ბრუნოს მოწამეობრივი აღსასრულიდან 10 წლის შემდეგ გალილეომ პირველად გაიხედა ტელესკოპიდან და აღმოაჩინა, რომ ბრუნო მართალი იყო, „ირმის ნახტომი“ შედგებოდა უთვალავი ვარსკვლავისაგან, რომელიც შეუარაღებელი თვალით არ ჩანდა და ცაში მდებარე ზოგიერთი მნათობი სხვა პლანეტას წარმოადგენდა. გალილეო გალილე იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც ტელეკოპიდან დაინახა იუპიტერის ოთხი მთავარი თანამგზავრი: იო, ევროპა, განიმედე და კალისტო.
მეცნიერი თვლიდა, რომ „ბუნების წიგნი“ „მათამატიკურ ენაზე“ იყო დაწერილი და ვინც ამ ენას ისწავლიდა, მხოლოდ ის შეძლებდა „სამყაროს ჩანაწერების“ წაკითხავს.
გალილიემ ფინანსური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო, თუმცა იგი სახლში დამოუკიდებლად აგრძელებდა მათემატიკისა და ფიზიკის შესწავლას. 1586 წელს მან თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი _ „მცირე ჰიდროსტატიკური ბალანსი“ დაწერა, რომელმაც მას გარკვეული წარმატება და პოპულარობა მოუტანა, რის შედეგადაც რამდენიმე ცნობილ მეცნიერთან შეხვედრის საშუალება მიეცა.
გალილეომ ასევე იკვლევდა გრავიტაციას და თავისუფალ ვარდნას, ფარდობითობის პრინციპს, ინერციას, ჭურვის მოძრაობას და ამასთან, გამოყენებით მეცნიერებასა და ტექნოლოგიაშიც მუშაობდა, სადაც ქანქარების და “ჰიდროსტატიკური ნაშთების” თვისებებს აღწერდა.
გალილეომ თერმოსკოპისა და სხვადასხვა სამხედრო კომპასები გამოიგონა.
მიუხედავად იმისა, რომ დიპლომი არ ჰქონდა, 1589 წელს იგი პიზის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია _ იქ, სადაც გალილეომ სასწავლებლის დამთავრება ვერ მოახერხა, ოცდახუთი წლის ასაკშია სტუდენტებს მათემატიკასა და ასტრონომიას ასწავლიდა, განუმარტვდა მათ არისტოტელეს, ევკლიდესა და პტოლომეოსის ნაშრომებს.
1608 წელს გალილეომ პირველი პრაქტიკული ტელესკოპის აღწერილობებზე დაყრდნობით, რომლის დაპატენტებაც ჰანს ლიპერშიმ სცადა ნიდერლანდებში, პირველი ტელესკოპი შექმნა. მოგვიანებით მან შექმნა გაუმჯობესებული ვერსიები დაახლოებით 30x-მდე გადიდებით.
1609 წლის 25 აგვისტოს მან შექმნა თავისი ერთ-ერთი ადრეული ტელესკოპი, დაახლოებით 8 ან 9 გადიდებით და ამასთან, 1610 წლის მარტში თავისი ასტრონომიული დაკვირვებები გამოაქვეყნა მოკლე ტრაქტატში სახელწოდებით, _ Starry Messenger
1609 წლის 30 ნოემბერს გალილეომ თავისი ტელესკოპი მთვარეს დაუმიზნა. აღმოაჩინა იუპიტერის ოთხი მთავარი თანამგზავრი, რომელთაც მედიჩების მთვარეები უწოდა (ეს აღმოჩენა აღწერილია მის შრომაში Sidereus nuncius, 1610 წ.); გარდა ამისა, გალილეიმ აღმოაჩინა ვენერას ფაზები, სატურნის რგოლები, ირმის ნახტომის ვარსკვლავური სტრუქტურა, მზის ლაქები, რომელთა მეშვეობით მეცნიერმა უარყო არისტოტელეს დოქტრინა ციურ სხეულთა სრულყოფილების შესახებ.
გალილეო-ფიზიკოსი მექანიკის მნიშვნელოვანი კანონების ავტორია: ესაა ინერციის პრინციპი, სხეულთა თავისუფალი ვარდნის კანონი, ქანქარას რხევის იზოქრონიზმისა და სხვა კანონები.გალილეი თვლიდა, რომ მეცნიერება ერთადერთ საშუალებას – ექსპერიმენტს ფლობს, რომელშიც ინდუქციას მათემატიკური გაანგარიშება ავსებს: დაკვირვება, განმარტების ძიება, გამოთვლა, შემოწმება კი, ამ მეთოდის ეტაპებია.
1610 წელს, როდესაც გალილეომ გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი Sidereus Nuncius (ვარსკვლავური მაცნე), სადაც აღწერილი იყო გასაოცარი დაკვირვებები, რომლებიც მან თავისი ახალი ტელესკოპით შეძლო.
კათოლიკურმა ეკლესიამ 1633 წელის 22 ივნისს გალილეო დამნაშავედ ცნო, მას ჯერ ფორმალური პატიმრობა, შემდეგ კი შინაპატიმრობა მიესაჯა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არ მოხსნია. აიკრძალა მისი ნაშრომების გამოქვეყნება.
მეცნიერი სულით არ დაცემულა, თუმცა ცხოვრების ბოლო წლები უმძიმეს პირობებში გაატარა.
მხოლოდ 337 წლის შემდეგ, კათოლიკურმა ეკლესიამ ოფიციალურად აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და გალილეოს ყველა ნაშრომი გამოქვეყნდა.
კონფლიქტი კათოლიკურ ეკლესიასთან არის როგორც მნიშვნელოვანი ადრეული მაგალითი ავტორიტეტთან კონფლიქტისა და აზროვნების თავისუფლებისა, განსაკუთრებით მეცნიერების დარგში, დასავლურ საზოგადოებაში.
გამოყენებული ლიტერატურა:
ასტრონომიის ცენზურა იტალიაში
მექანიკის ისტორია
გალილეო და მეცნიერული შემოქმედების პროცესი
Starry Messenger