დედამიწა 🌎 და მთვარე🌙

🌎 პლანეტა, რომელზედაც ვცხოვრობთ, მესამეა მზისგან და სიდიდით მეხუთეა მზის სისტემაში. როგორც ჩანს დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, სადაც სიცოცხლე არსებობს. ეს პლანეტა თავისი ბუნებრივი რესურსებით წარდმოუდგენლად მდიდარია. დედამიწა თავისი ღერ­ძის გარ­შე­მო ბრუნავს. თუმცა ამ მოძ­რა­ო­ბას ვერ ვგრძ­ნობთ, წერტილი ეკვატორზე 1600 კმ/სთ სი­ჩქარით გადაადგილდება.

🌎 დედამიწა ასევე ბრუნავს მზის გარშემო ორ­ბი­ტა­ზე, რომ­ლის სიგრძე 958 მლნ. კილომეტრია, საშუალო სიჩქარით 29.8 კმ/წმ. სრულ შე­მოვლას ის დაახ­ლო­ებით ერთი წელიწადი უნდება

🌎 დედამიწა მზეს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ელიფ­სურ ორბიტაზე უვლის, რომელის ახლოა წრიულთან. ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე და­ახ­ლოებით 107 000 კმ/სთ-ია. მზემდე საშუალო მანძილი 149 598 ათასი კილომეტ­რია, ხო­ლო განსხვავება მზემდე უდიდეს და უმცირეს მანძილებს შორის 4.8 მლნ კი­ლო­მეტ­რია. დედამიწის ორბიტის ექსცენტრისიტეტი (გადახრა წრეწირიდან) უმნიშვ­ნე­ლოდ იცვლება 94 ათასი წლის ხანგრძლივობის ციკლის განმავლობაში.

🌙 დედამიწას ერთი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს – მთვარე. ის ჩვენი ღამის ცაზე ყველაზე კაშკაშა ობიექტია, მაგრამ მთვარე თვითონ სინათლეს არ ასხივებს. იგი ცივი და ბნელია, მისი ნათება მზიდან არეკლილი შუქია. მთვარის მეორე, ბნელი ნაწილი დანახვა დედამიწადან შეუძლებელია, მაგრამ ხელოვნური თანამგზავრებით შესაძლებელია მთავრის ბნელი მხარის დანახვა. რომელ ნაწილსაც მოხვდება მზის სხივი, ჩვენც იმ ნაწილის დანახვა შეგვიძლია დედამიწიდან. სწორედ ამიტომაა ის ხან მრგვალი, ხან რკალისებური, ხან კი ნახევრად წრიული.

🌕ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები იკვლედნენ, თუ როგორ წარმოიშვა და ფორმირდა მთვარე და როგორ გახდა იგი დედამიწის თანამგზავრი.

მთვარის ზედაპირი აირეკლავს მზის სხივების მხოლოდ 7,3%-ს. სავსე მთვარის ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდე დედამიწიდან საშუალო დაშორებისას არის — 12,7. მთვარეზე დღის და ღამის ხანგრძლივობა (ცალ-ცალკე) ეტოლება 14,76 დედამიწის დღე-ღამეს. დღისით მთვარის ზედაპირის ტემპერატურა 110°C აღწევს, ღამით კი ეცემა -120°C-მდე. ზედაპირულ ფენას ახასიათებს ძალიან სუსტი თბოგამტარობა, რის გამოც ტემპერატურის ასეთი მკვეთრი რყევა იგრძნობა მხოლოდ რამდენიმე დმ სიღრმემდე.”

🌜 ასტრონავტებმა 1970 წელს შეძლეს მთვარიდან ჩამეოტანათ ქანები. შესწავლის შედეგად კი მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწის ფორმირებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მას შეეჯახა პროტოპლანეტა და მთვარე შეიქმნა ნამსხვრევებისგან, რომლებიც ამ ტიტანური დაჯახების შედეგად გაჩნდა. თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე მთვარემ ასტეროიდებისაგან უამრავი დარტყმა გადაიტანა. მათი შეჯახებებისგან მთვარის ზედაპირი მთლიანად კრატერებითაა დაფარული. ამ მოსაზრებას მეცნიერთა უმეტესი ნაწილი იზიარებს.

🌛 მთვარეს ზედაპირი უკაცრიელი, მოტიტვლებული აქვს. იქ არც მცენარეები, არც ჰაერი და არც სიცოცხლეა. მთვარე 27 დღეს ანდომებს გარშემო ერთი სრული წრის გაკეთებას, ორბიტაზე შემოვლას. ორბიტაზე ბრუნვის პარალელურად, ძალიან ნელა საკუთარი ღერძის გარშემოც ტრიალებს – ორბიტის შემოვლის განმავლობაში სულ ერთხელ თუ შემობრუნდება ღერძის გარშემო. 

🌝 დედამიწის ბრუნვისას გარკვეულ ადგილებში იცვლება. სწორედ მთვარის მიზიდულობის დამსახურებაა ოკეანის დონის დღეში ორჯერ აწევ-დაწევა. ეს ძალა ადიდებს ოკეანეს და მის დონეს რამდენიმე მეტრით მაღლა სწევს. ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და დედამიწის ბრუნვის პარალელურად ხდება.

მთვარის კლდოვანი მანტია დაახლოებით 825 მილის (1330 კმ) სისქისაა და შედგება მკვრივი ქანებისგან, მდიდარი რკინით და მაგნიუმით.

🌊 “ოკეანლოგიაში  გამოიყოფა ძირითადად 3 ტიპის მიქცევა და მოქცევა: ნახევარდღეღამური — მთვარისმიერი დღე-ღამის განმავლობაში ორ-ორჯერ შეიმჩნევა წყლის დონის მაქსიმალური აწევა (მაღალი წყალი) და დაწევა (დაბალი წყალი); დღეღამური — თითოჯერ არის მაღალი და დაბალი წყალი და შერეული. ამ უკანასკნელში გამოიყოფა არასწორი (არაწესიერი) ნახევარდღეღამური და არასწოორი (არაწესიერი) დღეღამური მიქცევა და მოქცევები.”

🌊პიერ ლაპლასმა 1775 წელსჰიდრომექანიკის ძირითადი განტოლებების გამოყენებით შექმნა მიქცევისა და მოქცევის დინამიკური თეორია, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდა  ზღვებსა და ოაკენეებში მოქცევითი ტალღების გავრცელების გაანგარიშება.

მთვარეს აქვს ძალიან თხელი ატმოსფერო. დღის ტემპერატურა მთვარის მზიან მხარეს 273°C აღწევსF (134 ცელსიუსს); ღამის მხარეს ცივდება მინუს 243 F (მინუს 153 °C).

🌎 დედამიწა და მთვარე ურთიერთმიზიდულობით არის დაკავშირებული. საერთო სიმძიმის ცენტრი მდებარეობს დედამიწისა და მთვა­რის ცენტრების შემაერთებელ წრფეზე. რადგან დედამიწის მასა თითქმის 82-ჯერ მე­ტია მთვარის მასაზე, ამ სისტემის მასების ცენტრი განლაგებულია დედამიწის ზედა­პი­რიდან 1600 კმ სიღრმეზე. დედამიწაც და მთვარეც ამ წერტილის ირგვლივ ერთ სრულ შემობრუნებას 27.3 დღე-ღამის განმავლობაში ასრულებს. რადგან ისინი მზის გარშემოც ბრუნავს, მასების ცენტრი აღწერს მოგლუვებულ ელიფსს, თუმცა ყოველ ამ სხეულთაგანს აქვს ტალღისებური ტრაექტორია.

🌎 გალაქტიკის საზღვრებში დედამიწა და მზის სისტემის და­ნარჩენი ობიექტები გადაადგილდება 19 კმ/წმ სიჩქარით ვარსკვლავ ვეგას მიმართუ­­ლებით. გარდა ამისა, მზე და სხვა მეზობელი ვარსკვლავები ბრუნავს გალაქტიკის ცენტრის ირგვლივ დაახლოებით 220 კმ/წმ სიჩქარით. თავის მხრივ, ყველა გალაქტიკა მოძრაობს სამყაროში.

🌜 მთვარის, ისევე, როგორც დედამიწის ასაკი განისაზღვრება 4,5-5,5 მლრდ წლითю

წყარო:

https://www.nhm.ac.uk/discover/how-did-the-moon-form.html

https://www.space.com/18145-how-far-is-the-moon.html

დატოვე კომენტარი