🌬 ავგუსტა ადა ქინგი-ბაირონი, ცნობილი როგორც ადა ლავლეისი, იყო ინგლისელი მათემატიკოსი, რომელის სახელიც დაკავშირებულია კალკულატორის გამოგონებასთან. ეს ქალი იყო მსოფლიოში პირველი პროგრამისტი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ადა იმ სფეროთი დაინტერესდა, რომელსაც დღეს კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმატიკა, პროგრამირება ჰქვია. ადა ლავლეისმა გამოიგონა მსოფლიოში პირველი პროგრამა. მან გამოყენებაში შემოიტანა ტერმინები „ციკლი“ და „სამუშაო საკანი“, ამიტომ ადა ითვლება პირველ პროგრამისტად ისტორიაში.
🌬 იგი ახალგაზრდობაში სწავლობდა ფრინველების ანატომიას, მათემატიკას, ფიზიკას. ადა იყო ინგლისელი პოეტის ჯორჯ გორდონ ბაირონის შვილი. ბაირონმა საკუთარი შვილი დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ნახა პირველად და უკანაკსნელად. ბაირონმა 1816 წლის 21 აპრილს ოფიციალურად მოაწერა ხელი განშორების ფურცელს და სამუდამოდ დატოვა ინგლისი.
🌬 ლავლეისის მასწავლებლები იყვნენ საზოგადოებრივი რეფორმატორი უილიამ ფრენდი, შოტლანდიელი ასტრონომი და მათემატიკოსი, სამეფო ასტრონომიული საზოგადოების პირველი ქალი წევრი მერი სომერვილი.
2009 წელს სიუ შარმან-ანდერსენმა დააწესა ადა ლავლეისის დღე. ამ დღეს აღინიშნება ქალების მიღწევები, რომლებიც მუშაობდნენ ტექქნოლოგიის სფეროში.
🌬 ადას მათემატიკა ბავშვობიდან უყვრადა. მიუხედავად იმისა რომ ბაირონი შვილს ვერ ნახულობდა, პოეტს სურდა რომ ადას საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ესწავლა. მას არ სურდა, ადას “პოეტური ჟინი” გამოემჟღავნებინა. “ღმერთს ვევედრები, ჩემი შვილი ამ ხვედრისგან დაიფაროს” აღნიშნა ერთხელ ბაირონმა.
🌬 ოგასტეს დე მორგანი-სიმბოლური ლოგიკის ფუძემდებელი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მათემატიკის პროფესორი, ადას მასწავლებელი იყო. იმ დროს ქალებისთვის უნივერსიტეტში სწალა დაშვებული არ იყო, ამიტომ დე მორგანმა ადას მათემატიკა წერილებით ასწავლა. ადა მათემატიკის დარგში უნიკალური მკვლევარი იყო, თუმცა მას უჭირდა თავის დამკვიდრება, მისი მასწავლებლებიც ფრთხილობდნენ, ” მძიმე სააზროვნო მათემატიკური განტოლებები ქალის ფიზიკური შესაძლებლობების ჩარჩოებს სცდებოდა“.
🌬 ადამ შექმნა ნატურალური რიცხვების გამოსათვლელი პროგრამა. ბებიჯის მანქანის შესახებ სტატიის კომენტარებში, მან მსოფლიოში პირველი სამი გამომთვლელი პროგრამა შეადგინა, რომელიც ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა პროგრამირების, მათ შორის სამანქანო პროგრამირების ენის შექმნას. ადა ვარაუდობდა, რომ რომ გამოთვლითი ოპერაციების განხორციელება არა მხოლოდ რიცხვებითაა შესაძლებელი, არამედ სხვა ობიექტებითაც, რის გარეშეც გამომთვლელი მანქანები მხოლოდ მძლავრ და სწრაფ კალკულატორებად დარჩებოდა.
🌬 „ანალიტიკური მანქანა ალგებრულ ალგორითმებს ისევე წნავს, როგორც ჟაკარდის საქსოვი დაზგა წნავს ყვავილებსა და ფოთლებს“, – აღნიშნავს ლავლეისი მანქანის მიერ სიმბოლოების მართვის სისტემას. იგი წერდა, რომ ამ მანქანას უბრალოდ მათემატიკურ გამოთვლებზე გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს. ეს სტატია გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში 1843 წელს. კომპიუტერის შექმნამდე საუკუნით ადრე. მისი ნააზრევი სიკვდილის შემდეგ გახდა პოპულარული და ხელმეორედ გამოქვეყნდა 1953 წელს.
🌬 ლავლეისი გარდაიცვალა 36 წლის ასაკში 1852 წლის 27 ნოემბერს, საშვილოსნოს კიბოთი. ავადმყოფობამ რამდენიმე თვე გასტანა. ადა იყო პირველი ადამიანი, რომელიც მიხვდა კომპიუტერული მექანიზმის პოტენციალს. ამიტომ მისი სახელი სამეცნიერო წრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
წყარო:
https://www.newyorker.com/tech/annals-of-technology/ada-lovelace-the-first-tech-visionary
https://www.britannica.com/biography/Ada-Lovelace