პირველი ქალი მათემატიკის მასწავლებელი 🌼

🌼 ჰიპათია-ბერძენი მათემატიკოსი ქალი, რომელიც ლექსანდრიული ნეოპლატონურ სკოლას ხელმძღვანელობდა. ჰიპატია ცნობილი იყო როგორც დიდი მასწავლებელი და ბრძენი მრჩეველი. იგი ასწავლიდა მათემატიკას, არისტოტელესა და პლატონის ფილოსოფიას. ჰიპატიამ დაარედაქტირა პტოლემეს შემორჩენილი ტექსტი, ასტრონომიის შესახებ. ასევე აკომენტირებდა სხვადასხვა მეცნიერთა ნაშრომებს. მაგალითად აპოლონიოს პერგელის და დიოფანტე ალექსანდრიელის. ჰიპათიამ ჩამოაყალიბა კონუსის სხვადასხვა სიბრტყის კვეთის საშუალებით ელიფსის და პარაბოლას ცნებები.

🌼 ჰიპათია ჩართული იყო პოლიტიკაში, რაც ეპისკოპოს კირილეს გაღიზიანებას იწვევდა. კირილესთან ერთად მეცნიერი ქალი ბევრი ადამიანის არ მოსწონდა.  სწორედ ეპისკოპოსის ორგანიზებული იყო ჰიპათეას ძალადობრივის სიკვდილი.

„ἐπεὶ γὰρ συνετύγχανε συχνότερον τῷ Ὀρέστῃ͵ διαβολὴν τοῦτ΄ ἐκίνησε κατ΄ αὐτῆς παρὰ τῷ τῆς ἐκκλησίας λαῷ͵ ὡς ἄρα εἴη αὕτη ἡ μὴ συγχωροῦσα τὸν Ὀρέστην εἰς φιλίαν τῷ ἐπισκόπῳ συμβῆναι. Καὶ δὴ συμφρονήσαντες ἄνδρες τὸ φρόνημα ἔνθερμοι͵ ὧν ἡγεῖτο Πέτρος τις ἀναγνώστης͵ ἐπιτηροῦσι τὴν ἄνθρωπον ἐπανιοῦσαν ἐπὶ οἰκίαν ποθέν• καὶ ἐκ τοῦ δίφρου ἐκβαλόντες͵ ἐπὶ τὴν ἐκκλησίαν ᾗ ἐπώνυμον Καισάριον συνέλκουσιν͵ ἀποδύσαντές τε τὴν ἐσθῆτα ὀστράκοις ἀνεῖλον• καὶ μεληδὸν διασπάσαντες͵ ἐπὶ τὸν καλούμενον Κιναρῶνα τὰ μέλη συνάραντες πυρὶ κατηνάλωσαν. Τοῦτο οὐ μικρὸν μῶμον Κυρίλλῳ καὶ τῇ Ἀλεξανδρέων ἐκκλησίᾳ εἰργάσατο• ἀλλότριον γὰρ παντελῶς τῶν φρονούντων τὰ Χριστοῦ φόνοι καὶ μάχαι καὶ τὰ τούτοις παραπλήσια. Καὶ ταῦτα πέπρακται τῷ τετάρτῳ ἔτει τῆς Κυρίλλου ἐπισκοπῆς͵ ἐν ὑπατείᾳ Ὁνωρίου τὸ δέκατον͵ καὶ Θεοδοσίου τὸ ἕκτον͵ ἐν μηνὶ Μαρτίῳ͵ νηστειῶν οὐσῶν.“

„ვინაიდან იგი ძალზე ხშირად საუბრობდა ორესტესთან, ამან განარისხა [ეკლესიის მეთაურნი], რადგან ფიქრობდნენ რომ ჰიპათია არ აძლევდა ორესტეს კირილესთან მეგობრობის საშუალებას. ამიტომაც ცხელთავიანი ხალხი, ვინმე პეტრეს მეთაურობით ერთხელ შეითქვნენ და თავს დაესხნენ ამ ქალს, როცა იგი საიდანღაც სახლში ბრუნდებოდა. მათ იგი ძალით წაათრიეს კესარიად წოდებულ ეკლესიაში, გააშიშვლეს და თავის ქალა გაუხეთქეს, [დაჯიჯგნეს], სხეულის [ნაწილები] დაყარეს ადგილზე, რომელსაც კინარონი ეწოდება და დაწვეს. ამან არცთუ ისე ცოტა მწუხარება და [სირცხვილი] მოუტანა როგორც კირილეს, ასევე ალექსანდრიის ეკლესიას, რადგანაც მხეცური მკვლელობა სრულებით უცხოა ქრისტეს სულით მოფიქრალთათვის. ეს მოხდა ეპისკოპოს კირილეს მეოთხე წელს, კონულ ჰონორიას მეათე და კონსულ თეოდოსის მეექვსე წელს. მარტის თვეში, მარხვის დროს“

🌼 ქალის სიკვდილს მოჰყვა მეცნიერების მასობრივი ემიგრაცია მოჰყვა ალექსანდრიიდან, რის შედეგადაც დაიწვა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა.

🌼 ჰიპათია იყო უნივერსალური გენიოსი, მასწავლებელი, ფილოსოფოსი.ამ ქალს ძალიან გაუმართლა, იგი ძველი ეგვიპტელი მათემატიკოსის თეონის ქალიშვილი იყო. სწორედ ამიტომ შეძლო თანატოლ ბიჭებთან ერთად მათემატიკა ესწავლა.

წყარო:

https://www.worldhistory.org/Hypatia_of_Alexandria/

Leave a Comment