⚡️ ორიონის ნისლეული მტვრისა და აირის დინამიური რეგიონი, სადაც ათასობით ვარსკვლავი წარმოიქმნება და არის დედამიწასთან მასიური ვარსკვლავთწარმოქმნის უახლოესი ნისლეული, რომელიც ღამის ცის მშვნებაა, სადაც უამრავი მნათობი წარმოიქმნება. ამ ფოტოზე ვხედავთ ვარსკვლავურ ქარებს, გაზის აირისგან შემდგარი სქელ ღრუბლებს და აირის სტრუქტურებს. მათი წარმოშობა უკავშირდება ვარსკვლავ IX Ori-ს.
⚡️ ობიექტს, რომელიც მატერიასთან ურთიერთქმედებისას გაჩნდა უწოდებენ HH 505. პირველ რიგში, ახალგაზრდა მნათობია საჭირო, რომელიც მოლეკულური ღრუბლების კოლაფსისას იბადება.
⚡️ როდესაც მოლეკულური ღრუბლების კოლაფსისას იბადება მნათობი, მისი პოლუსებიდან პლაზმის მძლავრი ნაკადი წარმოიქმნება. სწორედ ამ დროს მაგნიტური ველი აჩქარებს ნაწილაკებს, რომლებიც შემდგომ ეჯახებიან გარშემო აირებს და წარმოქმნიან სინათლესა და სიკაშკაშეს.
⚡️ ეს დაკვირვება გადაღებულია ჰაბლის ტელესკოპით. ამ ცის ჯადოსნურ მოზაიკაზე სწორედ ასეთი სტრუქტურები ჩანს, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლება.
⚡️ ეს ნისლეული ჩვენი მზისგან 1000 სინათლის წლითაა დაშორებული. კოსმოსური მასშტაბით არც ისე შორს ჩვენგან.
წყარო: