🌸 ლიზა მაიტნერი ავტრიელი რადიოქიმიკოსი, ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ლიზა და ფიზიკოსი ოტო ჰანი ერთად მუშაობდნენ 1939 წელს. ამ ქალბატონმა პირველად აღმოაჩინა ურანის ბირთვული დაშლის პროცესი (როცა ურანის ბირთვში ზედმეტი ნეიტრონი აღწევს). როდესაც კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ლიზა და ოტო მიხვდნენ, რომ დაშლის პროცესი, რომელიც ურანის ატომბირთვს ხლეჩს ორ მცირე ბირთვად, მიმდინარეობდა ენერგიის გამოთავისუფლების თანხლებით.
🌸 ლიზამ 1905 წელს დაასრულა სადოქტორო კვლევა და გახდა მეორე ქალი ვენის უნივერსიტეტიდან, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში. მან თავისი სამეცნიერო კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა ბერლინში. მაიტნერი იყო ფიზიკის პროფესორი და კაიზერ ვილჰელმის ინსტიტუტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის იყო პირველი ქალი, რომელიც გახდა ფიზიკის სრული პროფესორი გერმანიაში. 1930 იან წლებში, ნაცისტური გერმანიის ანტი-ებრაული ნიურნბერგის კანონების გამო, მან ეს თანამდებობები დაკარგა და 1938 წელს, შვედეტში გაიქცა, სადაც იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა. საბოლოოდ, მან შვედეთის მოქალაქეობც მიიღო.
🌸 1930 წელს ლიზა მაიტნერმა, ლეო ზილარდთან ერთად უხელმძღვანელა ბირთვული ფიზიკის და ქიმიის შესახებ ჩატარებულ ლექციას. 1930 წლების დასაწყისში, როდესაც ნეიტრონი აღმოაჩინეს, სამეცნიერო საზოგადოება ვარაუდობდა, რომ ლაბორატორიულ პირობებში შესაძლებელი იქნებოდა ურანზე მძიმე ელემენტების შექმნა და დაიწყო სამეცნიერო მარათონი. ვერავინ წარმოიდგენდა რომ ეს აბსტრაქტული კვლევა ბირთვული იარაღის შექმნით დასრულდებოდა.
🌸 1938 წლის 10 ნოემბერს ოტო ჰანის ლექციაზე ლიზა მაიტნერი, ნილს ბორი და ოტო ფრიში ერთმანეთს შეხვდნენ. დეკემბერში, მეცნიერები რთულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ ბერლინ-დალემის ლაბორატორიაში. შემონახული წერილების მიხედვით, ცოტა ხანში მიხვდნენ, რომ ბირთვული დაშლა ერთადერთი ახსნა იყო ურანის ბირთვის გახლეჩისა. საბოლოოდ კი ლიზა მაიტნერი და ფრიში პირველები იყვნენ პირველები რომლებმაც ჩამოაყალიბეს თეორია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ატომბირთვის მცირე ნაწილაკებად დაშლა: ურანის ნეიტრონებით ბომბარდირების დროს წარმოიქმნება ბარიუმი და კრიპტონი. ამ პროცესს კი თან ახლავს გარკვეული რაოდენობის ნეიტრონების და უზარმაზარი ენერგიის გამოთავისუფლება. ასევე ისინი იყვენენ პირველები, ვინც, ეს საკითხი ალბერტ აინშტაინის ცნობილი განტოლებას E = mc2 დაუკავშირეს. ეს ფორმულა ამ საკითხს სრულყოფილად განმარტავდა. უძრაობის მასის კინეტიკურ ენერგიად გარდაქმნის შედეგად გამოთავისუფლებული უზარმაზარი ენერგიის წყაროს. ფაქტობრივად ეს იყო აღმოჩენა, რომელმაც აინშტაინის განტოლება აამოქმედა და სამყარო სრულიად შეცვალა. ამ ქალბატონმა დაშალა ატომის ბირთვი, შედეგად კი დიდი რაოდენობის ენერგია წარმოიქმნა.
სამწუხაროდ ოტო ჰანმა ერთობლივი კვლევის შედეგები ისე გამოაქვეყნა, რომ მეიტნერი თანაავტორად არ მიუთითა. შესაბამისად 1944 წელს ნობელის პრემია ქიმიის დარგში მხოლოდ ოტო ჰანს მიენიჭა. ეს იყო მეიტნერის შრომის უგულებელყოფა, რადგან მეცნიერი ქალის როლი ატომის გახლეჩვაში იყო უმნიშვნელოვანესი. ლიზა იყო ერთ-ერთი ქალი მეცნიერების ისტორიაში, რომელიც სექსიზმმა იმსხვერპლა და მისი შრომა სათანად არ დაფასდა.
🌸 ლიზამ სამეცნიერო საქმიანობისთვის 21 ტიტული და ჯილდო მოიპოვა (მათ შორის, 5 საპატიო დოქტორის ხარისხი და 12 აკადემიის წევრობა). 197 წელს მან ვენის სამეცნიერო ჯილდო მოიპოვა.
🌸 1947 წელს, ლიზა მაიტნერი სიგბანის ინსტიტუტიდან წამოვიდა და კვლევების ჩატარება ახალ ლაბორატორიაში დაიწყო, ეს ლაბორატორია შეიქმნა ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტის შვედეთის ატომური ენერგიის კომისიის მიერ.
🌸 1967 წლის27 ოქტომბერს 89 წლის ასაკში, ლიზა მაიტნერი ძილის დროს გარდაიცვალა. მისი საფლავის ქვაზე წერია:
„ლიზა მაიტნერი-ფიზიკოსი, რომელსაც არასდროს დაუკარგავს ადამიანურობა.“ 🥀
წყარო:
https://www.atomicarchive.com/resources/biographies/meitner.html
https://www.britannica.com/biography/Albert-Einstein