გარემო და ჯანმრთელობა

არსებობს ტოქსიკური, ქიმიური ნივთიერებები, რომელსაც შეუძლია ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.

ტოქსიკური, ქიმიური ნივთიერება ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. აალებადი ან ასაფეთქებელი გზით, ან კანის ან ფილტვების დაზიანებით, ჟანგბადის მიწოდებასთან რეაქციაში შესვლით, ან ალერგიული რეაქციების გამოწვევით.

მაგალითად მუტაგენური ქიმიური ნივთიერებები ანუ რადიაციის ფორმები, იწვევენ დნმ-ს მუტაციას ან ზრდიან მუტაციების სიხშირეს. „მაგალითად, აზოტოვანი მჟავა (HNO2), რომელიც ფორმირდება საკვებში აზოტის შემცველი კონსერვანტების მიღებით, გამოიწვევს იმ ტიპის მუტაციების სიხშირის ზრდას, რაც ზრდის კუჭის კიბოს განვითარების რისკს იმ ადამიანებში, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევენ ნიტრატის კონსერვანტების შემცველ პროდუქტებს. გამეტებში მიმდინარე მუტაციები შეიძლება მემკვიდრეობით გადაეცეს მომდევნო თაობებს. მუტაგენებისაგან თავის არიდება თითქმის შეუძლებელია“

ტერატოგენი არის ფაქტორი, რომელიც არღვევს ნაყოფის ნორმალურ
განვითარებას. ტერატოგენებით გამოწვეული ზიანი საკმაოდ რთული ბუნებისაა და დამოკიდებულიასხვადასხვა ფაქტორზე. ტერატოგენის მაგალითია ეთილის სპირტი. ალკოჰოლის მიღებამ ფეხმძიმობის დროს შეიძლება გამოიწვიოს წონის უკმარისობა და ფიზიკური, განვითარების, ქცევითი ან მენტალური პრობლემები. ასევე ტერატოგენებია, დარიშხანი, ქრომი, ვერცხლისწყალი, ტყვია, ფრეონები, ვინილის ქლორიდი და ა.შ.

ტერატოგენებით გამოწვეული დაზიანებები მარტო ფიზიკური დაზიანებით არ შემოიფარგლება. ზოგი დეფექტი იმდენად უხილავია, რომ დიდი ხნის შემდეგ ხდება შესამჩნევი, რაც სოციალურ, ემოციურ და შემეცნებით განვითარებაში შეფერხებით ვლინდება.

“კარცინოგენები ქიმიური ნივთიერებები ან რადიაციის სახეებია, ან ვირუსები, რომლებიც იწვევენ კიბოს – დაავადებას, ამ დროს სიმსივნური უჯრედები უკონტროლოდ მრავლდებიან და ქმნიან კერებს, საიდნაც მეტასტაზები ვრცელდება. კარცინოგენების მაგალითებია დარიშხანი, ვინილის ქლორიდი, ბენზოლი, ქრომი, გარკვეული ქიმიკატები, ფრეონები და თამბაქოს კვამლი, გამონაბოქვი, საწარმოო მტვერი და ა.შ.”

ცხოველებზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ცდებმა აჩვენა, რომ ქიმიმიური ნივთიერებების გავლენა იმუნურ, ენდოკრინულ და ნერვულ სისტემაზე ძალიან დიდია. „იმუნური სისტემა შედგება სპეციალური უჯრედებისა და ქსოვილებისაგან, რომლებიც ორგანიზმს დაავადებებისა და მავნე ნივთიერებებისაგან იცავენ ანტისხეულების გამომუშავებით, რომლებიც შემოჭრილ აგენტებს აუვნებელყოფენ. ქიმიური ნივთიერებები, როგორიცაა დარიშხანი, ასუსტებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს დაუცველს ხდის ალერგენების, ინფექციური ბაქტერიების, ვირუსების და პროტოზოების წინააღმდეგ“

ბუნებრივი და სინთეზური ნივთიერებები აზიანებენ ადამიანის ნერვულ სისტემას. ანადგურებენ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც ელექტროქიმიურ სიგნალებს მთელ ორგანიზმში ანაწილებენ. შედეგად იცვლება ქცევები, სწავლის უნარი ქვეითება, ხდება  გონებრივ ჩამორჩენა და შეიმჩნევა ყურადღების კონცენტრაციის უუნარობა.

„ნეიროტოქსინების მაგალითებია ფრეონები, მეთილის ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ტყვია და ზოგიერთი პესტიციდი.“

ზოგი პესტიციდის და სინთეზური პესტიციდის მოლეკულებს ბუნებრივი ჰორმონების ფორმა აქვთ და შეუძლიათ ადამიანის და სხვა ცხოველების ენდოკრინული სისტემის დაზიანება. ასეთ მოლეკულებს ჰორმონალურად აქტიური აგენტები (HAAs) ეწოდებათ.

HAAs-ის მაგალითებია: სხვადასხვა ნივთებში გამოყენებული პლასტიკატი (წყლის ბოთლები, ჩვილის საწოვარა ბოთლები, პირში ჩასადები სათამაშოები, ავტომობილის ინტერიერები, კბილის ბჟენები).

ბუნებრივმა ბიოლოგიურმა ევოლუციამ არ მოამზადა ჩვენი ორგანიზმი ახალი სინთეზური ჰორმონების წინააღმდეგ.

ტოქსიკოლოგია – არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ქიმიური ნივთიერების ადამიანზე ზემოქმედების შედეგებს, ტოქსიკურობის გამომწვევ მექანიზმებს და აფასებენ მათი პრევენციის ან მინიმალიზაციის შესაძლებლობებს. ტოქსიკურობა არის საზომი ერთეული, თუ რამდენად მავნებელია ესა თუ ის ნივთიერება, რომელიც იწვევს ავადობას, დაზიანებას ან სიკვდილს. ეს ერთეული რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ ერთი ფაქტორია დოზა – შთანთქმული, ჩასუნთქული, ან აბსობირებული ნივთიერების რაოდენობა. ტოქსიკოლოგიის საფუძველია კონცეფცია, რომ ნებისმიერი სინთეზური ან ბუნებრივი ნივთიერება შეიძლება იყო მავნებელი, თუკი მას დიდი რაოდენობით მივიღებთ.

ჩვილები და მცირე ასაკის ბავშვბის ორგანიზმები მეტად რეაგირებენ ტოქსიკური ნივთიერებებისადმი, ვიდრე ზრდასრულების, რადგან ბავშვები სვამენ მეტ წყალს, სუნთქავენ მეტ ჰაერს, და ჭამენ მეტ საჭმელს სხეულის მასასთან შედარებით, ვიდრე ზრდასრულები. ასევე პირში თითების, თოჯინების და სხვა ნივთების ჩადებისას ისინი მეტად ხვდებიან ჰაერში და მიწაზე არსებული ტოქინების ზემოქმედების ქვეშ და ბავშვების იმუნური სისტემა და დატოქსიკაციის საშუალებები ნაკლებადაა განვითარებული.

მეცნიერები თვლიან, რომ დედამიწის ატმოსფეროში აღარ უნდა გაიფრქვეს მავნე ნივთიერებები, ჩვენ თავის დროზე უნდა გაგვეტარებინა ღონისძიებები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, გარემოში უკონტროლოდ რო არ გაგვეშვა ქლორინისა და ბრომინის შემცვველი ნივთიერებები, დღეს ოზონის შრის განლევის საფრთხე აღარ იარსებებდა. მეცნიერები ფიქრობენ რომ უნდა შეწყდეს ახალი ქიმიკატების მიღება და ასევე არსებული ტექნოლოგიები და ქიმიკატები, რომელიც ზიანის მომტანია გარემოსთვის, უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან.

სამწუხაროდ, მწარმოებლები და ბიზნესმენები უარს ამბობენ თავდაცვით ღონისძიებებზე, ისინი ფიქრობენ  რომ ეს პროცესები ტექნოლოგიების წარმოებას გააძვირებს, მათი თქმით უსაფრთხო გარემოში ადამიანის ცხოვრება დღევანდელ სამყაროში შეუძლებელია.

კლინიკური ტოქსიკოლოგიის მიმართულებებია:
სამკურნალწამლო საშუალებებით მოწამვლა
მედიკამენტებით მოწამვლა
ბიოლოგიური ნივთიერებებით მოწამვლა
არასამედიცინო დანიშნულების სუბსტანციებით მოწამვლა
შხამიან ცხოველებთან კონტაქტით გამოწვეული მოწამლვა
საკვებად მიღებული მავნე ნივთიერებებით მოწამვლა
ნახშირჟანგით,აირებით, კვამლით და ორთქლით მოწამვლა.

გამოყენებული ლიტერატურა:

გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა.

ბიოდეგრადაცია.

სალექციო კურსი-ტოქსიკოლოგია.

Leave a Comment