ენერგიის გადაცემა და ეკოსისტემები

დედამიწაზე ენერგიის პირველადი წყაროა მზე. ფოტოსინთეზის პროცესში მცენარეები ახდენენ მზის ენერგიის აკუმულირებას, შთანთქავენ გარემოდან ნახშირორჟანგს, წყალს და მათგან აწარმოებენ ორგანული ნივთიერებების სინთეზირებას საკუთარი საჭიროებისა და მთელი დანარჩენი ცოცხალი სამყაროსათვის.

ამის გამო, მწვანე მცენარეებს პროდუცენტებს ანუ მწარმოებლებს უწოდებენ. ცხოველები მოიხმარენ მცენარის მიერ სინთეზირებულ ორგანულ ნივთიერებებს და მათ კონსუმენტები, ანუ მომხმარებლები ეწოდებათ. ბალახისმჭამელი ცხოველები პირველი რიგის კონსუმენტები არიან, ხორცისმჭამელი ცხოველები კი – მეორე რიგის კონსუმენტები. მაგალითად, მწერი, რომელიც მცენარეს ჭამს, პირველი რიგის კონსუმენტია. ბაყაყი,რომელიც ჭამს მწერს– მეორე რიგის კონსუმენტი;

ფოტოსინთეზი პროცესია, რომლის დროსაც სინათლის ენერგია ქიმიურ ენერგიად გარდაიქმნება და შაქრის მოლეკულებში იდება. ეს პროცესი სინათლის ენერგიის ხარჯზე მიმდინარეობს და მისი წყალობით წყლისა და ნახშირორჟანგისგან წარმოიქმნება გლუკოზას (ან სხვა შაქრების) მოლეკულები, ჟანგბადი კი თანაპროდუქტის სახით გამოთავისუფლდება. გლუკოზას მოლეკულები ორი უმნიშვნელოვანესი რესურსით ამარაგებს ორგანიზმებს: ენერგიითა და ფიქსირებული – ანუ ორგანული – ნახშირბადით.

ქვეწარმავალი, რომელიც ბაყაყს ჭამს – მესამე რიგის კონსუმენტი;
ხოლო არწივი, რომელიც ჭამს გველს – მეოთხე რიგის კონსუმენტი. ამრიგად, ენერგია ეკოსისტემაში მიიღება მზისაგან და გადაეცემა ჯერ პროდუცენტებს, შემდეგ კი კონსუმენტებს. მცენარეებისა და ცხოველების სიკვდილის შემდეგ, პროცესში
ერთვებიან დამშლელები ანუ რედუცენტები. ისინი ენერგიას არაცოცხალი ორგანიზმებისაგან იღებენ. რედუცენტებს მიეკუთვნება ზოგიერთი ბაქტერია, სოკო, ტკიპა და ა.შ. კვებითი დამოკიდებულების თითოეულ საფეხურს ტროფული
(კვებითი) საფეხური ეწოდება. რაც უფრო მაღალია ტროფული საფეხური, მით ნაკლებია მასში ენერგია. მაგალითად, ირემი, რომელიც ძოვს ბალახს, მისგან იღებს ენერგიას და ამ ენერგიას ცხოველქმედებისათვის ( სუნთქვა, ექსკრეცია, მოძრაობა, გამრავლება) მოიხმარს. მიღებული ენერგიის უმეტესი ნაწილი იკარგება გაცემული სითბოს სახით, ორგანული მასის სახით კი გროვდება მცენარისგან მიღებული ენერგიის მხოლოდ 10%. მგელი, რომელიც ენერგიას იღებს ირმის შეჭმით, ასევე მხოლოდ 10%-ს აგროვებს. ენერგიის უმეტესი ნაწილი კი, ამ შემთხვევაშიც იკარგება. თუ ამგვარ დამოკიდებულებას გრაფიკული სახით გამოვსახავთ, მივიღებთ ეკოლოგიურ პირამიდას, რომელშიც ყოველი ზედა საფეხური უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე ქვედა. მაგალითად, ბევრი ბალახია საჭირო ერთი კურდღლის, თაგვის ან კალიის გამოსაკვებად. მათი დიდი რაოდენობაა საჭირო უფრო მცირერიცხოვანი ქვეწარმავლების გამოსაკვებად, რომლებიც, თავის მხრივ, მხოლოდ
ერთ მტაცებელ ფრინველს გამოკვებავენ.

კვებითი ჯაჭვი ორგანიზმთა ხაზოვანი მიმდევრობაა, რომელშიც საკვები ნივთიერებები და ენერგია ერთი ორგანიზმიდან მეორეს გადაეცემა, როდესაც ეს უკანასკნელი პირველს ჭამს.

ცოცხალი ორგანიზმები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან კვებითი კავშირებით. ყველაზე მარტივ კვებით დამოკიდებულებას კვებითი ჯაჭვი ეწოდება. მაგალითად, თევზი ჭამს წყალმცენარეს, ამ თევზს კი ჭამს მტაცებელი თევზი. ასეთ სწორხაზოვან დამოკიდებულებას ბუნებაში იშვიათად ვხვდებით. მცენარისმჭამელები იკვებებიან
სხვადასხვა სახის ბალახით, ბუჩქებისა და ხეების ფოთლებით. მტაცებლები იკვებებიან სხვადასხვა ბალახისმჭამელითა და ერთმანეთით. რედუცენტები იკვებებიან ყველაფრით, რაც კვდება და ბუნებაში აბრუნებენ ქიმიურ ელემენტებს. პარაზიტები მათი მასპინძელი ორგანიზმების ხარჯზე ცხოვრობენ. ამრიგად, ყველა ცოცხალი ორგანიზმი ერთმანეთზეა დამოკიდებული გაცილებით უფრო რთული კვებითი ბადით. კვებითი ბადე აუცილებელია პოპულაციათა არსებობისათვის, რათა ამ ბადის ერთი რგოლის ამოვარდნამ არ გამოიწვიოს პოპულაციის გადაშენება. მაგალითად, თუკი არ იქნება თაგვი, მელას შეუძლია შეჭამოს თხუნელა ან მემინდვრია და თუკი არ იქნება რომელიმე კონკრეტული სახეობის ბალახი, კურდღელს შეუძლია იკვებოს სხვა მცენარის ფოთლებით. ცხოველებს, რომლებიც სხვადასხვა სახის საკვებით იკვებებიან, პოლიფაგები ეწოდებათ. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს მაგალითები ყოველთვის არ გამოდგება. ზოგიერთი ორგანიზმი მონოფაგია, ანუ მხოლოდ ერთი სახის საკვებით იკვებება. მათ სხვანაირად სპეციალისტებსაც უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში ამ საკვების გაქრობას მოჰყვება მისი მომხმარებელი სახეობის გადაშენებაც. ამის მაგალითებია: პანდა, რომელიც მხოლოდ ბამბუკით იკვებება და კოალა, რომლის საკვებიც ევკალიპტია. ამ სახეო- ბების გადაშენების საფრთხე სწორედ ადამიანის მიერ მათი ჰაბიტატის (ადგილსამყოფლის) ათვისებამ გამოიწვია: შემცირდა ბამბუკის ტყეები ჩინეთში და კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა პანდის რიცხოვნობაც.

გიგანტურ პანდებს გადაშენება აღარ ემუქრებათ. პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში, ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ. გიგანტური პანდა ძირითადად ღამით აქტიურობს, რადგან დღის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს. ძილისთვის იგი კლდის მიყრუებულ ადგილს, ან ხის ფუღუროს ირჩევს. შებინდებისას იღვიძებს და გათენებამდე აქტიურია.

თითოეულ პოპულაციას აქვს მახასიათებლები, როგორებიცაა ზომა, სიმჭიდროვე და განაწილება. პოპულაციის ზომა არის მასში შემავალი ინდივიდების ერთობლიობა. დასახლების სიმჭიდროვე – ინდივიდების რაოდენობა ტერიტორიის გარკვეულ ფართობზე ან მოცულობაში (წყალში, ჰაერში). განაწილება მათ საბინადრო გარემოში ინდივიდების განსახლების მაჩვენებელია. განასხვავებენ მჭიდრო, თანაბარ და შემთხვევით განაწილებას. უმეტესად ინდივიდები მჭიდროდ არიან დასახლებული იმ ადგილებში, სადაც განსაკუთრებით ხელსაყრელი ფაქტორებია მათი არსებობისათვის. ზოგჯერ განაწილება შემთხვევითია, ზოგჯერ კი განსაზღვრულ კანონზომიერებებს ემორჩილება (მაგ., ფრინველების განაწილება ბუდობის ადგილებში).

ცოცხალი და არაცოცხალი გარემო ბუნებაში მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. მაგალითად, მცენარე ვერ აღმოცენდება, თუ მან ნიადაგიდან წყალი, და მზისაგან საკმარისი სინათლე ვერ მიიღო. ცხოველსაც სჭირდება სასმელი წყალი, ჟანგბადი, თავშესაფარი (გამოქვაბული ან სორო), სათანადო ტემპერატურა.

ნაწყვეტი “ეკოლოგიის ძირითადი ცნებებიდან”

Leave a Comment