🥀 „მომეცი ტელესკოპი და მე შემიძლია მოვიფიქრო რაიმე კარგი,“ — ამბობს ჯეინ რიგბი, NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის ასტროფიზიკოსი, რომელიც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ოპერაციების მეცნიერია.
🥀 ვების ტელესკოპი უდიდესი და ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია სამყაროს შესასწავლად და დასაკვირვებლად. ქალბატონი ჯეინი და მისი კოლეგები კი შეუსვენებლად შრომობენ, რადგან ობსერვატორია მნიშვნელოვანი აღმოჩენებისათვის მოამზადონ.
🥀 ტელესკოპი 6 თვის შემდეგ ამუშავდა, ფოტოები კი ახლახან ვიხილეთ. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მისია, რომლის განრიგსაც ქალბატონი ჯეინ რიგბი აკოტროლებს.
🥀 2021 წლის შობის შემდეგ ჯეინი და მისი კოლეგები უწყვეტად მუშაობენ ობსერვატორიის მოსამზადებლად, სამყაროს პირველი გალაქტიკების, ახლომდებარე ეგზოპლანეტების და მრავალი სხვა აღმოჩენებისთვის.
🥀 ტელესკოპმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და კოსმოსში მისი მოგზაურობაც იმაზე მეტხანს გაგრძელდება, ვიდრე სხვა “ნომინალური” მისიები.
🥀 “ყველაფერი აბსოლუტურად კარგად მიდის. ეს ტელესკოპი ნამდვილად არ არის მხოლოდ ისეთი კარგი, როგორც დაგპირდით -ის ბევრად უკეთესია.” აღნიშნავს Scientific American-თან ინტერვიუში ჯეინი.
🥀 ეს ტელესკოპი ძირითადად ინჟინრებისა და მენეჯერების მიერ იყო აშენებული, მაგრამ მეცნიერებმაც იყვნენ ჩართულები მუშაობის პროცესში, რადგან მეცნიერებს ჰქონოდათ გარანტია , რომ ვები წინასწარ განზრახული ფუნქციების შესრულებას შეძლებდა.
🥀 თანდათან კოსმოსში ტელესკოპის რეალურ შესაძლებლობები ვლინდება. პირველი სამეცნიერო სურათებით არა მხოლოდ ვების მუშაობა მტკიცდება, არამედ ტელესკოპის განსაცვიფრებელი შესაძლებლობები.
წყარო: