ადამიანის გავლენა ცხოველთა სამყაროზე

ცხოველების სიცოცხლეზე, მათ გამრავლებაზე თუ  განადგურებაზე სხვა ფაქტორებთან ერთად ადამიანის სამეურნეო საქმნიანობაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.  

ადამიანის მიერ უარყოფითი ზეგავლენა  ცხოველებზე სხვადასხვა გზით  ხორციელდება, მათ შორის:  პირდაპირი და უშუალო ზემოქმდებით- პოპულაციის სტრუქტურის დარღვევით, რომლის შედეგადაც შესაძლოა მძიმე შეგეგი მივიღოთ, ეს შესაძლოა იყოს განადგურება  ან განსახლება, _საციცოხლო პირობების შეცვლით. ხშირად კი, მრავალი ცხოველი ორივე ფაქტორის ერთდროულ ზემოქმდებას განიცდის.

 პირდაპირ ზეწოლას  განიცდიან  ცხოველები, რომლებსაც ანადგურებენ ბეწვის, ხორცის, ცხიმის და სხვა მიზნებისთვის. დღეს ამის გამო ცხველთა ზოგიერთ სახეობას გადაშენება ემუქრება. პირდაპირ ზემოქმედებად შეიძლება ჩაითვალოს ასევე  ცხოველთა აკლიმატიზაცია, რომელსაც ისინი  უცხო მხარეში განიცდიან.  

ცხოველთა სახეობათა გადაშენება თითქოს ევოლუციის კანონზომიერი პროცესია და შესაძლოა,  ეს  ადამიანის  ჩაურევლადაც მოხდეს, თუმცა ბოლო კვლევების მონაცემებით,  მრავალი სახეობის გადაშენება დაკავშირებულია  სწორედ ადამიანის საქმიანობასთან _ ნადირობა, საბინადრო გარემოს განადგურება, სახეობათა უჩვეული გარემოში მოხვედრა და სხვა.

ცხოველთა სახეობათა  განადგურების  4 ძირითად მიზეზს გამოყოფენ:

ჰაბიტატის განადგურება- რა გამოწვეულია ტყის გაჩეხვით,  წყალსაცავებისა და ჭაობების ამოშრობით, ყამირი მიწების ათვისებით ან ბუნებრივი კატასტროფებით.

ინტროდუცირებული- სახეობების გავლენა ადგილობრივ სახეობებზე. ინტროდუცირებული სახეობა კონკურენციას უწევს ადგილობრივ სახეობებს, ანადგურებს მათ, ან აძევებს ჰაბიტატიდან.

გადაშენების ჯაჭვი- ზოგჯერ ერთი სახეობების გადაშენება იწვევს მეორე სახეობის გადაშენებასაც. ზოლიანი აფთრის გადაშენება გამოიწვია მისი საკვების-ჯეირანის გაქრობამ.

გადაშენებულ  ცხოველთა სახეობათა აღდგენა შეუძლებელია, ისინი სამუდამოდ დაკარგულია ბიოსფეროსა და კაცობრიობისათვის, ამიტომ ადამიანმა უნდა გაანალიზოს მიზეზები,  თუ რატომ ხდება ასე და სამომავლოდ იფიქროს პრობლემის აღმოსაფხვრელად. ცხობველთა გადაშენების პროცესი, ადამიანის ხელის ჩაურევლადაც ხდებოდა,  მაგრამ  დღს ეს უფრო აჩქარებული ტემპით ხდება, რის შედეგადაც  ცხოველთა იშვიათი ჯიშები გადაშენების პირასაა.

ცხოველთა გადაშენება განსაკუთრებით დაჩქარდა  ტექნიკური რევოლუციის დროს, ბუნებრუვი რესურსების მტაცებლური ექსპლუატაციის პირობებში, რამაც სავალალო სედეგები გამოიწვია _ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ცხოველთა გადაშენებამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია.

დღეს აღარავინ დავობს, რომ  ცხოველთა გადაშენება  ჩვენი პირდაპირი თუ  არაპიდაპირი საქმიანობის შედეგია.

ოკეანის კუნძულებზე ფრინველთა გადაშენების ძირითადი მიზეზი ლანდშაფტების ძირეული შეცვლაა, რომელიც  ასევე ადამიანის ქმედებებმა  გამოიწვია.

ძვირფასბეწვიან ცხოველებზე, მათ შორის    სიასამურზე ნადირობით  მათი განდაშენების საშიშროება  საგრძნობლად გაიზარდა. სამხრეთის სტეპებსა და ნახევრადუდაბნოებში ინტენსიურად, უმოწყალოდ ანადგურებდნენ მსხვილ ძუძუმწოვრებს. უზომო და ბარბაროსულმა ნადირობამ, დედამიწაზე არსებული ცხოველების რიცხვი მკვეთრად შემაცირა.

წყნარი ოკეანის კუნძულებზე იაპონელები ექსპედიციიის დროს ფრნველების ბუმბულებს აგროვებდნენ. მათ  დაახლოებით 5000 ათასი ფრინელი  გაანადგურეს,  მათ შორის თეთრი ალბატროსი,  ძვირფასი ბუმბულის გამო ისინი ასევე  აქტიურად ნადირობენ ასევე თეთრ ყანჩაზე.

ავტრალიის კონტინენტის ენდემური ძუძუმწოვრებსაც განადგურების საფრთხე ემუქრებათ.  ადამიანებს  უხსოვარი დროიდან აინტერესებდათ ამ ცხოველის ტყავი და ბეწვი, ამავე მიზეზით ანადგურებენ ჩანთოსან დათვს ანუ კოალას. ევროპელების მისვლამდე კოალა თავის ბუნებრივ ადგილსამყოფელში მილიონობით იყო, ახლა კი რამოდენიმე ათასი შემორჩა.

ადამიანის ხელი ყველა კონტინეტის ცხოველს შეეხო. აფრიკაში, სამ რეგიონში დიდი ხანია სპილოები გაქრა, შემცირდა ლომების რაოდენობა, ასევე  აფრიკული ძროხისებრი ანტილოპა, გადაშენდა  ზებრის ზოგიერთი სახეობა. ევროპული ბაზარს დასაკმაყოფილებლად იხოცებოდა 60-70 ათასი სპილო.  დღემდე ყველგან მცირდება ჟირაფებისა და მარტორქების რაოდენობა.

მადაგასკარზე შემცირდა ლემურების რაოდენობა,  გადაშენების პირასაა, ასევე  რუხი, სადა კუზიანი, პოლარული, იაპონური ვეშაპები.

თოვლის ლეოპარდი. გენეტიკური ანალიზის მიხედვით,  უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ვეფხვთან, ველურ ბუნებაში, ალბათ 6500-ზე ნაკლები დარჩა. ამ სახეობისთვის ბრაკონიერობა კვლავ მთავარ საფრთხეს  წარმოადგენს.
ზღვის წავი.
მდიდრულმა წყალგაუმტარმა „ქურთუკმა“, რომელიც ზღვის წავიებს აქვთ, გამოიწვია მისი გადაშენება. 1911 წლისთვის დაახლოებით 300 000 წავი განადურდა  და დარჩა მხოლოდ 2000 დარჩა. ამავე წელს კომერციული ნადირობის საერთაშორისო აკრძალვა ამოქმედდა.
ლურჯი ვეშაპი _პლანეტაზე ყველაზე დიდი ცხოველი. არსებობს მათი რამდენიმე ქვესახეობა, გვხვდება მსოფლიოს ყველა ოკეანეში, გარდა არქტიკისა. ვარაუდობენ, რომ ვეშაპების რაოდენობა 90%-მდე შემცირდა,  მე-20 საუკუნეში ვეშაპების ნადირობის შედეგად. ამ სახეობებზე კომერციული ნადირობა საბოლოოდ 1966 წელს აიკრძალა.
მსოფლიოში შემორჩა სულ რაღაც 30-მდე ვაკიტა, რომლებიც ერთ კონკრეტულ ადგილას ბინადრობენ. ისინი ხშირად ხვდებიან თევზსაჭერ ბადეებში.მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის ქლორილებული პესტიციდები და სარწყავი მილები.
თოვლის ჯიქი. ველურ ბუნებაში თოვლის ჯიქის დაახლოებით ოთხიდან შვიდი ათასამდე ინდივიდი ცხოვრობს. თოვლის ჯიქის პირველი მტერები მწყემსები არიან, რომლებიც ხშირად ხოცავენ მტაცებელს, რათა თავიანთი საქონელი დაიცვან. თოვლის ჯიქი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შორის მეხუთე ადგილს იკავებს.
იავური მარტორქა. მსოფლიოში დაახლოებით 50-70 იავური მარტორქა შემორჩა და ყველა მათგანი დაცულ ტერიტორიაზე, ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობს. ერთადერთი ადგილი, სადაც იავური მარტორქა შეგხვდებათ, უჯუნგ-კულონის ეროვნული პარკია (ინდონეზია, იავას კუნძული).
ნიამორი -შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარი საქართველოში გავრცელებულია თუშეთში, ხევსურეთში.ბინადრობს ძნელად მისაგნობ, კლდიან ფერდობებზე.მასობრივი განადგურების გამო ის გადაშენების პირასაა.

ამჟამად მთელ მსოფლიოში საფრთხეშია ცხოველთა დაახლოებით 1000 და მცენარეთა 20000 სახეობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

საფრთხეში მყოფი სახეობები;

წითელი წიგნი: გადაშენების პირას მყოფი ცხოველები;

მწვანე პოლიტიკა და გარემოს დაცვა;

ეკოლოგიის ძირითადი ცნებები

Leave a Comment