გალაქტიკური წელიწადის დროები

თუ გალაქტიკაში ვიმოგზაურებთ მზის სისტემა, რომელიც სუსტად ელიფსურ ორ­ბი­ტაზე მოძრაობს, (~220 მლნ. წელი) ერთ შემოვლაზე სამჯერ გადაკვეთს გალაქ­ტიკის შტოებს, სადაც ვარსკვლავთშორისი აირის, მტვერის ღრუბლებისა და ვარსკვლავების „ბინადართა“ სიმკვრივე გაცილებით მაღალია.

ერთი გალაქტიკური წელი 230 მილიონი დედამიწის წელია.

ზის სისტემა მოძრაობს საშუალო სიჩქარით 230 კმ/წმ (828 000 კმ/სთ) ან 143 მი/წმ (514 000 კმ/სთ) გალაქტიკური ცენტრის გარშემო თავისი ტრაექტორიის ფარგლებში.

მზის სისტემა ასევე ასრულებს ვერტიკალურ მოძრაობას გალაქტიკური სიბრტყის მიმართ, გადაკვეთს მას ყოველ 30-35 მილიონ წელიწადში და მოექცევა გალაქტიკის ან ჩრდილოეთ ან სამხრეთ ნახევარსფეროში.

მთლიანობაში სამყაროში ყველაფერი ვიბრაციებსა და ციკლებზეა დამოკი­დე­ბული. დროს, რომელიც სჭირდება გალაქტიკას სამყაროს ცენტრალური ბირთვის გა­რ­შემოვლისათვის, – ზოგიერთთა აზრით 10.8 მილიარ­დი წელიწადი, – უნივერსა­ლუ­რი ციკლი ეწოდება. უნივერსალური ციკლი – ეს განშლად სპირალზე ბრუნვაა და არა ჩვეულებრივი ბრუნვა დიადი ცენტრალური მზის ირგვლივ.

ფიზიკოსები ფიქრობენ რომ ჩვენ გაკაქტიკური წელიწადის შემოდგომის პერიოდში ვცხოვრობთ.  „როდესაც გალაქტიკური ზამთარი დადგება? მზის სისტემის მიერ გალაქტიკის შტოების გადაკვეთის მომენტი თანხვდება გლობალურ კატა­კლიზ­მებს და დედამიწის ბიოსფეროს ევოლუციური პერიოდების ცვლილებას, რომელიც სა­­შუალოდ 72 მილიონი წლის პერიოდულობით მეორდება. ეს ბუნებრივია, რადგან შტოს გავლისას მკვეთრად მატულობს გაზისა და მტვრის აკრეცია.“

მზე ბრუნავს ირმის ნახტომის გალაქტიკური ცენტრის გარშემო ყოველ 200-225 მილიონ წელიწადში.

როდესაც მზის სისტემა გალაქტურ ზონაში შედის, (მკვრივ აირისა და მტვრის ღრუ­ბ­ლებ­ში შესვლის მომენტში) დედამიწაზე ხდება მახლობელი კოსმოსური სივრცის დამ­ტვე­რიანობის მატება და ტემპერატურა მკვეთრი დაცემა. ი გლო­ბა­ლუ­რი გამყინვარების პერიოდი იწყება. მაგალითად, 283 მილიონი წლის წინანდელი გამყინ­ვა­რების განამარხებული კვალი ინდოეთშია ნაპოვნი.

არსებობს სამი გალაქტიკური შტო: პერსევსი, ცენტავრის ფარი,  მშვილდოსანი. მზის სისტემისათვის ყველაზე მტვრი­ანია ცენტავრას შტო. მას მზე გალაქტიკურ წელიწადში ერთხელ გადაკვეთს და სწორედ ამ დროს დგება გლობალური გამყინვარება.

გლობალური და კონტინენტური გამყინვარებანი დედამიწის ისტორიაში

იურული გლობალური გამყინვარება- ცენტავრა

კარბონული გლობალური გამყინვარება-მშვილდოსანი

ვენდური გლობალური გამყინვარება- ცენტავრა

ნეოპროტეროზოული გამყინვარება- ცენტავრა

ჰურონული გამყინვარება- ცენტავრა

ტიმისკამინსკური გამყინვარება- ცენტავრა

პალეოპროტეროზოული გამყინვარება- ცენტავრა

რიასული გამყინვარება- მშვილდოსანი

ნეოარქეული გამყინვარება-მშვილდოსანი

ორი გალაქტიკა გრავიტაციული ძალის გავლენით ერთმანეთს უახლოვდება. ეს ასეულთაგან გალაქტიკების შერწყმის ერთ–ერთი შემთხვევაა ჩვენ მეზობელ სამყაროში.

გალაქტიკების უმეტესობა შეიძლება დაიყოს მათი ფორმის მიხედვით. ჩვენი ირმის ნახტომი არის სპირალური გალაქტიკა.

ზოგიერთი გალაქტიკა კატეგორიზაციას ეწინააღმდეგება. ეს არის არარეგულარული გალაქტიკები და თითოეული მათგანი უნიკალურია ფორმის, ასაკისა და სტრუქტურის მიხედვით.

გამოყენებული ლიტერატურა:

გალაქტიკების ფორმირების ისტორია

როგორ ვეცნობოდით ირმის ნახტომს

სამყაროს ევოლუცია

Leave a Comment