1960-იან წლებში წვიმის სუნს ორმა ავსტრიელმა მეცნიერმა “პეტრიკორი” უწოდა.
რა განაპირობებს წვიმის სუნს?
წვიმის სურნელი ქიმიური ელემენტების ნაკრებია, რომელიც ნიადაგზე არსებული ბაქტერიების, მშრალ პერიოდში მცენარეების მიერ გამოყოფილი ზეთებისა და ოზონისგან იქმნება.
პირველ რიგში, მოდით განვიხილოთ ბაქტერიები. ეს ნიადაგში მცხოვრები ბაქტერიების განსაკუთრებული კლასია, რომელსაც ეწოდება აქტინომიცეტები და წარმოქმნიან ნაერთს – გეოსმინს.
გეოსმინი ორგანული ნივთიერებაა და როდესაც წვიმა ეცემა ამ ნივთიერებას, ჩვენ ვგრძნობთ წვიმის სუნს. გეოსმინს კი, წარმოქმნიან მიკრობები, მათ შორის სტრეპტომიცეტების გვარის ბაქტერიები. სტრეპტომიცეტები გეოსმინს სიკვდილის დროს გამოყოფენ; მისი სუნი კი ძალიან სასიამოვნოა.
ავსტრალიაში მოღვაწე მეცნიერმა დიანა იანგმა ადგილობრივ მოსახლეობაზე დაკვირვებით დაასკვნა, რომ მათთვის წვიმა ასოცირდებოდა მწვანე ფერთან, ნაყოფიერებასთან, ახალ საკვებთან. ევოლუციის მანძილზე ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო წვიმა. ადამიანებს გადარჩენისთვის სჭირდებოდათ საკვები: მცენარეები და ცხოველები.ეს ყველაფერი კი ნაყოფიერი ხდებოდა წვიმის მოსვლის შემდეგ.
თუმცა წვიმის წინ სუნს სხვა მიზეზი აქვს. კერძოდ, ჭექა-ქუხილის წინ სუნი ატმოსფეროში არსებული ელექტრული მუხტის შედეგია. ეს იწვევს ატმოსფეროში ჟანგბადის ზოგიერთი მოლეკულის გახლეჩვას ჟანგბადის ცალკეულ ატომებად, რომლებიც შემდეგ შეიძლება გაერთიანდეს ატმოსფეროში ჟანგბადის სხვა მოლეკულებთან და შექმნან ოზონი, O3. ოზონს აქვს მკვეთრი სუნი, ზოგიერთის მიერ ქლორის ან დამწვარი მავთულის სუნი. ის არამდგრადია ქვედა ატმოსფეროში და ჩვეულებრივ გვხვდება მხოლოდ მაღლა ფენებში – თუმცა ქარიშხლის შედეგად წარმოქმნილმა ქარის ნაკადმა შეიძლება “ჩამოაგდოს” იგი უფრო მაღალი ატმოსფეროდან-ქვემოთ ფენებში.
უამრავი ადამიანი ტკბება წვიმის ხმით, ბევრს რომანტიკულად და დამამშვიდებლად მიაჩნია, ზოგს კი უბრალოდ წვიმის სასიამოვნო სურნელი მოსოწნს. წვიმაში სიარული სამკურნალო საშუალებათაც შეიძლება იქცეს. რადგან ის ამშვიდებს გონებას, ათავისუფლებს ჩახშობილ აზრებსა და ემოციებს.
წვიმიანი დღეებში სეირნობა არა მარტო სტრესს ამცირებს, არამედ ის ჯანმრთელობისთვისაც კარგია.
წვიმის სურნელის 7 სარგებელი:
🌧წვიმის სუნი აცოცხლებს დაღლილ გონებას;
🌧წვიმის ტუტე გარემო ატენიანებს კანსა და თმას;
🌧იაპონელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ცივ, წვიმიან ამინდში განხორციელებული ფიზიკური აქტივობა უფრო მეტ კალორიას და ცხიმს წვავს, ვიდრე მზიან ამინდში.
🌧წვიმის დროს წვეთები შთანთქავს მტვერს და მიკრობებს, ამიტომ ჰაერი გაწმენდილი და სუფთა ხდება;
🌧წვიმაში სეირნობა ადამიანს უბიძგებს ამბოხისკენ, ამიტომ თუ წესების დარღვევა მოგვინდება, წვიმაში სეირნობას უნდა მივეჩვიოთ.
🌧წვიმაში გასეირნება ადამიანებს პრობლემების სხვა პერსპექტივიდან დანახვაში ეხმარება.
რაც უფრო ნაკლები ადამიანი გამოდის წვიმაში, მით უფრო შეგვიძლია სივრცის უკეთ განცდა, ასე რომ ჩვენი აზრები, ემოციები თავისუფლად ტრიალებენ ატმოსფეროში და ველურდებიან.
წყარო:
The Chemical Compounds Behind The Smell Of Rain
https://www.smithsonianmag.com/science-nature/what-makes-rain-smellso-good-13806085/