რა გავლენა აქვს რაკეტების ხშირ გაშვებას კლიმატზე?

მილიარდელების კოსმოსურმა რბოლამ, გარკვეული როლი ითამაშა ოზონის შრის დაზიანებაზე და კლიმატურ ცვლილებებზე.

🚀 ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში რაკეტების გაშვების რაოდენობის ზრდამ დააზიანა დედამიწის კლიმატი და პლანეტის დამცავი ოზონის შრე.
კვლევა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ აშშ-ს ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის (NOAA) მკვლევარები, ფოკუსირებული იყო წიაღისეულ საწვავზე მომუშავე აპარატებზე, რომელთა ემისიაც, გამოთვლებით, ამჟამად სხვა დამაბინძურებელი წყაროებისას ჩამოუვარდება. მაგალითად, ყოველწლიურად საავიაციო ინდუსტრია 100-ჯერ მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე რაკეტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად ამისა, მალე ეს თანაფარდობა შეიცვლება, რადგან კოსმოსური ინდუსტრია განვითარებას სწრაფი ტემპით განაგრძობს.
მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებდა, რომ რაკეტების გაშვება გარემოზე ზემოქმედებას არ ახდენდა. რომ კოსმოსური მისიების მიერ წარმოქმნილი დაბინძურება, უმნიშვნელოა დაბინძურების სხვა წყაროებთან შედარებით. მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ საავიაციო ინდუსტრია წვავს დაახლოებით 100-ჯერ მეტ საწვავს, ვიდრე ყველა რაკეტა ერთად.

🚀 თუმცა ვარაუდობენ რაკეტების გაშვებები ათჯერ გათმაგდება. ამჟამად რაკეტები წელიწადში დაახლოებით 1000 ტონა ჭვარტლს გამოჰყოფენ,რომელიც დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში გროვდება წლების განმავლობაში და შთანთქავს სითბოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ატმოსფერული ფენების დათბობა.

🚀 კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველწლიურად სტრატოსფეროში ტემპერატურა 0,5-დან 2 გრადუს ცელსიუსამდე იმატებს. (სტრატოსფერო -დედამიწის ატმოსფეროს ფენა, რომელიც განლაგებულია ტროპოსფეროსა და მეზოსფეროს შორის. სტრატოსფეროს ჰაერის შედგენილობა ტროპოსფეროს შედგენილობის მსგავსია, მაგრამ მასში ნაკლებია წყლის ორთქლი და მეტია ოზონი). სავარაუდო დათბობა შეანელებს სუბტროპიკულ რეაქტიულ ნაკადებს, ძლიერი ქარის ზოლებს, რომლებიც პლანეტაზე ტრიალებენ სტრატოსფეროს ქვედა კიდეზე, და გავლენას ახდენენ აფრიკის და ინდოეთის ზაფხულის მუსონებზე.

🚀 სტრატოსფეროში უფრო თბილი ტემპერატურა ასევე ანადგურებს ოზონის დამცავ შრეს, რომელიც ბლოკავს, მზისგან მომდინარე, ჩვენთვის საფრთხის შემცველ ულტრაიისფერ გამოსხივებას.
ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ეკვატორიდან სულ მცირე 30 გრადუსით ჩრდილოეთით მდებარე არეალებში.

🚀 მყარი სარაკეტო ძრავები, როგორიცაა NASA-ს კოსმოსური შატლი, აზიანებს ოზონს, რადგან მათი გამონაბოლქვი შეიცავს ქლორს, “ოზონის მკვლელს.”

🚀 მიუხედავად იმისა, რომ წიაღისეული საწვავზე მომუშავე რაკეტები დღესაც ყველაზე გავრცელებულია, ახალი ტექნოლოგიები უკვე გამოიყენება ან მუშავდება, რომლებსაც გარემოზე ნაკლები ზემოქმედება აქვთ. მაგალითად, თხევადი ჟანგბადისა და თხევადი წყალბადის კომბინაცია, რომელიც გამოიყენება Blue Origin-ის New Shepard-ის სუბორბიტალურ რაკეტაში, რომელიც გამოყოფს მხოლოდ წყლის ორთქლს. ასევე, თხევადი ჟანგბადისა და მეთანის კომბინაცია, თუ ეფექტურად იწვება, ძალიან მცირე დაბინძურებას წარმოშობს.

წყარო:

https://agupubs.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1029/2021JD036373

https://byjus.com/chemistry/stratosphere/

Leave a Comment