ბუნებრივი კატასტროფები

ჩვენს პლანეტას უფრო და უფრო დიდ საშიშროებას უქმნის ბუნებრივი და გეოტექტონიკური კატასტროფები. ეს შეიძლება ბევრი რამით იყოს გამოწვეული. დედამიწაზე სწრაფად იზრდება მოსახლეობა, ხდება მისი კონცენტრაცია დიდ ქალაქებში, შენდება ატომური სადგურები, მილსადენები, დიდი კაშხლები, ვითარდება ქიმიური მრეწველობა, რაც სულ უფრო ზრდის შესაძლო კატასტროფებთან დაკავშირებულ რისკს.

ბუნებრივი მოვლენა ზოგჯერ კატასტროფული ხასიათის პროცესად იქცევა. მაგალითად, დიდი რაოდენობით ნალექმა შესაძლებელია წყალდიდობა გამოიწვიოს, უეცარმა დათბობამ ზვავების გააქტიურება, წნევის რყევამ-დამანგრეველი სიძლიერის ქარი და ა.შ. ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა და პროცესი გეოგრაფიულ სივრცეში ვითარდება, ამიტომ კატასტროფული ხასიათის ბუნებრივი მოვლენების გეოგრაფიული თავისებურებების შესწავლასა და პროგნოზირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

კავკასია აქტიურ სეიმურ ზონაში მდებარეობს. არაბეთისა და ევრაზიის ტექტონიკური ფილების შეჯახების ზოლში. ამიტომ აქ მუდმივად იქნება მიწისძვრები. ისტორიული წყაროებიდან ვიცით, რომ ამ რეგიონში დამანგრეველი მიწისძვრებიც ყოფილა, ამიტომ დიდი კაშხლების აშენება აუნაზრაურებელ ზიანს მიაყენებს მთელ რეგიონს.

ორმოცდაათიანი წლების მიწურულს იტალიაში ერთ-ერთ მდინარეზე ააგეს კაშხალი, რომლის აღმა გაჩნდა წყალსაცავი. სამ წელიწადში წყალსაცავის ტერიტორიაზე განვითარდა დიდი მეწყერი, რომლის წყალობითაც წყალსაცავში ჩაეშვა 250 მილიონი კუბური მეტრი მონგრეული მასალა. შედეგად გაჩნდა დიდი ტალღები , რომელთა სიმაღლემ 100 მეტრით გადააჭარბა კაშხლის სიმაღლეს. კაშხლიდან გადმოღვრილი წყალი დიდი დამანგრეველი ძალით დაეშვა ხეობაში და დაიღუპა 300 მდე ადამიანი. ამ შემთხვევაში უშუალოდ დამანგრეველ ძალად მართალია წყალი მოგვევლინა, მაგრამ მისთვის ძალის მომცემი მეწყერი აღმოჩნდა. მეწყერებს ბევრჯერ დაუნგრევიათ დასახლებული პუნქტები. საავტომობილი თუ სარკინიგზო გზები. ამ მცირე მაგალითითაც ჩანს გრავიტაციული პროცესების საშიში მასშტაბები. დიდი კაშხლის აშენებამ, მითუმეტეს სეიმურად აქტიურ ზონაში, შეიძლება გამოიწვიოს სარწყავი სისტემის განადგურება, კლიმატის შეცვლა. მიწისძვრის შემთხვევაში კი დაიტბორება უდიდესი ტერიტორია, ჭაობად გადაიქცევა იქაურობა და იქნება რა თქმა უნდა, მსხვერპლი.

სტიქიური ბუნებრივი მოვლენები დამანგრეველი ძალის ხასიათის მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა: ნაკლები სიმძლავრის, ძლიერი და კატასტროფული. გავრცელების არეალის მიხედვით მისაღებია შემდეგი გრადაცია: მიკრო (ლოკალური), მეზო (საშუალო) და მაკრო (ფართო) მასშტაბის. დემოგრაფიულ პროცესებზე გავლენის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტიქიური ბუნებრივი მოვლენის სიმძლავრისა და გავრცელების არეალის ურთიერთშეთან- წყობას. ნაკლები სიძლიერის , მაგრამ მაკრო მასშტაბის სტიქიური მოვლენის შედეგი უფრო დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ძლიერი, მაგრამ მიკრო მასშტაბის სტიქიური მოვლენა.

ბუნებრივი მოვლენებიდან და პროცესებიდან კატასტროფულია მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, მეწყერი, ზვავი, ტაიფუნი, სწყალდიდობა და სხვა. თითოეული მათგანი სხვადასხვა გეოგრაფიულ პირობებში ვითარდება და სხვადასხვაგვარი საშიშროებით ხასიათდება. მათი მასშტაბები თანდათან მატულობს, რაც დაკავშირებულია ტერიტორიის ათვისებასთან: იჩეხება ტყეები, ბინძურდება წყალსაცავები, მდინარეებზე იგება კაშხლები და ა.შ.

მეწყერი არის მიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით. მეწყერი უფრო ხშირად წარმოიქმნება იქ, სადაც წყალშემაკავებელი ( თიხოვანი) და წყლიანი ( მაგ.: ქვიშა-ხრეშიანი) ქანები ერთმანეთს ენაცვლება და შრეთა დაქანება კალთის დაქანების თანხვედრილია. მეწყრის მიზეზია ქანების წონასწორობის დარღვევა, რასაც იწვევს ფერდობის ძირის გამორეცხვა, გამოფიტვის ან ზედმეტი დატენიანების გამო ქანების სიმტკიცის შესუსტება, სეისმური ბიძგები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა ადგილის გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლად

მინიმუმ 2 000 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კატასტროფებმა ბოლო 50 წლის გამნავლობაში, ხოლო ასობით მილიონი დაზარალდა მათ გამო. ზოგადად, 1 დაღუპულზე 1000-მდე დაზარალებული მოდის. 1985-1995 წლებში დიდმა კატასტროფებმა გამოიწვია 400 მლრდ დოლარის ზარალი, აქედან მხოლოდ 100 მლრდ იყო დაზღვეული. 1998 წელს, რომელიც რეკორდული იყო ბუნებრივი კატასტროფების სიმრავლით და ინტენსივობით, გაჩნდა 25 მილიონი ლტოლვილი, ანუ მეტი, ვიდრე ომიანობის გამო. ეს ციფრი 1995-2000 წლის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა.

კატასტროფების 90% ხდება განვითარებად ქვეყნებში და ამ კატასტროფებში დაღუპულ ადამიანთა 95% აღირიცხება.

საერთოდ დადგენილია, რომ ზარალის და მსხვერპლის ოდენობა დამოკიდებულია არა მხოლოდ კატასტროფების ინტენსივობაზე, არამედ ქვეყნის განვითარების დონეზე, დახმარების ოპერატიულობაზე, კატასტროფის პროგნოზირებადობის ხარისხზე, მოსახლეობის სიმჭიდროვეზე და ბევრ სხვა ფაქტორზე, მაგალითად, კატასტროფის მოხდენის მომენტზეც კი. ქვეყნის განვითარების დონე განსაზღვრავს ისეთ ფაქტორებს , როგორიცაა მშენებლობის მაღალი კულტურა, საშიშროების მეცნიერული პროგნოზირება, შესაძლო ეფექტების გათვალისწინება და პროფილაქტიკური ზომების განხორციელება. განვითარებად ქვეყნებში დაღუპულთა რაოდენობა სჭარბობს დაჭრილთა რიცხვს, ვინაიდან უამრავი ხალხი იღუპება უხარისხოდ აშენებული შენობების სრული ნგრევისა და აუცილებელი ოპერატიული დახმარების დროულად არმიღების გამო.

“გეოკატასტროფისადმი მზადყოფნისათვის უნდა იგეგმებოდეს მრავალი გეოლოგიური, გეოფიზიკური, ეკონომიკური და სოციალური ღონისძიება. სეისმური საშიშროების მიმართ მზადყოფნისთვის საჭიროა:
⦁ სტატიკური სეისმური საშიშროების შეფასება(დარაიონ ება და მიკროდარაიონება);
⦁ სეისმომედეგი შენობების დაპროექტება დარაიონების რუკების და სამშენებლო ნორმების შესაბამისად;
⦁ არსებული შენობების გამაგრება მოსალოდნელი ინტენსიობის გათვალისწინებით;
⦁ მიწათმოქმედების, კომუნიკაციების, მილსადენების დაგეგმვა მოცემული ტერიტორიის სეისმური და მისგან გამოწვეული მეორადი მოვლენების (მეწყრები, გრუნტის გათხევადება) გათვალისწინებით;
⦁ სამაშველო სამსახურის განვითარება, მოსალოდნელი კატასტროფების სცენარის შექმნა;
⦁ მოსახლეობის განათლება და ვარჯიში, კატასტროფებისგან დაზღვევა;
⦁ გეოფიზიკური, გეოქიმიური, გეოდინამიკური მონიტორინგის სისტემის განვითარება, რათა აღრიცხულ იქნას კატასტროფის შესაძლო წინამორბედები;
⦁ სანდო წინამორბედის აღმოჩენისას ოპერატიული შეტყობინება და პროფილაქტიკური ზომების მიღება”.

ბუნებრივი საშიშროებანი
მიწისძვრები
წყალდიდობები
მეწყრები
ზვავები
ღვარცოფები
ვულკანური ამოფრქვევა

ტექნოგენური საშიშროებანი

კაშხლების დაზიანება
ნავთობ-და გაზსადენების ავარიები
რადიაციული ავარიები
მომწამლავი ნივთიერებების სამარხები
ნიადაგისა და გრუნტის თვისებების დაქვეითება


წყარო:

ეკოგეოფიზიკის საფუძვლები

https://www.statista.com/statistics/510952/number-of-deaths-from-natural-disasters-globally/

https://nap.nationalacademies.org/catalog/5782/disasters-by-design-a-reassessment-of-natural-hazards-in-the

https://openknowledge.worldbank.org/handle/10986/4144

Leave a Comment