“ყველა ხეს გამოიყენებ და ტყეს მოკლავ, შემდეგ იქაურობას მოშორდები და ტყეს სიცოცხლე უბრუნდება. ხეებს 10 წელი მოშორდები და შემდეგ ისევ შეძლებ მათ დამუშავებას. ქვანახშირზეც იგივე შემიძლია ვთქვა”.
ტყე ბუნების მნიშვნელოვანი რესურსია, იგი შეუფასებელია. ტყის საფარი დედამიწაზე არსებული ხმელეთის მესამედს შეადგენს. დედამიწისთვის ტყე ყველაზე უფრო ორგანული ადგილია, რომელშიც უამრავი ცოცხალი არსება ბინადრობს. ტყე დიდ გავლენას ახდენს ლანდშაფტებზე და მთლიანად ბიოსფეროზე. ასევე აბალანსებს ჟანგბადსა და ნახშირბადს დედამიწაზე. ტყე უდიდესი დამგროვებელია მზის ენერგიისა და ბიოლოგიური მასის. ტყე ეროზიისგან იცავს ნიადაგს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, ასუფთავებს ჰაერს.
ტყეს “მწვანე ოქროს” უწოდებენ, რადგან იგი წარმოადგენს სათბობის, საკვების,ქიმიური მრეწველობის ნედლეულს. მერქნისგან 15-20 ათასზე მეტი სხვადასხვა სახის პროდუქტი მზადდება. მერქანმა ქიმიურ მრეწველობაში დიდი გამოყენება ჰპოვა. მისგან ქაღალდს ამზადებენ, პიროქსილინს, ნიტროლაკს, უკვამლო დენთს, ძმრის მჟავას და სხვა აუცილებელ პროდუქტს. ქვანახშირისა და საკვები რესურსების შემდეგ მერქანი მესამე ადგილს იკავებს მსოფლიოში. დედამიწაზე სწორედ ტყეა ატმოსფერული ჟანგბადის ფაბრიკა, სადაც 1ჰა ტყე წელიწადში დაახლოებით 15 ტონა ჟანგბადს იძლევა. მსოფლიოს ტყეები ერთად აღებული კი 90 მლრდ. ტონა ჟანგბადს.
ერთი ხე დღის განმავლობაში იმდენ ჟანგბადს აწარმოებს, რამდენიც დღიურად მინიმუმ ორი, მაქსიმუმ კი ათი ადამიანისთვისაა საჭირო. ტყე ნიადაგს იცავს ქარისმიერი ეროზიისგან, ნიადაგში ინახავს ტენს და ხელს უწყობს წყლების წარმოქმნას. “ტყე ისევე როგორც ტბა, ზღვა და მდინარე-დედამიწის დიდებული სადღესასწაულო მორთულობა”.
ტყეები 80 მლრდ. ტ. ორგანულ მასას ქმნიან, შთანთქავენ 30-50 მლრდ. ტ ნახშიროჟანგს და ჟანგბადით ამდიდრებენ ჰაერს.
ტყეებს ასევე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ადამიანის საქმიანობა, მათ შორის ტყის რესურსების არარაციონალური გამოყენება, უარყოფითად მოქმედებს ტყის ეკოსისტემაზე.
ტყის ბუნებისდაცვით და ნიადაგდამცავ როლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ტყეში თოვლის დნობა ხანგრძლივდება 2-3 კვირით, ამის გამო ნიადაგი უფრო კარგად ითვისებს ტენს. შესაბამისად ნადნობი წყელბი არ იკარგება ნაკადულებად, არ რეცხავს ნიადაგის ზედაპირს, არამედ ჩაედინება გრუნტში. ეს მოვლენა ამცირებს უზრუნველყოფს მდინარეთა წყლის დონის მუდმივობის შენარჩუნებას გრუნტის წყლის ხარჯზე და ამცირებს წყალდიდობებს. ტყე წყალს ინახავს და მთელი წლის განმავლობაში უხვად აწვდის მდირეებსა და ნიადაგს. ამიტომ ტყის გაჩეხვა ახშირებს წყალდიდობებს და მეწყერს.
ტყე აკავებს ზვავების განვითარებსაც. ამცირებს ქარის სიძლიერეს, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის გადარეცხვის საშიშროებას.
ტყე არბილებს კლიმატს, განაპირობებს ღრუბლიანობას და ნალექების უფრო მეტ რაოდეონობას. ტყე ასევე ტემპერატურის მერყეობასაც ამცირებს და არეგულირებს ჰაერის ფენის კლიმატს. ამცირებს მშრალი, ცივი ქარების მოქმედებას.
დედამიწაზე პირველი ცნობილი ტყეები წარმოიშვა გვიანდელ დევონში (დაახლოებით 380 მილიონი წლის წინ), არქეოპტერის ევოლუციით, რომელიც იყო ხის მსგავსი მცენარე და გვიმრის წააგავდა. იზრდებოდა 10 მეტრამდე (33 ფუტი). სიმაღლეში. ეს მცენარე სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში.
ჩამოყალიბებული ტყე რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული ვერტიკალური იარუსისგან შედეგება:
“ტყის საფენი: ტყის საფენი შედგება ლპობადი ფოთლებისგან, ყლორტებისგან, წაქცეული ხეებისგან, ცხოველთა ექსკრემენტებისგან, ხავსებისა და სხვა ნარჩენებისგან. ტყის საფენი არის ადგილი, სადაც მიმდინარეობს ორგანული ნარჩენების გადამუშავება. სოკოები, მწერები, ბაქტერიები და ჭიაყელები, მრავალ სხვა ორგანიზმებთან ერთად, შლიან ნარჩენებს და ამზადებენ მათ ტყის სისტემების მიერ ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავებისთვის.
ბალახოვანი იარუსი: ტყის ბალახოვან იარუსში დომინირებენ ბალახოვანი (ანუ რბილღეროიანი) მცენარეები – როგორიცაა ბალახები, გვიმრები, ველური ყვავილები და სხვა დაბალი მცენარეები. ბალახოვანი იარუსის მცენარეებს ხშირ შემთხვევაში მიეწოდებათ შეზღუდული რაოდენობის სინათლე. ამიტომაც სქელ ჩარდახიან ტყეებში ბალახოვან იარუსში ჩრდილის მიმართ ტოლერანტული მცენარეები ჭარბობენ.
ბუჩქოვანი იარუსი: ბუჩქოვანი იარუსი ხასიათდება მერქნიანი მცენარეულობით, რომლებიც იზრდებიან მიწის ზედაპირიდან შედარებით დაბალ სიმაღლეზე.
ბუჩქები და ხვიარა მცენარეები გვხვდებიან ისეთ ადგილებში, სადაც ხეთა ჩარდახებიდან საკმარისი რაოდენობის სინათლე აღწევს მიწის ზედაპირამდე.
ტყის ქვედა იარუსი: ეს იარუსი შედგება ახალგაზრდა და დაბალი ხეებისგან, რომელთა სიმაღლე ტყის ძირითად ჩარდახში შემავალი ხეების სიმაღლეზე ნაკლებია. ქვედა იარუსის ხეები მრავალი ცხოველის თავშესაფარია. როდესაც ტყის ჩარდახში სიცარიელე ჩნდება, მათი შევსება ხშირ შემთხვევებში ხდება ქვედა იარუსის ხეებით.
ტყის ჩარდახი: ტყის ჩარდახი არის იარუსი, სადაც ხეების გვარჯები ერთიანდებიან და ქმნიან ერთიან სქელ შრეს.
ძალიან მაღალი ხეების იარუსი: ამ იარუსის ხეების გავრჯები სიმაღლეში აღემატებიან ტყის ჩარდახს.”
ასევე მნიშვნელოვანია ტყის გავლენა სამკურნალო წყლებზე.
სამწუხაროდ, დედამიწაზე გახშირებულია ტყის ხანძრები, რომელიც აუნაზღაურებელ ზარალს აყენებს დედამიწის კლიმატს. ნადგურდება ტყის ცხოველები, მცენარეები, ხეები. სამწუხაროდ, ტყის აღდგენის შემდეგ ტყე იცვლის სახეს და იგი ნაკლებად ძვირფასი ხდება. დედამიწაზე ყოველწლიურად საკმაოდ ბევრი ტყე იწვის. ხანძერების 97 % ადამიანთა მიზეზით ხდება. ტყის ხანძრების ზრდა ძირითადად გამოწვეულია ტურიზმის განვითარებით(ტყეში პიკნიკებზე ანთებენ ცეცხლს).
წყარო:
http://edugreen.teri.res.in/explore/forestry/what.htm
https://www2.illinois.gov/dnr/education/Documents/FOREST_WATCH_FINAL.pdf