ეკოლოგიური პრობლემა თბილისის დაგეგმარებაში

XX საუკუნის ბოლო ათწლეულში ჩამოყალიბდა გლობალური ეკოლოგიის ერთ-ერთი მეცნიერული მიმართულება-ქალაქგეგმარებითი ეკოლოგია. იგი ქალაქგეგმარებითი, სამეცნიერო-ბიოლოგიური, გეოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური და ტექნიკური მეცნიერების კომპლექსს წარმოადგენს.

ქალქაგეგმარებითი ეკოლოგია შეისწავლის ბუნებრივ ლანდშაფტზე ადამიანის უშაულო ზემოქმედებას. ცნობილია ბუნებრივი ლანდშაფტების კომპონენტები: დედამიწის ქერქი, ჰაერი, წყალი. მცენრაული და ცხოველური სამყარო ერთმანეთთან დინამიკურ კავშირშია, კერძოდ ერთი კომპონენტის ცვლილება იწვევს მეორის ცვლილებას და ა.შ. მაგრამ ბუნების ფუნქციურ სისტემაში მიმდინარეობს თვითრეგულირების პროცესი, რომლის საშუალებითაც ბუნება თვითონვე უბრუნდება თავის სახეს. ამ პროცესს ეკოლოგიური თანასწორობა ეწოდება. ანთროპოგენურ ლანდშაფტში (რომელიც ადამიანის საქმიანობით წარმოიქმნება) კი სამწუხაროდ, ეკოლოგიური ურთიერთგაწონასწორება არ ხდება. აქედან გამომდინარე, ქალაქგეგმარებითი ეკოლოგიის შესწავლისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცენრაეული სამყაროს შეცვლა იწვევს ნიადაგის ცვლილებას, ხოლო ნიადაგის ცვლილება რელიეფის სახის შეცვლას, ეს უკანასკნელი კი მიკროკლიმატისას, ე.ი. ანტილანდშაფტური კომპონენტებიც ერთმანეთთან დინამიკურ კავშირშია. არქიტექტორთა მთავარი ამოცანაა, მიაღწიონ ამ კომპონენტების ეკოლოგიურ თანასწორობას.

როგორც მრავალ თანამედროვო ქალაქში, თბილისშიც ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა ქალაქის დაგეგმარების დროს სადღეისოდ საკითხს წარმოადგენს. ქალაქის პირობებში დიდია ატმოსფეროს გაჭუჭყიანების პროცენტული წილი, რაც ძალზე უარყოფითად მოქმედებს როგორც მოსახლეობაზე, ისე მცენარეულობაზე, ეკონომიკაზე, შენობებზე, ისტორიულ და კულტურის ძეგლებზე. ციფრობრივი მონაცემების მიხედვით თბილისის ატმოსფერო სავალალო მდგომარეობაშია: მასში 7,9 ათასი ტ. და 33,6 ათას ტ. მავნე აიროვანი ნივთიერებაა. მტვრის კონცეტრაცია ჩვეულებრივ პირობებში დასაშვებ ზღვარზე 2,6-ჯერ მეტია, ხოლო არახელსაყრელი მიკროკლიმატური პირობების დროს 5-6 ჯერ მეტი. ჰაერის აუზის გაჭუჭყიანების ძირითადი წყაროა საწარმო დაწესებულებები. მათზე მოდის 4,454 ათასი ტ (57,5 %) მტვერი.

თბილისში ძველთაგანვე საწარმოო-დაწესებულებები ყოველგვარი ფიზიკურ-გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებულია როგორც ძლიერქარიანი, ისე უქარო უბნები. ამიტომ საჭიროა არსებული საწარმოების ქალაქგარეთ გატანისას გათვალისწინებულ იქნეს ქარის მიმართულება, რათა ისედაც გაჭუჭყიანებულ ქალაქს მათი გამონაბოლქვი უკან არ დაუბრუნდეს. ამასთან, ამ ობიექტების გარშემო უნდა შეიქმნას ჰიგიენური ნორმებით გათვალისწინებული მწვანე მასივები.

ატმოსფეროს გაჭუჭყიანების 85% ავტოტრანსპორტის საერთო ჯამური გამონაბოლქვი შეადგენს.

ატმოსფეროს გაჭუჭყიანება ცვლის ნიადაგის შემადგენლობას, მცენარეულ სამყაროს და მიწისქვეშა წყლებს, ასევე ცვლის ქალაქის მიკროკლიმატის ყველა ელემენტს.

თბილისში რბილი კოპნტინენტურ-სუბტროპიკული ჰავაა. ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქის ცენტრი პერიფერიებთან შედარებით მაღალი ტემპერატურითა და ცუდი განიავებით ხასიათდება. ქალაქი ნაკლებად ტენიანია, რაც გამოწვეულია მცენარეული საფარის შემცირებით.

ატმოსფეროს გაჭუჭყიანება ამცირებს მზის ულტრაიისფერ სხივებს, რომლებიც ასე აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ჰაერის გაჭუჭყიანება ხელს უწყობს ხშირ ნისლს, მათ შორის სმოგს, რომლის შემადგენელი ნაწილაკები დიდი რაოდენობით შეიცავენ ატმოსფეროს გაჭუჭყიანებულ მინარევებს. თბილისში სმოგი ხანდახან რამდენიმე დღე გრძლედება და დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.

ამ ურთულესი პრობლემის დასაძლევად აუცილებელია ქალაქის ინტენსიური განიავება. მისი განხორციელება ძნელია თბილისის იმ უბნებში, ქარის სისწრაფე 0 მ/წ-ია(ე.წ. შტილის პირობებში), ეს ძირითადად ძველი ქალაქის მჭიდროდ დასახლებული უბნებია. ამიტომ ამ ტერიტორიებზე ყოვლად დაუშვებელია მაღლივი შენობების აგება. ისინი ძალზე ართულებენ ქალაქის განიავებას.

ქალაქის გენერალურ გეგმაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ქალაქში შემომავალი ჩრდილოეთის ქარები. თბილისისთვის დამახასიათებელია ჩრდილოეთის ქარები, რომლებიც მცენარეული საფარით მდიდარი სურამის ქედიდან დიღმის გამწვანებული მინდვრების გავლით შემოდის ქალაქში. ჩრდილოეთის ქარები მტვერს მცირე რაოდენობით შეიცავენ. ზემო ქართლის ზეგნის მტვერი იფილტრება მცხეთის ტყე-ბუჩქნარიან რაიონში, მაგრამ ამასთან თბილისში გაშიშვლებული და მშრალი სტეპებიდან შემოდის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარები. ქართა ეს ნაკადი დიდი რაოდენობით შეიცავენ მტვერს, რომელიც ქალაქის ყველაზე დაბალ ტერიტორიაზე ილექება.

აქედან გამომდინარე, დღევანდელი რთული ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად აუცილებელია დიღმის მხრიდან შემომავალი ჩრდილოეთის ქარების რეგულირება. ის ტერიტორია, რომელიც დღეს დიღმის მიკრორაონს უკავია, შეიძლება ქალაქის არსებობისთვის საჭირო “მწვანე ფილტვებად” ჩაითვალოს. სამწუხაროდ დიდი დიღმის მიკრორაონის მშენებლობა დაწყებულია და უკვე ბევრი მრავალსართულიანი შენობაც ფუნქციონირებს. ამიტომ დღეს, გეგმარებითი გადაწყვეტიდან გამომდინარე, თბილისის ეკოლოგიის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბარი ძნელია.

თბილისის ქალაქგეგმარებაში ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ უნივერსალურ საშუალებას წარმოადგენს ლანდშაფტურ-ეკოლოგიური მიდგომა.

თბილისში აუცილებელია გაიზარდოს მწვანე საფარის ფართობი. მცენარეული სამყარო აუმჯობესებს მიკროკლიმატს და წმენდს ჰაერს მავნე აირებისგან. დღევანდელი მწვანე ნარგავების საერთო ფართობი 7.277 ჰა-ია და ჩვენი დედაქალაქის მწვანე სამოსელი საშუალო-საკავშირო მაჩვენებელს სამჯერ მაინც ჩამორჩება.

ამასთან, ძველი თბილისი ბაღებითა და ტყეებით იყო შემოფარგლული, ამიტომ კლიმატი უფრო რბილი და კომფორტული იყო. ვახუშტი ბატონიშვილის რუკა მოწმობს რომ XVIII საუკუნეში ქალაქის უდიდესი ნაწილი ბაღებს ეკავა. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განაშენიანება შედარებით ნაკლები იყო. მთელი სოლოლაკი მეფისა და დედოფლის განთქმული ბაღებით იყო დაფარული, ხოლო იმავე მოედნის დასავლეთითა და ჩრდილოეთით გიორგი ბატონიშვილის ბაღი იყო. ეს ბაღები მდინარე წავკისიდან გამოყვანილი არხებით ირწყვებოდა, მათი გაჩეხვა 1825 წელს დაიწყეს, მთელი ეს ტერიტორიები კერძო სახლების მშენებლობას დაეთმო.

იმ პერიოდში იჩეხებოდა ის უდიდესი საბაღე-საპარკო ხელოვნების ნიმუშები, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქართულ ლანდშაფტურ არქიტექურას.

დღეს თბილისის ცენტრში არსებული გამწავენბული ტერიტორიები ის მცირე ოაზისებია, რომლებიც ასე ცოტა შემორჩა ქალაქს.

ქალაქი დროთა განმავლობაში იზრდება, “პლეხანოვის უბანი” უფრო ხალხმრავალი გახდა, ხოლო “მუშტაედის ბაღი” მნიშვნელოვნად შემცირდა. შემცირდა მწვანე ნარგავების ფართი, იმის მაგივრად რომ გაზრდილიყო და გამწავაებულიყო.

აუცილებელია, ძველ უბნებში ცატარდეს ბაღ-პარკების რეკონსტრუქცია, გაფართოვდეს და გამწავანდეს არსებული პარკები და სკვერები, ახალი რაიონების მშენებლობისას გავითვალისწინოთ ქალაქის ძველ უბნებში საუკუნეების მანძილზე დაშვებული შეცდომები.

ქალაქ თბილისის გარშემო არსებულ მწვანე სარტყელს ერთ-ერთი მთავარი როლი აკისრია ატმოსფეროს გაჯანსარებაში-უნდა აღდგეს ქალაქის გარშემო ტყის მასივები. ტყე რეგულირებას უწევს მთელ რიგ ლანდშაფტურ პროცესებს-განიავებას, ნალექების წარმოქმნას, ეროზიას, მეწყერებისა და ღვარცოფების წარმოქმნას. მწვანე ნარგავები ადვილად ნადგურდება, მათი აღდგენა კი ძნელია. უკვე განადგურებული ტყის სახეობათა არსადგენად 60-140 წელია საჭირო.

თბილისის ფერდობებზე მწვანე ტერიტორიების გაზრდა აუცილებელია ქალაქის საჰაერო აუზში მტვრის კონცენტრაციის შემცირების მიზნითაც.

ზაფხულის მშრალ და ცხელ ამინდებში, მთის ქედების გაშიშვლებულ ზედაპირულ ნიადაგზე მზის რადიაციისა და ქარების ერთობლივი მოქმედებით ნიადაგი იწყებს გაფხვიერებას, ქარის ვერტიკალურ დინებებს გაყოლილი მტვერი აბინძურებს ქალაქის ატმოსფეროს.

უნდა აღინიშნოს, რომ ძველი ქალაქის ფარგლებში გარე ქედების, განსაკუთრებით სოლოლაკის ქედის მთლიანი გამწავანება მტვრის კონცენტრაციამ საგრძნობლად იკლო.

ლანდშაფტის არქიტექტორებმა უნდა გაითვალისწინონ ქალაქის რთული მორფოლოგიური მდებარეობა. ხშირმა უსისტემო გამწავნებამ შეიძლება უარყოფითი გავლენაც მოახდინოს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

თბილისის გენელარულ გეგმაში მკაცრად უნდა იყოს გათვალისწინებული დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა, სწორად უნდა გადაწყდეს ორი დიდი პრობლემა: მაქსიმალური გამწვანება და ეფექტიანი განიავება.

1990 წელი

ავტორი: არქიტექტორი, თ. ხიმშიაშვილი

Leave a Comment