სოფია კოვალევსკაია 🍂

🍂 სოფია კოვალევსკაია-რუსი ფიზიკოსი, პირველი ქალი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი მათემატიკაში.

🍂 1870 წელს კოვალევსკაია ბერლინში საცხობვრებლად გადავიდა. მას სურდა დასწრებოდა გერმანელი ფიზიკოსის ლექციებს(ვაიერშტრსის). თუმცა მან ეს ვერ შეძლო. ბერლინის უნივერსიტეტში ქალების ლექციებზე დასწრება არ შეიძლებოდა.

🍂 სოფიას მთელი მისი ცხოვრება უწევდა ბრძოლა, რომ სწავლისა და სწავლებისთვის მიეღო იგივე პრივილეგიები, როგორც მამაკაცებს ჰქონდათ. ამ ბრძოლამ შედეგიც გამოიღო, იგი გახდა მათემატიკის პროფესორი და ის იყო პირველი ქალი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი მათემატიკაში და პირველი ევროპელი ქალი, რომელიც გახდა განაკვეთიანი პროფესორი.

🍂 სოფიას და ბევრ ქალ მეცნიერს იმ პერიოდში მთელი ცხოვრება უწევდათ ბრძოლა, რათა მიეღოთ განათლება და ის პრივილეიგიები, რომლებიც მამაკაცებს ჰქონდათ. სოფიმ შეძლო, რომ  1874 წელს მიეღო მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ასევე ის იყო პირველი ევროპელი ქალი, რომელიც გახდა განაკვეთიანი პროფესორი.

🍂 სოფიმ გერმანიაში ცხოვრევბის პერიოდში გამოაქვეყნა 3 ნაშრომი. პირველი ნაშრომი „კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების თეორიისათვის“ ეხებოდა ( https://digitallibrary.tsu.ge/book/2020/lectures/tavxelidze-kerdzo-carmoebulebiani-diferencialuri-gantolebebi-tavxelidze-ilia%20-%20temebi.pdf ) ამავე განტოლებების საფუძვლებს და წარმოადგენდა ვაიერშტრასის გამოკვლევების განზოგადებას უფრო რთული შემთხვევისათვის. მეორე ნაშრომი მთლიანა მიუძღვნა სატურნის რგოლის ( https://www.sciencedirect.com/topics/earth-and-planetary-sciences/saturn-ring ) ფორმას. ამ ნაშრომში სოფია საუბრობდა ლაპლასის გამოკვლევებზე. იგი ფიქრობდა, რომ რგოლები წარმოადგენდა სითხეს. მესამე ნაშრომი „აბელის ინტეგრალების ზოგიერთი კლასის დაყვანა ელიფსურ ინტეგრალებზე“ . ამ ნაშრომში ჩანდა სოფიას ღრმა ცოდნა მათემატიკური ანალიზის ურთულესი თეორიების.

🍂 სოფიას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტატიაა: „კრისტალის გარემოში სინათლის აგრდატეხის შესახებ“, ასევე ბერლინში ყოფნის პერიოდში მან გამოაქვეყნა ნაშრომი: „უძრავი წერტილის მახლობლობაში მყარი სხეულის ბრუნვის ამოცანა“. ნაშრომი დაიწერა ფრანგულ ენაზე.

🍂 1985 წელს სოფიას პატივსაცემად დაარსდა კოვალევსკაიას ფონდი, რომელიც მხარს უჭერს ქალების მეცნიერებაში აქტიურად მონაწილეობას.

🍂 სოფია გარდაიცვლა 41 წლის ასაკში, 1891 წლის 10 თებერვალს.

წყარო:

https://mathwomen.agnesscott.org/women/kova.htm

Leave a Comment