სერიოზული განგაშის საგანია ის ფაქტი, რომ ქალაქებში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ჯანმრთელობის საფრთხე გაცილებით მაღალია, ვიდრე სიგარეტით გამოწვეული საფრთხე. სამწუხაროდ, დაბინძურებული ჰაერის უარყოფითი ეფექტი სერიოზულ საფრთხეს არა მარტო მოზრდილ ადამინებს, არამედ ბავშვებსაც უქმნის და რაც უფრო სავალალოა, ტოქსიკური ნაერთები ზეგავლენას ჯერ კიდევ დედის საშოში მყოფ ნაყოფზეც (ემბრიონზე) ახდენენ. ორსული ქალები მოხვედრილი დაბინძურებულ გარემოში არამარტო საკუთარ თავს აგდებენ საფრთხეში, არამედ ნაყოფს სერიოზულ კარდიოანატომიური ანომალიებით დაბადების ალბათობას უზრდის. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები შეიძლება იყოს ალერგიული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ტუბერკულიოზი.
ჰაერის ალერგენები წარმოაგენენ რთული აგებულების საკმაოდ მსხვილ ნაწილაკებს (მტვერი,წყალმცენარეები, ობის სოკო, რომელთაც შეუძლიათ სასუნთ გზებში მოხვედრის შემდგომ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.
ალერგენს წარმოადგენს არა მთლიანად ნაწილაკი არამედ ზოგიერი ნივთიერება რომელიც მის შემადგენლობაში შედის. როგორც წესი ესაა ცილები და გლიკოპროტეინები მოლეკულური მასით 10 000-40 000. ჰაეროვანი ალერგენების მოქმედების ხარისხი განისაზღვრება მათი ზომით, ფორმით, ქიმიური აგებულებით.
ჰაეროვანი ნაწილაკები (დიამეტრით 2-60 მკმ) ილექებიან თვალის, ცხვირის და ხახის ლორწოვანაზე, თუმცა არ ხვდებიან ბრონხებში.
ერთ-ერთი თეორიის თანახმად ჰაეროვანი ალერგენები (ნაწილაკები) აღიზიანებენ რა ცხვირხახის რეცეპტორებს იწვევენ ბრონხოსპაზმს ეგზგენური ბრონხული ასთმის შემხვვაში. სხვა თეორიის თანახმად ბრონხოსპაზმს იწვევს სხნადი ალერგენები, რომლებიც გამოიყოფიან ცხვირ-ხახაში დალექილი ნაწილაკებიდან და ბრონქებში ხვდებიან ინჰალაციური ან ჰემატოგენური გზით.
მეტალებს, ჰაერის და გარემო არის დამაბინძურებლებს, სინთეტიკურ ქიმიურ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს, რომლებიც არსებობენ სასმელ წყალში, შეუძლიათ უარყოფითად იმოქმედონ გულზე ისე, რომ შეცვალონ გულის შეკუმშვის სიხშირე ან რითმი, გულის კუნთის მგრძნობელობა და კუმშვადობა. ელექტრული იმპულსის გატარების უნარი, ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ ან დააჩქარონ ათეროსკლეროზი.
ტოქსიკურობის მიხედვით არჩევენ დარიშხანის არაორგანულ და ორგანულ ნაერთებს. დარიშხანის არაორგანული ნაერთების მოქმედება დაკავშირბულია საკვებ პროდუქტებთან,პროფესიულ მოღვაწეობასთან (მეტალურგია, ქიმიურიწარმოება,პესტიციდების წარმოება და მრავალი სხვა), გაბინძურებულ სასმელ წყალთან. დარიშხანის ორგანული ნაერთები გვხვდება ზღვის პროდუქებში ასევე ფრინველის წარმოებაში სხვადასხვა პარაზიტებთან საბრძოლველად, აგრეთვე როგორც ზრდის სტიმულატორები. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარიშხანის ორგანული ნაერთები ნაკლებ ტოქსიურები არიან ვიდრე არაორგანული ნაერთები. ცნობილია, რომ დარიშხანის დიდი კონცენტრაცია სასმელ წყალში იწვევს
არტერიის კედლების გათხელებას, კორონალული არტერიების შევიწროებას, ზოგადად კი ზრდის სისხლძარღვევების დაავადების რისკს.
მრავალ სამრეწვლო გამხნელს შეუძლია გამოიწვიოს არითმია, თუმცა ამისათვის საჭიროა გამხსნელის დიდი დოზა. სამრეწვლო გამხნელები აფერხებენ გულის კუნთის და სხვა ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას. რაც შეეხება ეთანოლს, ალკოგოლურ სასმლებში, განსაკურეით დიდი დოზით მუდმივი მოხმრების შემთხვევში შეუძლია გამოიწვიოს კარდიომიოპათია და გულის ციმციმის გაძლიერება. სამრეწვლო გამხნელებს მიეკუთვნება:
ბენზოლი, ქლოროფორმი, ტოლუოლი, ეთანოლი და სხვა.
ის ადამიანები რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში შეხებაში არიან ნიტროგლიცერინთან, ეთილენგლიკოლდინიტრატთან და სხვა ნირატებთან იმყოფებიან სტენოკარდიის, მიოკარდის ინფაქტის განვითარების დიდი რისკის ქვშ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს,ისიც რომ იმავდროულად ნიტროგლიცერინი გამოიყენება თერაპიაში, როგორც კორონალური არტერიის გამაფართოვებელი საშვალება სტენოკარდიული შეტევის დროს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ნიტროგლიცერინის დიდი დოზით ზემოქმედება და დროში გაჭიმული მოქმედების შეწყვეა იწვევს კორონალური არტერიის სპაზმს.
ნაწყვეტი წიგნიდან “გარემო ფაქტორები და ჯანმრთელობა”