ. სტრატოსფეროს მნიშვნელობა ძალიან დიდია, რადგან ის შეიცავს ოზონის შრეს. ოზონის წარმოქმნა მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს 20-25 კმ -ზე. მეზოსფერო (ბერძნულად „მეზოს“.-შუა, შუალედური), ზედა ზღვარი 90 კმ. თერმოსფერო ,ზედა ზღვარი 800კმ. ულტრაიისფერი და რადიაციული სხივების ზემოქმედების გამო ატმოსფეროს ეს ნაწილი ძლიერ არის იონიზირებული, ამიტომ მას იონოსფეროსაც უწოდებენ . მათ შორის მოთავსებულია სამი გარდამავალი ფენა-პაუზები: ტროპო- პაუზა, სტრატოპაუზა და მეზოპაუზა . ტროპოსფეროში და მეზოსფეროში სიმაღლის მატებისას ტემპერატურა კლებულობს, სტრატოსფეროში და თერმოსფეროში კიმატულობს. 800-კმ ზევით მდებარეობს ეგზოსფერო ( ლათინურად ეგზო- გარე), რომელიც , ღია კოსმოსს ესაზღვრება. .დედამიწიდან 2-3 000 კმ მხოლოდ წყალბადის ატომებია, უფრო ქვევით ჰელიუმიცაა. ავიაციის სართაშორისო ფედერაციის მიხედვიტ, ატმოსფერო 100კმ-ზე მთავრდება, რადგან უფრო მაღლა თვითფრინავებს ფრენა არ შეუძლიათ. აშშ აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) მიხედვით, ატმოსფერო 122 კმ მთავრდება. აირების შემადგენლობის სტაბილურობის მიხედვით ატმოსფერო იყოფა ჰომო- და ჰეტეროსფეროებად.

ატმოსფერო შედგება გაზების ნარევისგან, რომელთა უმეტესობა კონცენტრირებულია ე.წ. ჰომოსფეროში, რომელიც მიწიდან 80-100 კილომეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. სინამდვილეში ეს ფენა შეიცავს ატმოსფეროს მთლიანი მასის 99,9% -ს.
ავიაციის სართაშორისო ფედერაციის მიხედვიტ, ატმოსფერო 100კმ-ზე მთავრდება, რადგან უფრო მაღლა თვითფრინავებს ფრენა არ შეუძლიათ. აშშ აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) მიხედვით, ატმოსფერო 122 კმ მთავრდება. აირების შემადგენლობის სტაბილურობის მიხედვით ატმოსფერო იყოფა ჰომო- და ჰეტეროსფეროებად.
ტმოსფეროს შემადგენელ აირებს ორ ნაწილად ჰყოფენ: მუდმივ და არამუდმივ აირებად. მუდმივია ის აირები , რომელთა კონცენტრაცია სივრცეში და დროში 90- 100კმ სიმაღლემდე არ იცვლება. არამუდმივია ის აირები, რომელთა კონცენტრაცია დროში და სივრცეში იცვლება.ასეთი დაყოფა პირობითია და სამართლიანია კონკრეტული გეოლოგიური პერიოდისთვის. ატმოსფეროში აირების კონცენტრაციას % ან ppm (partes per million მემილიონედი ნაწილი ) გამოსახავენ. აირების 99,96% სამ აირზე :აზოტზე, ჟანგბადზე და არგონზე მოდის.


ნაწყვეტი ეკოქიმიიდან