პირველი ქალი მათემატიკის მასწავლებელი 🌼

🌼 ჰიპათია-ბერძენი მათემატიკოსი ქალი, რომელიც ლექსანდრიული ნეოპლატონურ სკოლას ხელმძღვანელობდა. ჰიპატია ცნობილი იყო როგორც დიდი მასწავლებელი და ბრძენი მრჩეველი. იგი ასწავლიდა მათემატიკას, არისტოტელესა და პლატონის ფილოსოფიას. ჰიპატიამ დაარედაქტირა პტოლემეს შემორჩენილი ტექსტი, ასტრონომიის შესახებ. ასევე აკომენტირებდა სხვადასხვა მეცნიერთა ნაშრომებს. მაგალითად აპოლონიოს პერგელის და დიოფანტე ალექსანდრიელის. ჰიპათიამ ჩამოაყალიბა კონუსის სხვადასხვა სიბრტყის კვეთის საშუალებით ელიფსის და პარაბოლას ცნებები. 🌼 ჰიპათია … Read more

პლეადები 💫

💫 კანადელი ფოტოგრაფის, კრისტინ რიჩერის ნამუშევარი, რომელიც გადაღებული მილფორდთან (ნოვა სკოტია, კანადა) დათოვლილი ფერდობის და ხის უკანა პლანზე, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე, პლანეტა მარსის და პლეადების ვარსკვლავური გროვის ერთობლივ პორტრეტს წარმოადგენს. 💫 გროვაში დომინირებს ცხელი, ლურჯი მანათობელი ვარსკვლავები, რომლებიც ბოლო 100 მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიდნენ. 💫 კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ პლეადები ჩამოყალიბდა ორიონის მსგავსი ნისლეულისგან. 💫 … Read more

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები

სერიოზული განგაშის საგანია ის ფაქტი, რომ ქალაქებში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ჯანმრთელობის საფრთხე გაცილებით მაღალია, ვიდრე სიგარეტით გამოწვეული საფრთხე. სამწუხაროდ, დაბინძურებული ჰაერის უარყოფითი ეფექტი სერიოზულ საფრთხეს არა მარტო მოზრდილ ადამინებს, არამედ ბავშვებსაც უქმნის და რაც უფრო სავალალოა, ტოქსიკური ნაერთები ზეგავლენას ჯერ კიდევ დედის საშოში მყოფ ნაყოფზეც (ემბრიონზე) ახდენენ. ორსული ქალები მოხვედრილი დაბინძურებულ გარემოში არამარტო საკუთარ თავს … Read more

🪶

14 ივლისს ქართველი და არამარტო ქართველი მკითხველისათვის უსაყვარლესი მწერლის ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა! თუმცა ჩვენთვის – კავკასიელებისთვის ის განსაკუთრებით ძვირფასი და საყვარელი მწერალია. და ეს არ გახლავთ შემთხვევითი ამბავი. კავკასიელი ხალხები – მათ შორის ჩერქეზები, ვისი ტომისაც მე ვარ, -ქართული კულტურის, ხელოვნებისა თუ სპორტის წარმატებებს საკუთარ, საერთო კავკასიური კულტურის წარმატებადაც, მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ. არ მინდა … Read more

დედამიწა 🌎 და მთვარე🌙

🌎 პლანეტა, რომელზედაც ვცხოვრობთ, მესამეა მზისგან და სიდიდით მეხუთეა მზის სისტემაში. როგორც ჩანს დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, სადაც სიცოცხლე არსებობს. ეს პლანეტა თავისი ბუნებრივი რესურსებით წარდმოუდგენლად მდიდარია. დედამიწა თავისი ღერ­ძის გარ­შე­მო ბრუნავს. თუმცა ამ მოძ­რა­ო­ბას ვერ ვგრძ­ნობთ, წერტილი ეკვატორზე 1600 კმ/სთ სი­ჩქარით გადაადგილდება. 🌎 დედამიწა ასევე ბრუნავს მზის გარშემო ორ­ბი­ტა­ზე, რომ­ლის სიგრძე 958 მლნ. … Read more

ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნათება 🌌  

მზის ქა­რისა და დე­და­მი­წის მაგნიტოსფეროს ურთიერთქმედებისას წარმოიქმ­ნე­ბა რადიაციული სარტყ­ლე­ბი (ვან ალენის სარტყლები). 1000 კმ-ის ქვემოთ, მაღალი ენ­ერ­­გიის ელემენტარული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროს ზედა თხელ ფენაში ეჯა­­­ხება ჟანგბადისა და აზოტის მოლეკულებს, აღაგზნებს მათ და შედეგად წარ­მო­ი­ქმ­ნე­­ბა ნათება, რომელიც პოლარული ციალის სახელწოდებითაა ცნობილი. პოლარული ცი­ალი უმთავრესად დაიკვირვება ორივე ნახევარსფეროს მაღალ განედებში. „მაგნიტური დინამოს“ თეორიის თანახმად, მაგნიტური ველის გენერირება … Read more

ქალი, რომელიც ჯეიმს ვების ტელესკოპს ამუშავებს 🥀

🥀 „მომეცი ტელესკოპი და მე შემიძლია მოვიფიქრო რაიმე კარგი,“ — ამბობს ჯეინ რიგბი, NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის ასტროფიზიკოსი, რომელიც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ოპერაციების მეცნიერია. 🥀 ვების ტელესკოპი უდიდესი და ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია სამყაროს შესასწავლად და დასაკვირვებლად. ქალბატონი ჯეინი და მისი კოლეგები კი შეუსვენებლად შრომობენ, რადგან ობსერვატორია მნიშვნელოვანი აღმოჩენებისათვის მოამზადონ. … Read more

როგორ შთანთქა შავმა ხვრელმა ვარსკვლავი ✨

✨ რა ხდება, როდესაც ვარსკვლავი სუპერმასიური შავ ხვრელთან ძალიან ახლოს ხეტიალს იწყებს? შავი ხვრელი მას სამუდამოდ შთანთქავს. ნელ-ნელა მისი მატერიის ნაწილი თბება და გამოყოფს უზარმაზარ რადიაციას – (რენტგენის სხივების სახით). ეს არ არის არასწორი ახსნა, უბრალოდ არასრულყოფილია. ✨ ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი დააკვირდა შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქვას (გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენა). მათ გამოიყენეს  ლიკის … Read more

მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ გირეი) გახსენება

მწერალი მიხეილ ლოხვიცკი (აჯუკ გირეი) წარმოშობით ადიღი (ჩერქეზი), გირეების ცნობილი გვარის წარმომადგენელი გახლადათ. „დავიბადე შესანიშნავ ადგილას ამ ქვეყნად – „დეტსკოე სელოში“, რომელიც 30-იან წლებში იქცა ქალაქ პუშკინოდ – სახლში, მდებარე ლიცეუმის გადმოსწვრივ… ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ თბილისში, მაქვს ასეთი ოჯახი, რომელშიც დაუნჯებული ვარ სულითა და გულით“, – ამბობს ის ერთერთ თავის ინტერვიუში. ბატონი მიხეილი თითქმის … Read more

ჩემი აული

“დიდი, ძალინ დიდი ხნის წინათ ჩამოვედი საქართველოში და მას მერე ეს საოცარი ქვეყანა ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს და შემტკივა მისთვის გული!” მდინარე მწვანეთვალება და არაჩვეულებრივია, მიხვეულ-მოხვეული კალაპოტით, თითქოს ცეკვავსო, ისე მიედინება. მის მარჯვენა მხარეს სოფელია გაშენებული. ეს ჩემი აულია. მისი სახელი ცოტა უცნაურად ჟღერს, მითუმეტეს უცხო ყურისთვის. აულს ჯეჯეხაბლი ჰქვია. ჯეჯე იმ … Read more