☄️ 1818 წლის 1 აგვისტოს ნანტაკეტში, მასაჩუსეტის შტატში მარია მიტჩელი დაიბადა. მარიას ჰყავდა ცხრა და-ძმა და იმ საზოგადოების ნაწილი იყო, სადაც ქალების უფლებების დაცვას მხარს უჭერდნენ. მიტჩელის მშობლები აფასებდნენ განათლებას და დაჟინებით მოითხოვდნენ და ფიქრობდნენ რომ ქალებს ისევე ჰქონდათ განათლების მიღების უფლება, როგორც კაცებს. მარიას გაუმართლა,რადგან მამამისი იყო მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც ასწავლიდა თავის შვილს მათემატიკისა და ტელესკოპის მეშვეობით, ასტრონომიას. როცა მარია 11 წლის იყო, მისმა მამამ სკოლა ააშენა. ის მამის მოსწავლე და ასევე ასისტენტიც იყო. 12 წლის ასაკში მან მზის რკალისებრი დაბნელების ზუსტი თარიღი გამოთვალა და მამას დაეხმარა სახლის ადგილმდებარეობის დადგენაში. ასევე შეეძლო გემის ქრონომეტრების შემოწმება მეზღვაურებისთვის.
☄️ 1847 წლის 1 ოქტომბერს, თავის პატარა ობსერვატორიაში მარიამ აღმოაჩინა კომეტა: C/1847 T1 , რომელსაც “მის მიტჩელის კომეტა” ეწოდა. ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის შემდეგ მარია დააჯილდოვეს ოქრო მედლით, რომელზეც ლათინურად ეწერა:
✨ Non Frustra Signorum Obitus Speculamur et Ortus“ — „არ არის უშედეგო, რომ ვარსკვლავების ჩასვლას და ამოსვლას ვუყუროთ” 🌟
☄️ 1865 წელს მიტჩელი გახდა პირველი ქალი პროფესორი ასტროფიზიკის დარგში. ამის შემდეგ მარია დაინიშნა ვასარის კოლეჯში დირექტორად. იგი კოლეჯში სიკვდილის ბოლომდე მუშაობდა.
☄️ მარიამ თავის ქალ თანამებრძოლეებთან ერთად დააფუძნა ქალთა დაწინაურების ამერიკული ასოციაცია და იყო მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის პირველი ქალი წევრი. ასევე მონობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით ბამბისგან დამზადებულ ტანსაცმელს აღარ იცმევდა. იგი აქვეყნებდა და კითხულობდა ლექციებს კოლეჯის გარეთ და ხელს უწყობდა სხვა ქალების ჩართულობას ასტრონომიაში.
☄️ მიუხედავად იმისა, რომ მარიას დიდი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდა, მისი ხელფასი ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე მასთან მომუშავე მამაკაცებისა. მან მოითხოვა ხელფასის გაზრდა, მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და გახდა პირველი ქალი, რომელის ანაზღაურება გაუთანბრდა კაცებისას.
მარია მიტჩელის ტელესკოპი
☄️ მარია მიტჩელი გარდაიცვალა 1889 წლის 28 ივნისს, 70 წლის ასაკში. ნანტაკეტში მდებარე ერთ-ერთ ობსერვატორიას, მის საპატივცემოდ, მარია მიტჩელის ობსერვატორია ეწოდება. ობსერვატორია ნანტაკეტის მარია მიტჩელის ასოციაციის ნაწილია, რომლის მიზანია კუნძულზე მეცნიერების შენარჩუნება.
☄️ მის საპატივცემოდ ნიუ-იორკის რკინიგზის ერთ-ერთ მატარებელს „მარია მიტჩელის კომეტა“ ეწოდა. 2013 წლის 1 აგვისტოს Googl-ის საძიებო სისტემაში ტელესკოპით კომეტებზე დამკვირვებელი ქალი გამოჩნდა, ეს ქალია მარია მიტჩელი იყო.
წყარო:
https://www.womenshistory.org/education-resources/biographies/maria-mitchell