მცირე მდინარეების დაბინძურების წყაროები

საქართველოში სულ 2626 მცირე და დიდი მდინარე გაედინება. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს ტერიტორია მცირე მდინარებითაა დაქსელილი, მათი დაბინძურება კი იწვევს დიდი მდინარეების და შავი ზღვის დაბინძურებას.

მდინარე ოღასკურა სათავეს იღებს სათაფლიას ნაკრძალის ტერიტორიაზე, გაედინება სათაფლიას აღკვეთილის ტერიტორიაზე, ჩაედინება მღვიმეში და გამოდის სათაფლიას მეოთხე მღვიმიდან. მიწისზედა მდინარე გაედინება სოფელ ბანოჯის ტერიტორიაზე, ჩაუვლის ავტოქარხნის დასახლებას და შემდეგ უერთდება მდინარე გუბისწყალს. მდინარე საზრდოობს ატმოსფერული და მიწისქვეშა წყლებით. მდინარის ადიდებასა და კალაპოტიდან გადმოსვლას ხელს უწყობს მდინარეზე გადადგმული ავტოფარეხებო, ცხოველთა სადგომები, საპირფარეშოები, რაც კალაპოტის ჩახერგვას და შევიწროვებას იწვევს. სოფელ ბანოჯოდან შესართავამდე დაწყებული ადამიანთა და ცხოველთა ფეკალიებით ბინძურდება, გაუწმენდავი თხევადი და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით(გადაყრილი ტანსაცმელი და ფეხმსაცმელი, ავტომანქანების საბურავები, პოლიეთილენის სასაყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ.)

მდინარის წყლით არაერთხელ დაბიძნურებულა და დატბორილა საცხოვრებელი ადგილები, თუმცა მისი დაბინძურება დღემდე გრძელდება.

ასევე მძიმე მდგომარეობაშია მდინარე რუა, ქუთაისის პატარა მდინარე.  სათავეს იღებს სათაფლიის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და გრუნტის წყლებით. მის კირქვის ფსკერიან კალაპოტში შემორჩენილია ადამიანის მიერ ხელოვნურად ამოკვეთილი აუზები. დღეს მდინარე რუა მკვდარია, საკანალიზაციო არხი უფროა, ვიდრე მდინარე. მსგავს სიტუაციაში საქართველოს ბევრი მცირე მდინარე. მაგ. მდინარე ჩხერიმელა. . სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე დაბა ხარაგაულამდე. მდინარის სიგრძე 39 კმ-ია. ძირითადად გაედინება ხარაგაულის რაიონის ტერიტორიაზე და სოფელ ძირულასთან უერთდება მდინარე ძირულას. წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულზე, თოვლის დნობის დროს-აპრილის ბოლოს. ჩხერიმელას ძირითადი დაბანიძურებელი არის გაუწმენდავი, ჩამდინარე წყლები, მყარი ნარჩენები და ნავთობპროდუქტები. მდინარის გასწვრივ მოსახლეობას არ აქვს საკანალიზაციო სისტემა, ამიტომ მდინარეზე გადადგმული საპირფარეშოები და შინაურ ცხოველთა ფეკალიები და სხვა ნარჩენები უშუალოდ მდინარის კალაპოტში იყრის თავს. მდინარე ჩხერიმელას ასევე აბინძურებს დაბა ხარაგაულში არსებული საწარმოებიდან(ხე-ტყის სახერხი ქარხნები, ავტოგასამართი სადგურები, ავტომანქანების სამრეცხაოები და სხვა) გაუწმენდავი წყლის ჩაღვრა.

მდინარე ჩხერიმელა

დიდად აბინძურებს ნუსისა და ზვარეს სამკურნალო დაწესებულებებიდან გაუწმენდავი ნახმარი წყლები და ნავთობპროდუქტები, რომელიც მდინარეში სარკინიგზო გზით ნავთობის გადაზიდვის დროს ხდება. 2000 წლის 16 ივნისს სოფელ დიდვაკესთან მოხდა სარკინიგზო ავარია, რის შედეგადაც მდინარეში ჩაიღვარა დაახლოებით 0,12 ტონა ნავთობი. იმავე წელს ჩხერიმელაში 1,13 ტონა ჩაიღვარა. 2000 წლის ივლისში კვლავ სოფელ დიდვაკესთან ჩაიღვარა 52,362 ტონა ნავთობი. 2004 წლის 10 ოქტომბერს დაბა ხარაგაულთან მდინარეში 2,86 ტონა ნავთობი ჩაიღვარა.

ასევე ხშირია ნავთობის გადმოღვრა ვაგონებიდან, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ცისტერნებში მაღალი ტემპერატურია გამო ნავთობი მოცულობაში მატულობს. ნავთობის ჩაღვრა ჩხერიმელაში არც თუ ისე იშვიათია, რადგან სარკინიგზო მაგისტრალი მდინარეს მთელ პერიმეტრზე გასდევს. რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობამ მდინარე კიდევ უფრო დააბინძურა. სამუშაოებს ასრულებს ჩინეთის რკინიგზის 23 ე ბიურო, რომლის საქმიანობა მთლიანად უგულებელყოფს ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ხდება კლდეების აფეთქება და ჩამოშლა, ტყის ჩახევა, სამთო მასალის მდინარის პირზე დასაწყობება, საიდანაც წვიმების დროს ქვიშა მდინარეში ჩაირეცხება და ქმნის მდინარის ჩახერგვის საფრთხეს. ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2017 წლის გაზაფხულზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას.

მცირე მდინარეები აუცილებლად უნდა დავიცვათ, რადგან მათი დაბინძურებით, მთლიანად ბინძურდება შავი ზღვაც.

მდინარეების დაბინძურება უამრავ სავალალო შედეგს იწვევს. იღუპება ეკო სისტემა, რომელიც საზრდოობს წყლით.  დაბინძურებული გარემო იზიდავს უამრავ შხამიან მწერს, ქვეწარმავალს, ხშირია ინფექციები ხალხში, რომლებსაც კონკაქტი აქვთ დაბინძურებულ წყლის რესურსთან. ამიტომ საჭიროა არა მხოლოდ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე საუბარი, არამედ აუცილებელია ხელისუფლებამ დაგეგმოს ქმედითი ღონისძიებები მათი გაჭუჭყიანების თავიდან ასაცილებლად.

წყარო:

ც. ჟორჟოლიანი, ე. გორდაძე-ქუთაისის ეკოლოგიური პრობლემები

ბუნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება

ვ. ჯაოშვილი-ქუთაისი-1989

Leave a Comment