მუსიკა და ტექნიკა

ინსტრუმენტალური მუსიკისა და ტექნიკის შემოქმედებითი ურთიერთობა ჯერ კიდევ პითაგორადან იღებს დასაბამს და საუკუნეების მანძილზე , ტექნიკის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მტკიცდება, ალბათ, რომ მუსკოსები ვერ შექმნიდნენ თავიანთ ნაწარმოებებს რომ არ ყოფილიყო ტექნიკური რევოლუცია და გამომგონებულური ნიჭი, რომელთაც უდიდესი როლი შეასრულეს კლავიშებიანი, სასულე და სიმებიანი საკრავების სრულყოფაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკალური საკრავების კონსტრუქციისა და მექანიზმების შემქნელები მარტო ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენლები არ ყოფილან, მათ შორის იყვნენ კომპოზიტორებიც, ოსტატებიც. ბახმა გამოიგონა “კლავესნი-ლუთნა”(ბარათი), რომელზეც საბარბითე ნაწარმოებებს ასრულებდა. შტრაუფერმა შექმნა ჩელოსა და გიტარის სინთეზი-“აპეჯიონი”, რომელსაც შუბერტმა 1824 წელს მიუძღვნა თავისი ცნობილი სონატა მი მინორი.

მუსიკათმცოდნე პ.ხუჭუა თავის ნაწარმოებში “მუსიკის სამყარო” წერს: “მუსიკის კავშირი ტექნიკასთან ყველაზე მეტად მჟავნდება მუსიკალური საკრავების გაუმჯობესების, ახალი ტემბრის ძიების, ახლებური ბგერითი შეხამების საკითხთან დაკავშირებით. საკრავების შესაძლებლობათა გაფართოებისადმი მუსიკოსთა მზარდი მოთხოვნილება ახალ ამოცანებს უსახავს ტექნიკის განვითარებას. ამის განხორციელება ხელს უწყობს სრულწოფილ საკრავებში გამომსახველი შესაძლებლობების მუსიკალური სახეების ნაირფეროვნების ზრდას.

ბევრია ისეთი მუსიკალური საკრავი, რომელიც ტექნიკური ელემენტების “ჩარევის” გარეშე ვერ დაიხვეწებოდა.

დავიწყოთ მუსიკალური ინსტრუმენტების მეფით-ორგანით. იგი გაბარიტებით ყველა საკრავზე დიდია და ერთ-ერთ უძველეს სასულე კლავიშებიან ინსტრუმენტად ითვლება. მისი გამოსახულება დათარიღებულია 1270 წლით. არსებობს გადმოცემა, რომ ძველ საბერძნეთში ნერონის დროინდელ რომაულ მონეტებზე გამოსახული იყო ორგანისმაგვარი საკრავი ჰიდრავლიოსი,რომელშიც ჰაერის დასაბერ გიდებს წყალი ამოძავებდა. ჰიდრავლიოსის გამომგონებლად მიიჩნევდნენ ბერძენ მექანიკოსს ქტესიბიო ალექსანრიელს. ორგანმა ტექნიკური განვითარების დიდი გზა განვლო, სანამ დღევანდელ სახეს მიიღებდა. ჩვენს ერამდე III საუკუნეში ალექსანდრიაში გამოიგონეს ჰიდრავლიკური ორგანი, რომელიც ასი წლის შემდეგ პნემატიკური კონსტრუქციით შეიცვალა. საკრავს XI საუკუნეში კლავიატურაც დაემატა, გაუმჯობესდა მილების ხარისხი. VX საუკუნეში გამოიგონეს სატერფული, XVI საუკუნისთვის კლავიატურა ტერასისებრ რიგებად, ე.წ. მანუალებად განალაგეს. ძველ ორგანოებს უხეში, განიერი ძნელად დასაკრავი კლავიშები ჰქონდა. დაკვრისას ორგანისტი მას მთელი ძალით ურტყავდა მუშტებსა და იდაყვს, ორგანის ქვეშ ორი-სამი კაცი თავგამოდებით მუშაობდა:საბერვლით ჭირხნიდნენ ჰაერს, რომელიც კლავიშებიდან მილში გადადიოდა და იწყებდა ჟღერას.

თანამედროვე ორგადმ 800 დან 45 ათასამდე სხვადასხვა სიდიდისა და ტემბრის მილი აქვს. ამძრავი მექანიზმი ელექტრიფიცირებულია. ჰაერი ხელით აღარ იჭირხნება. საორგანო მუსკის ნოტები სამ ხაზზე იწერება.

ორგანის მილები სპეციალური დანადგარებით შეერთებულია მართვის კათედრასთან. მათზე მოთავსებულია რამდენიმე კლავიატურა, რეგისტრების გადამრთველი რომლის საშუალებითაც იქმნება სხვადასხვა ტემბრის ჟღერადობა. ყოველი კლავიში მიერთებულია რამდენიმე ათეულ, ზოგჯერ ასეულ მილთან, რომლებიც გამოსცემენ სხვადასხვა ტემბრისა და ელფერის ხმებს.

მეორე სამეფო ინსტრუმენტი, რომელსაც ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ინსტრუმენტალურ მუსიკაში, ეს არის ფორტეპიანოს სრულყოფილი პირმშო-როიალი. სანამ თანამედროვე სახემდე ჩამოყალიბდებოდა მის ტექნიკურ დახვეწასათ საუკუნეები დასჭირდა.

ფორტეპიანოს წინაპრად მონოქორს მიიჩნევენ. იგი წარმოადგენდა მოგრძო ვიწყო ყუთს, რომელზეც იყო ერთი სიმი. დროთა განმავლობაში მას დაემატა სხვა სიმები, კლავიშები, მისი მოცულობა გაიზარდა. პითაგორა თავისი მეცნიერული გამოკვლევისთვის იყენებდა სამსიმიან მონოქორდს. ამ ინსტრუმენტზე დაკვრისას-კლავიშების ჩაწევისას-მოძრაობას იწყებდა ე.წ. ტანგენტები, ლითონის ფირფიტები, რომლებიც სიმებს ეხებოდა და გამოსცემდა ხმებს. საკრავს უწოდეს კლავიკორდი, რომლის კონსტრუქცია 1725 წელს ფაბრმა კიდეც უფრო დახვეწა. ამასთან სხვადასხვა ქვეყანაში გამოჩნდა მისი მსგავსი საკრავებიც: კლავციმბილი, ჩემბალო, ვერჯინალი და კლავესინი, რომელშიც თავმოყრილი იყო ყველა ზემოთხსენებული ინსტრუმენტების ნაირსახეობები. კლავესინის კონსტრუქციული ფორმა შემდეგში როიალს დაედო საფუძვლად და 1709 წელს იტალიის ქალაქ პადუაში მედიჩის სასახლის მუსიკოსმა შექმნა ფორტეპიანოს პირველი ნიმუშები.

XVIII საუკუნეში თანდათანობით იხვწებოდა ფორტეპიანოს კონსტრუქცია. ბევრი ახალი ელემენტი დაემატა მას, რომელთა შორის განსაკუთრებით საყურადღებო იყო სატერფულების გამოყენება, რამაც საგრძნობლად გაზარდა და გაამდიდრა საკრავბის ტექნიკური და ბგერითი შესაძლებლობა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში პარიზელმა გამომგონებელმა ს. ესარმა შექმნა ფორტეპიანოს თანამედროვე კლასიკური სახე. ამჟამად ფლორენციის მუზეუმში დაცულია ფორტეპიანოს პირველი ნიმუშები თავიანთი წინაპარი საკრავებით.

შედარებით ახალ მუსიკალურ ინტრუმენტებს მიეკუთვნება სასულე -კლავიშიანი საკრავი ჰარმონიკა. იგი გამოიგონეს ბერლინში 1822 წელს, საიდანაც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. უძველეს წინაპრად ითვლება ორგანი და განსაკუთრებით-ფისჰარმონია. ჰარმონიკის ყველა ნაირსახეობა წარმოადგენს სასულე კლავიშიან ინსტრუმენტებს, რომელთა შორის შეიძლება დავასახელოთ: ვენის ორრიგიანი რუსლი ტალიანკა, ლივენკა, ბაიანი, აკორდეონი და სხვა.

XIX საუკუნეში დიდი განვითარება პოვა ხისა და სპილენძის სასულე ინსტრუმენტებმა, რომლებიც განსაკუთრებით საესტრადო და ჯაზურ მუსიკაში დამკვიდრდნენ. ხის საკრავებს მიეკუთვნება: ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი და სხვა. სპილენძის ინსტრუმენტებიდან ცნობილია: საქსაფონი, ვალტორნა, საყვირი, ტრომბონი და სხვა. საქსაფონი გამოიგონა ა. საქმა 1840 წელს. ფლეიტის გაუმჯობესებული კონსტრუქცია შექმნა გერმანელმა ოსტატმა ტ. ბიომომ 1832 წელს, ტუბა დამზადდა 1835 წელს და ა.შ.

არსებობს სპეციალური მექანიკური მოწყობილებების მქონე მუსიკალური ინსტრუმენტები, რომელთა მუსიკოსთა უშუალო მონაწილეობის გარეშე მხოლოდ დაფიქსირებულ ნაწარმოებს ასრულებენ. მექანიკური მუსიკალური ინსტრუმენტი უმთავრესად ელექტრო ან ძრავის საშუალებით მუშაობს. თავდაპირველად მის ამუშავებას იწყებდნენ პრიმიტიულად (ხელით ან ფეხით), რაც შემდეგ ზამბარული მექანიზმით შეიცვალა.

ამ სახის საკრავებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია მუსიკალური ზარდახშა, მუსიკალური ყუთი, მექანიკური ფორტეპიანი, საორკესტრო არღანი და სხვა. არღანი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოხეტიალე მუსიკოსებს შორის. იგი ქარმოადგენს მცირე ზომის ყუთს, რომელშიც მოთავსებულია სპეციალური მექანიზმი-მილები, საბერველი, ლილვაკები. ამ სალრავში მუსიკის ჩართვა სახელურის შემობრუნებით ხდება, რომელიც მრავალჯერ მეორდება.

ტექნიკის განვითარების ტემპის სწრაფმა ზრდამ მუსიკაზეც იქონია გარკვეული გავლენა. მუსიკის სამყაროს მოევლინა ელექტრომუსიკალური ინსტრუმენტები, მუსიკის შემქმნელი ელექტრული საანგარიშო გამომთვლელი მანქანები და სხვა.

ელექტროინტრუმენტები შეიძლება დაიყოს ორ ძირითადად ჯგუფად: ადაპტირებულ ინსტრუმენტებად, სადაც ჩვეულებრივი ბგრების რხევა ადაპტერის საშუალებით გარდაიქმნება ელექტრულ რხევად, რომელსაც რადიოს ნათურები აძლიერებს. შემდეგ კვლავ ბგერათა რხევად გარდაიქმნება. ხოლო ისეთ ელექტროინსტრუმენტებში, როგორებიცაა ემირიტონი, ეკვოდინი, მელოდინი, იონკა, პიანინო და სხვა, ბგერის წყაროს წარმოადგენს ელექტრონული რხევა, რომელიც რეპროდუქციებში გბერათა რხევად გარდაიქმნება.

ზარინოვი თავის ნაშრომში წერს: XXI საუკუნეში ელექტრონულმა გამოთვლითმა ტექნიკამ შეიძლება ისეთ მაღალ საფეხურს მიაღწიოს, რომ მანქანების მეოხებით შეიქმნება ყოველგავრი სტილის, ხასიათის, ჟანრისა და ფორმების ისეთი მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება კომპოზიტორების შემოქმედებას, ზოგჯერ კი მას აჯობებს კიდეც”.

“მეცნიერება და ტექნიკა”

1985 წელი

ავტორი: გ. თუშიშვილი

Leave a Comment