სოფი ჟერმენი ⚘

⚘ სოფი ჟერმენი 1776 წლის პირველ 1 აპრილს დაიბადა პარიზში. იყო ფრანგი ფიზიკოსი და მათემატიკოსი. თინეიჯერობა ბიბლიოთეაში მათემტიკის შესწავლაში გაატარა. სოფი ჟერმენი რევოლუციის ეპოქაში დაიბადა. მისი დაბადების წელს დაიწყო ამერიკის რევოლუცია. ცამეტი წლის შემდეგ საფრანგეთის რევოლუცია. სოფიმ მრავალი თვალსაზრისით განასახიერა რევოლუციის სული, რომელშიც ის დაიბადა. ის იყო საშუალო კლასის ქალი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მისი ოჯახის სურვილებსა და იმდროინდელ სოციალურ ცრურწმენებს.

⚘ მან დამოუკიდებლად შეისწავლა ნიუტონისა და ეილერის ნაშრომები. ასევე შეძლო ბერძნულისა და ლათინურის სწავლა. სოფი ჟერმენის მშობლეობს არ სურდათ, რომ ახალგაზრდა ქალბატონს განათლება მიეღო, მაგრამ წინ გადადგომა მაინც ვერ მოახერხეს. 18 წლის ასაკში მას უკვე დამუშავებული ჰქონდა ოჯახის ბიბლიოთეკა და წიგნებს სახლს გარეთ იძიებდა. მალევე მან მოახერხა ეშოვნა ფრანგი სწავლულების მიერ წაკითხული ლექციების კონსპექტები.

⚘ სოფი ჟერმენმა „საუნივერსიტეტო განათლება“ დაუსწრებლად მიიღო ბიოლოგიაში, ფიზიკაში, მათემატიკსა და ფილოლოგიაში.

⚘ ამ ქალმა გზა გაუხსნა დრეკადობის თეორიას(მექანიკის დარგი, რომელიც შეისწავლის მყარ დრეკად სხეულზე გარე ძალების, გათბობის და სხვ. ზემოქმედების შედეგად მასში წარმოქმნილ დეფორმაციებსა და ძაბვებს).

⚘ მან ასევე შეისწავლა კარლ ფრიდრიხ გაუსის „არითმეტიკული გამოკვლევა“.

⚘ სოფი მთელი ცხოვრება ცდილობდა თავი დაემკვიდრებინა მამაკაცებით დომინირებულ მათემატიკის სამყაროში, ამიტომ ის თავის ნაშრომებს მამაკაცის სახელით და გვარით აქვეყნებდა, თუმცა როდესაც გაირკვა რომ ავტორი ქალი იყო მისი ლექტორი გაოცდა და ეხმარებოდა სოფის რათა აღიარება ჰქონოდა სამეცნიერო საზოგადოებაში.

სოფის კვლევები დრეკადობის თეორიაზე.

⚘ სოფი პარიზის მეცნიერთა აკადემიამ დააჯილდოვა. ის იყო პირველი ქალი მათემატიკოსი, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა.

⚘ სოფი ჟერმენი გარდაიცვალა 1831 წლის 27 ივნისს პარიზში. 55 წლის ასაკში, მკერდის კიბოთი.

სოფი ჟერმენის საფლავი Père Lachaise-ის სასაფლაოზე

წყარო:

https://www.sdsc.edu/ScienceWomen/germain.html

https://famous-mathematicians.com/sophie-germain/

Leave a Comment