მზის ქარისა და დედამიწის მაგნიტოსფეროს ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება რადიაციული სარტყლები (ვან ალენის სარტყლები). 1000 კმ-ის ქვემოთ, მაღალი ენერგიის ელემენტარული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროს ზედა თხელ ფენაში ეჯახება ჟანგბადისა და აზოტის მოლეკულებს, აღაგზნებს მათ და შედეგად წარმოიქმნება ნათება, რომელიც პოლარული ციალის სახელწოდებითაა ცნობილი. პოლარული ციალი უმთავრესად დაიკვირვება ორივე ნახევარსფეროს მაღალ განედებში.
„მაგნიტური დინამოს“ თეორიის თანახმად, მაგნიტური ველის გენერირება დედამიწის ცენტრალურ არეში ხდება, როდესაც სითბოს გავლენით ელექტრული დენი თხევად მეტალურ ბირთვში გადის. ეს, იწვევს მაგნიტური ველის წარმოქმნას. იმის გამო, რომ ბირთვში კონვექციური მოძრაობა ქაოსურია, ამიტომ მაგნიტური პოლუსები განიცდის დრეიფს და პერიოდულად იცვლის პოლარობას. ეს კი იწვევს დედამიწის მაგნიტური ველის ინვერსიას, რაც რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში საშუალოდ რამდენჯერმე ხდება. ბოლო ინვერსია დაახლოებით 700 000 წლის წინ მოხდა.
მზის ქარებინაწილაკები, რომელებიც მზიდან დედამიწისკენ მოისწრაფვის. ზოგიერთი ნაწილაკი იმუხტება, დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრისას გაზებს ეჯახება და მათთან რეაქციაში შედის და აი ზუსტად ამ მოვლენის გამო იონები წითელ, იისფერ, მწვანე და ლურჯ ფერებად ასხივებს.
ჩრდილოეთის ციალის ნახვაა შესაძლებელია:
🌌 ისლანდიაში
🌌 ალასკაში
🌌 კანადაში
კანადა არის ავრორას სანახავი სამოთხე, ჩრდილოეთ გრძედისა და დაბალი განათების დაბინძურების წყალობით. კანადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ იელოუნაიფშიც ნათების ნახვა შესაძლებელია აგვისტოს დასასრულიდან აპრილის შუა რიცხვებამდე.
🌌 ნორვეგიაში
🌌 გრელანდიაში
🌌 ახალ ზელანდიაში
🌌 ავსტრალიაში
საუკეთესო დრო, სამხრეთის ციალის სანახავად ბუნიაბოაა.
წყარო: