✨ რა ხდება, როდესაც ვარსკვლავი სუპერმასიური შავ ხვრელთან ძალიან ახლოს ხეტიალს იწყებს? შავი ხვრელი მას სამუდამოდ შთანთქავს. ნელ-ნელა მისი მატერიის ნაწილი თბება და გამოყოფს უზარმაზარ რადიაციას – (რენტგენის სხივების სახით). ეს არ არის არასწორი ახსნა, უბრალოდ არასრულყოფილია.
✨ ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი დააკვირდა შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქვას (გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენა). მათ გამოიყენეს ლიკის ობსერვატორის სპეციალიზებული სპექტროგრაფი. სწორედ აქ შეხვდა ვარსკვლავი შავ ხვრელს. მათ საოცარი რამ აღმოაჩინეს.
✨ სუპერმასიური შავი ხვრელები მთელ სამყაროს გალაქტიკებში გვხვდება. როდესაც ვარსკვლავი შავ ხვრელთან ახლოს იხეტიალებს, უცნაური რამ ხდება. გრავიტაციული მიზიდულობა ანადგურებს ვარსკვლავს. „ერთ-ერთი ყველაზე გიჟური რამ, რაც ზემასიური შავი ხვრელის გაკეთება შეუძლია, არის ვარსკვლავის დაქუცმაცება მისი უზარმაზარი მოქცევის ძალებით“, – აღნიშნა გუნდის წევრმა ვენბინ ლუმ, UC ბერკლის ასტრონომიის ასისტენტმა პროფესორმა.
✨ სუპერმასიური შავი ხვრელები მთელ სამყაროს გალაქტიკებში გვხვდება. როდესაც ვარსკვლავი შავ ხვრელთან ახლოს იხეტიალებს, უცნაური რამ ხდება. გრავიტაციული მიზიდულობა ანადგურებს ვარსკვლავს. „ერთ-ერთი ყველაზე გიჟური რამ, რაც ზემასიური შავი ხვრელის გაკეთება შეუძლია, არის ვარსკვლავის დაქუცმაცება მისი უზარმაზარი მოქცევის ძალებით“, – აღნიშნა გუნდის წევრმა ვენბინ ლუმ, UC ბერკლის ასტრონომიის ასისტენტმა პროფესორმა.
✨ ბერკლის ჯგუფმა შეისწვალა შავ ხვრელთან ზედმეტად მისული ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავი. მოვლენას AT2019qiz უწოდეს. ეს კატასტროფა მოხდა დედამიწიდან დაახლოებით 215 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ერიდანუსის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე ერთ სპირალურ. როდესაც ვარსკვლავმა აკრეციულ დისკოში სპირალურად მოძრაობა დაიწყო, დაიფლითა, დაქუცმაცდა.
✨ ვინაიდან დაშლის მოვლენა საკმაოდ კაშკაშა ჩანდა ოპტიკურ შუქზე, გუნდის წევრებმა გადაწყვიტეს მისი შესწავლა პოლარიზებულ შუქზე, რათა უკეთ გაეგოთ რა ხდებოდა. პოლარიზებული სინათლის ტალღები მოძრაობენ ერთ სიბრტყეში და ეს მოვლენა კი ამცირებს სინათლის ინტენსივობას. ამ შემთხვევაში, პოლარიზებული შუქის გამოყენებამ გუნდს საშუალება მისცა დაენახა ვარსკვლავის დაქუცმაცების შედეგები. სხვა შემხთვევაში, ისინი ამას ვერ ხედავენ. სხვა მსგავს მოვლენებზე დაკვირვების საფუძველზე, მათ ასევე ვერ ნახეს რენტგენის სხივების მოსალოდნელი რაოდენობა.
და რა მოხდა სინამდვილეში?
AT2019qiz-ის შემთხვევაში, სპექტროპოლარიმეტრულმა დაკვირვებებმა ასტრონომებს დაანახა, რომ ვარსკვლავის მატერიის დიდი ნაწილი მოხვდა შავი ხვრელის “მშიერ მუცელში”. ნაწილი კოსმოსში მიმოიფანტა. შავი ხვრელიდან მომდინარე ძლიერმა ქარებმა წარმოქმნა ვარსკვლავური მატერიის ნარჩენების სფერულად სიმეტრიული მაღალსიჩქარიანი ღრუბელი. დაადგინეს, რომ ის წამში 10 000 კმ სიჩქარით გადაადგილდებოდა, რაც მათთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.
პოლარიზებული სინათლის გამოყენება მნიშვნელოვან ინსტრუმენტს იძლევა იმის შესასწავლად, თუ რა ხდება, როდესაც სხვა ვარსკვლავები სუპერმასიური შავი ხვრელების შეჯახებას აწყდებიან.
ასტრონომებს ასევე აძლევს წვდომას შავი ხვრელის აკრეციულ დისკოში მიმდინარე მოვლენებზე.
✨ “ეს დაფლეთვის მოვლენები იმდენად შორს ხდება, რომ თქვენ ნამდვილად ვერ გადაჭრით მათ, ასე რომ მათი რეალური შეისწავლა შეუძლებელია. ამიტომ უნდა შევისწავლოთ ამ მოვლენის გეომეტრია და აფეთქებების სტრუქტურა, მაგრამ პოლარიზებული სინათლის შესწავლა რეალურად გვეხმარება მივიღოთ ინფორმაცია ამ აფეთქების დროს მატერიის განაწილების შესახებ, ამ შემთხვევაში, რა ფორმას იღებს გაზი და აკრეციული დისკი ამ შავი ხვრელის გარშემო.“, – აღნიშნა ფილიპენკომ.
წყარო: