🌻 2021 წლის 12 ივნისს Google-მა აღნიშნა ქალის დაბადების დღე GoogleDoodle-ით. ანიმაციური Doodle აჩვენებდა, რომ ქალი სკამზე ჯდომისას თავის ტელესკოპში იყურებოდა. მასზე ასევე ჩანდა კატა, რომელიც მის გვერდით იჯდა და ანიმაციური ასტეროიდი ტრიალებდა იქვე. ციური სხეული წარმოადგენდა ასტეროიდ 8558 Hack-ს.
🌻 ეს ქალი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიელი პიროვნება, რომელსაც აკადემიურ წრეებში მოიხსენიებენ როგორც “ვარსკვლავების ქალბატონს”.
🌻 1945 წელს ჰეკმა დაამთავრა ფლორენციის უნივერსიტეტი ფიზიკის მიმართულებით. მისი საბოლოო ქულა 110/110 იყო; მისი დისერტაცია ასტროფიზიკაში ეხებოდა “ცეფეიდების ცვლადებს”.
🌻 ის იყო ტრიესტის უნივერსიტეტის ასტრონომიის სრული პროფესორი 1964 წლიდან 1992 წლამდე. ჰეკი პირველი იტალიელი ქალია, რომელიც მართავდა ტრიესტის ასტრონომიულ ობსერვატორიას 1964 წლიდან 1987 წლამდე.
🌻ეს ქალბატონი აღიარებული იყო თავისი უნარით, აღეწერა რთული სამეცნიერო კონცეფციები ფართო საზოგადოებისთვის მარტივად. სიცოცხლის განმავლობაში მან “გამოაქვეყნა ათობით აკადემიური ნაშრომი, გამოსცა რამოდენიმე ასტრონომიის წიგნი და დააარსა ორი ასტრონომიული ჟურნალი.
🌻 1995 წელს მან აღმოაჩინა ასტეროიდი 8558 Hack, რომელიც მის პატივსაცემად დაარქვეს.
🌻 თანამგზავრების, ასტეროიდების და ვარსკვლავური ატმოსფეროს ევოლუციისადმი ინტერესის გარდა, ჰეკი იყო სამოქალაქო აქტივიტის, ადამიანთა და ცხოველების უფლებების ღია დამცველი. 2005 და 2006 წლებში ღიად დაუჭირა მხარი კომუნისტურ პარტიას დაუჭირა. იგი წინააღმდეგი იყო იტალიაში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის, თუმცა ბირთვულ კვლევებს მხარს უჭერდა.
🌻 ახალგაზრდობაში თამაშობდა კალათბურთს და მონაწილეობდა სხვადასხვა ჩემპიონატებში.
🌻 2022 წლის ივნისში, მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დაიდგა მისი ქანდაკება.
🌻 ჰეკი გარდაიცვალა 2013 წლის 29 ივნისს დილის 4:30 საათზე ტრიესტის კატინარას საავადმყოფოში. იგი საავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა გულის პრობლემების გამო.
წყარო:
ქალები მეცნიერებაში;
ცეფეიდის ცვლადები;
კოსმოლოგიური ასტროფიზიკა