ბარბარა უილიამსი 🌠

🌠 ბარბარა უილიამსი არის ამერიკელი ასტრონომი და პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი ასტრონომიაში 1981 წელს. შემდეგ კი მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები დაიცვა მერილენდის უნივერსიტეტში რადიოასტრონომიის მიმართულებით. მისი კვლევა დიდწილად ფოკუსირებული იყო კომპაქტურ გალაქტიკათა ჯგუფებზე, კერძოდ, H I რეგიონში მათი ემისიების დაკვირვებაზე, რათა შეექმნათ გალაქტიკების სტრუქტურისა და ევოლუციის უფრო ფართომასშტაბიანი სურათი.

🌠 იგი მუშაობდა რადიოასტრონომიის ეროვნულ ობსერვატორიაში. კვლევითი ურთიერთობა ჰქონდა, ნასას გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრთან.

🌠 მისი პუბლიკაციები, რომლებიც ჩამოთვლილია ასტროფიზიკის მონაცემთა სისტემაში (ADS) მოიცავს კვლევებს:

ორმაგი გალაქტიკის სისტემა და გალაქტიკათაშორისი გაზის ღრუბლები, რომლებიც წარმოიქმნება გალაქტიკების შეჯახების შედეგად.

 ნეიტრალური ატომური წყალბადის გამოსხივების შესწავლას გალაქტიკების გამოსაკვლევად და გალაქტიკათა ჯგუფებში ატომური აირების ანალიზს.

🌠 უილიამსის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ასტრონომიული ნაშრომი 2002 წელს გამოვიდა. ბარბარა ეხმარებოდა სხვა ქალებს, რათა ფიზიკის პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა.

🌠 დაახლოებით 10 წლის წინ დოქტორი უილიამსი პენსიაზე გავიდა, თუმცა იგი დაბრუნდა და დღესდღეობით ის დელავერის უნივერსიტეტის პროფესორი და საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოების აქტიური წევრია.

🌠 უილიამსმა გზა გაუხსნა შავკანიან ქალებს სამეცნიერო სამყაროში თავის დამკვიდრებისკენ.

წყარო:

Leave a Comment