რუსთაველის ცოდნა ინდოეთის ოკეანის შესახებ 🌊

რუსთაველი თავისი ეპოქის მოწინავე მოაზროვნე და ფართო თვალსაწიერის მქონე სწავლული იყო. განსაკუთრებით შთამბეჭდავ სურათს იძლევა პოეტის გეოგრაფიული და ასტრონომიული აზროვნების ანალიზი. მისი ქვეყანათმცოდნოებითი წარმოდგენების სივრცე სწვდება ჩრდილოეთ ჩინეთს, ინდოეთს, არაბთა ხალიფატსა და ხორეზმს, მადაგსაკარსა და აღმოსავლეთ აფრიკას. რუსთაველისთვის ცნობილი იყო დედამიწის ბრუნვა, მზის შემამაგრებელი როლი პლანეტების მიმართ, იუპიტერის გავლენა მზის სისტემის სხვა ზეციურ სხეულებზე, სატურნის რგოლის არსებობა და სხვა.

ქვეყნები, რომელთა სივრცეზე გაუშლია თავისი გმირების მოქმედება რუსთაველს, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან აკრავს ინდოეთის ოკეანეს. ეს უკანსკნელი მოხსენიებული აქვს “დიდი ზღვის” , უბრალოდ “ზღვების” ან “ზღვის” სახელწოდებით.

“დიდი ზღვის” სანაპიროებზე “ვეფხისტყაოსანში” მითითებულია შემდეგი ქვეყნები და ქალაქები: არაბეთი(ბაღდადი), ინდოეთი, ხვარაზმი, მულღანზანზარის სამეფო და მისი სატახტო, ზღვათა სამეფო და მისი დედაქალაქი გულანშარო.

უსახელოდაა ნახსენები იმავე ზღვის სანაპიროებზე განლაგებული სხვა პუნქტები: ტარიელის ქვაბოვანი. ადგილი, სადაც გულანშაროდან ტარიელის ქვაბოვნისაკენ მიმავალი ავთანდილი-“მგზავრი” ხომალდიდან ხმელეთზე გადავიდა და ცხენით განაგრძო გზა. “თურქთა მზღვარი” ტარიელის ქვაბოვნიდან 71 და მულღაზანზარიდან 10 დღის სავალზე. პუნქტი, სადაც ავთანდილი ბაღდადელ მექარავნეებს შეხვდა, მათთან ერთად დაჯდა ხომალდზე და მივიდა ქალაქ გულანშაროში. პუნქტი, სადაც სამივე გმირი ლაშქართან ერთად ხომალდიდან ხმელეთზე გადასახდნენ(ქაჯეთის მისადგმი).

როგორც ვხედავთ, ნაწილი რუსთაველის მიერ წარმოდგენული ქვეყნებისა ატარებს კარგად ცნობილ სახელებს: ინდოეთი, არაბეთი, ხვარაზმი, ხატაეთი. პოემაში მოცემული შტრიხები სავსებით შეეფერება ამ ქვეყნების რეალურ თავისებურებებს. პოემაში მოყვანილი ქვეყნების მცირე ნაწილის სახელები ლიტერატურაში უცნობია(მულღაზანზარი, გულანშარო, ზღვათა სამეფო, ქაჯეთი), ზოგიერთი ადგილი მთლად უსახელოდაა დატოვებული.

უცნობსახელიანი და უსახელო ობიექტების გასაშიფრად გამოვიყენეთ კომოპლექსური მეთოდიკა, რომელიც მოიცავს სივრცობრივ, ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ეთნოგრაფიულ და ტოპონიმიკურ ასპექტებს, რომელთა საფუძველზე მივიღეთ ასეთი გაიგივებანი: მულღაზანზარი არის ქალაქი კილვაკივანჯე(ტანზანიაში), ზღვათა სამეფო-მადაგასკარი, გულანშარო-ლულანჯანი მადაგასკარის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე(ამჟამად ნანგრევებია). ქაჯთა ქალაქი-თანამედროვე ანტანანარივე, ტარიელი ქვაბონი-სომალის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლური ნაწილი.

ერთ-ერთი უსახელო პუნქტი არის გვარდაფუის კონცხი სომალის ნახევარკუნძულზე. მეორე-“თურქთა მზღვარი”, მდინარე ტანას შესართავია კენიაში. ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე(მოზამბიკაში) და მდინარე მანგურუს შესართავი მადაგასკარის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ცნობილია, რომ ევროპელებს XV-XVI სს-მდე ინდოეთის ოკეანეზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ. ისინი ემყარებოდნენ II საუკუნის ბერძენი მეცნიერის – კლავდიუს პტოლემეს მცდარ დებულებას ინდოეთის ოკეანის, როგორც დახშული (ყველა მხრიდან ჩაკეტილი) შინაგანი აუზის, შესახებ. “ვეფხისტყაოსნის” შესწავლა გვარწმუნებს, რომ რუსთაველის თვალსაზრისი ინდოეთის ოკეანის შესახებ განსხვავდება ევროპელთა შეხედულებისაგან. იგი უფრო ახლოს იდგა ჭეშმარიტებსათან, ვიდრე პტოლემეს რუკა. ად დასკვნის საფუძველს იძლევა 1322-ე სტროფი (ავთანდილის მიერ გულანშაროდან ფრიდონისთვის გაგზავნილი წერილი).

მანძილი ტარიელის ქვაბოვნიდან ბაღდადელ მექარავნეებთან შეხვედრის ადგილამდე 100 დღის სავალია, მულღაზანზარამდე – 80 დღისა, “თურქთა მზღვრამდე”-70 დღისა. ყველა ეს პუნქტი განლაგებულია ერთი და იმავე ხმელეთის (აფრიკის კონტინეტის ) სანაპიროზე. რაც შეეხება ზღვათა სამეფოს და ქაჯეთს, ისინი მდებარეობენ დიდ კუნძულზე (მადაგასკარზე). ამ უკანსკნელამდე მანძილს რუსთაველის ერთ-ერთი გმირი ათი თვის სავალად მიიჩნევს. ქალაქი გულანშარო ამ კუნძულის სანაპიროზეა, ხოლო ქაჯთა ქალაქი- გულანშაროდან 10 დღის სავალზე, კუნძულის სიღრმეში, პოემის გმირთა დესანტის ადგილიდან კი-უფრო ნაკლებ მანძილზე. ასეთია პოემის გეოგრაფიული ობიექტების(ქვეყნების, ქალაქების, ანონიმური პუნქტების) ურთიერთდაშორება სახმელეთო გზებით. რაც შეეხება საზღვაო გადასვლებს (ხომალდით ან ნავით), მათი ხანგძლივობა არსად არ არის ნაჩვენები, მაგრამ ადვილად განვმარტავთ, თუ გავითვალისწინებთ საზღავაო(იალქნიანი ნავხომალდების ცურვის ცვალებად სიჩქარეს ქარებთან და დინებებთან დაკავშირებით.

“ვეფხისტყაოსნში” სახმელეთო გადასვლების ვადები კალენდარულ დროს უკავშირდება, რაც საშუალებას იძლევა გმირთა მოქმედება გააზრებლ იქნას კალენდარულ ასპექტში. 936-ე სტროფში, რომელშიც მოყვანილია ავთანდილის გამოსათხოვარი სიტყვები ტარიელისადმი (ნესტან-დარეჯნის საძებნელად წასვლისას), ასტონომიული და ფენოლოგიური ნიშნების მიხედვით ნაჩვენებია მათი პაემნის დრო – მაისი:

“ამას მეტსა არაგნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსა,

აქავ ქვაბსავ მომნახვიდე მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა,

ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა,

ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა”.

1312-ე სტროფში, ფატმანთან გამოსათხოვარ სიტყვებში, სანამ გაეშურებოდა გულანშაროდან ტარიელისკენ, ავთანდილი აღნიშნავს:

“წავალ დგომად აღარა ღირს, დრო მოსულა შარშანდელი”.

“შარშანდელ დროდ” იგულისხმება ტარიელთან პაემნის დრო, ე.ი. მაისი, როდესაც იფურჩქნება ვარდი და მზე უახლოვდება პატარა ძაღლის ხომალდს.

1328-ე სტროფში მაისი კიდევ ერთხელაა დადასტურებული:

“მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსვლა მწვანისა,

ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა,

ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა.

სულთქნა რა ნახა ყვავილი მან, უნახავმა ხანისა”.

ე.ი. მოახლოებული იყო ზაფხული, ამოდიოდა ბალახი, მზე თავდებოდა კირჩხიბის ზოდიაქოს თანავარსკვლავედში, იწყებდა დაფურცვლას ვარდი. 🌹

მარშტუბი, რომლებიც ავთანდილმა გაიარა ჯერ ტარიელთან მეორედ გამომშვიდობების შემდეგ და მერე ტარიელ-ფრიდონთან ერთად, კალენდარულად შემდეგნაირადაა განაწილებული:

გასვლის დრო-მაისი, მისვლა-ივლისი-აგვისტო, მულღაზანზარიდან გულანშაროში-აგვისტო-სექტემბერი, გულანშაროდან ტარიელის ქვაბოვანში დაბრუნება-მაისი, ქვაბოვანიდან ქაჯეთამდე-ივნისი-აგვისტო, ქაჯეთიდან გულანშარომდე-სექტემბერი, გულანშროდან არაბეთამდე- ოქტომბერ-იანვარი.

ისმის კითხვა: რისთვის დასჭირდა რუსთაველს პოემაში გმირთა გადაადგილების კალენდარული გააზრება? ნათელია, რომ პოეტი ამით კავშირს ამყარებს გმირთა მოგზაურობებსა და რომელიღაც ბუნებრივ მოვლენებს შორის , რომელთა სეზონური ცვალებადობა ახასიათებს. რამდენადაც “ვეფხისტყაოსნის” მოქმედება დედამიწის ტროპიკულ სარტყელში, ეკვატორის, ორივე მხარეს ხდება, სეზონურად ცვალებად ფაქტორად ტემპერატურას ვერ მივიჩნეთ. ერთადერთი სეზონუროი მოვლენა, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს ინდოეთის ოკეანის აუზში მოგზაურობის პირობებზე, ესაა მუსონური ქარების და მათ მიერ გამოწვეული ზღვის დინებების სისტემა, რომელიც ფრიად რეგულარულ ხასიათს ატარებს: წლის ცივ მონაკვეთში(ნოემბრიდან მარტამდე) მუსონი უბერავს ცენტარლური აზიიდან ინდოეთზე გადავლით აღმოსავლეთ აფრიკისკენ და შემდეგ მადაგასკარისკენ. თბილ მონაკვეთში (მაისიდან სექტემბრამდე) პირიქით-აფრიკიდან-მადაგასკარიდან ინდოეთისკენ. შუა საუკუნეებში დიდი საოკეანო ცურვის განხორციელება მოითხოვდა ზურგის ქარს, ამიტომაც ხომალდებისა და ილაქნიანი ნავების მიმოსვლა სეზონურად ხორციელდებოდა. “ვეფხისტყაოსნის” გმირების გრძელ მაძილებზე ცურვა(ნესტან-დარეჯნისა და მისი მხლებელი ზანგების ცურვა ინდოეთიდან ჯერ მულღაზანზარისკენ, იქიდან კი გულანშაროსკენ. ავთანდილის ცურვა გულნშაროდან ტარიელის ქვაბონის მიმართულებით) ხდებოდა ზურგის ქარის პირობებში. გრძელი სახლმელეთო (ცხენით) გადასვლები (ავთანდილის მოგზაურობა ტარიელის ქვაბოვნიდან ბაღდადელ მექარავნეებთან შეხვედრის ადგილამდე, ტარიელისა და ავთანდილის, აგრეთვე ფრიდონის მოგზაურობა საწინააღმდეგო მიმართულებით) ხდებიოდა მუსონის მიმართულების საწინააღმდეგოდ. მოკლე მანძილზე ცურვა ხორციელდებოდა ცვალებადი მიმართულების ქარების პირობებში(გაზაფხულსა და შემოდგომაზე).

რუსთაველი აღწერს დიდი მინდვრებისა და შამბნარების(ბუჩქნარების) არსებობას ოკეანის საპიროზე ტარიელის ქვაბოვნის რაონსა და მულღაზანზარს შორის, იქ მობინადრე “საშინელ მხეცებს” (კერძოდ, ლომებსა და ვეფხვებს). აქებს გულანშაროს მარადმწვანე, ზამთა-ზაფხულ აყვავებულ წალკოტივით ფლორას, ხეხილის ბაღებით გარშემორტყმულ მულღაზანზარს..

ამგვარად, რუსთაველი იცნობს და თავის პოემაში წარმოაჩენს ინდოეთის ოკეანეს თავისი სანაპიროებით, ქალაქებითა და ხალხებით. “ვეფხისტყაოსნის” გმირების გადააგილებას ზღვასა და ხმელეთზე შოთა უკავშირებს მუსონურ რეჟიმს, რაც იმას მოწმობს, რომ იგი კარგად იცნობდა საოკეანო ნაოსნობაში სამხრეთი აზიის მაჰმადიანი ერების გამოცდილებას.

ავტორი: ლ. მარუაშვილი

1988 წელი

Leave a Comment