🌪 გიგანტური ქარიშხლებით, ძლიერი ქარებით, ავრორათ, ექსტრემალური ტემპერატურისა და წნევის პირობებით იუპიტერი მართლაც გამორჩეული პლანეტაა მზის სისტემაში. ეს პლანეტა კოსმოსში უფრო მეტ ენერგიას ასხივებს, ვიდრე მზისაგან შთანთქავს. სითბოს გენერირება პლანეტის ნელი გრავიტაციული შეკუმშვის შედეგად ხდება. იუპიტერი არ აწარმოებს ენერგიას ბირთვული სინთეზის შედეგად, როგორც ეს მზეზე ხდება; მისი ზომები მცირეა და შინაგანი ტემპერატურაც საკმაოდ დაბალია ბირთვული რეაქციის დასაწყებად. ეს შინაგანი სითბო, შესაძლოა, იწვევს კონვექციას ძალიან ღრმად იუპიტერის თხევად ფენებში, რის შედეგად ვაკვირდებით რთულ მოძრაობას ღრუბლების ზედა ფენებში. პლანეტას აქვს ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი, გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე დედმიწას. მაგნიტოსფერო 650 მლნ კილომეტრზე მეტ მანძილზე – სატურნის ორბიტის იქეტაც ვრცელდება. იუპიტერის მაგნიტოსფერო შორს არის სფერის ფორმისგან – ის მზის მიმართულებით რამდენიმე მლნ კილომეტრზე ვრცელდება შესაბამისად, იუპიტერის თანამგზავრები მის მაგნიტურ ველში იმყოფება, რითაც ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას აქტივობა თანამგზავრ იოზე.
🌪 ინტერესი პლანეტა-გიგანტებმა ყურადღება დიდი ხნის წინ მიიქციეს. ჯერ კიდევ გალილეი აკვირდებოდა იუპიტერის 4 თანამგზავრს: იოს, ევროპას, განიმედსა და კალისტოს. მათ ახლაც გალილეის თანამგზავრებს უწოდებენ.
🌪 იუპიტერზე ავტომატური ხელოვნური თანამგზავრების მისიები 1973 წლის 3 დეკემბრიდან დაიწყო.
🌪 1995 წლის ბოლოს პირველად იუპიტერის თანამგზავრის ორბიტაზე გაიყვანეს კოსმოსური აპარატი „გალილეი“. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები ასტრონომებმა მიიღეს ამერიკული კოსმოსური აპარატების „ვოიაჯერ-1“-სა და „ვოიაჯერ-2“-სგან რომლებიც გაუშვეს აშშ–ში 1977 წლის შემოდგომას და პლანეტას მიაღწიეს 1979 წელს.
“როდესაც იუპიტერის ატმოსფეროს შემადგენელი ცხელი გაზები დაბალი დონეებიდან მაღლა იწევს, წარმოიქმნება მორევი. ცივი გაზის დაბლა ჩავარდნასთან ერთად, კორიოლისის ძალები რეგიონში მბრუნავ, გრიგალურ მოძრაობას განაპირობებს, რომლის დიამეტრის შესაძლოა ძალიან ბევრი კილომეტრი იყოს. გრიგალები დიდხანს გრძელდება, რადგან არ არსებობს მყარი ზედაპირი, რომელიც ხახუნს წარმოქმნიდა, მორევის თავზე არსებული ცივი ღრუბლები კი რადიაციის გამო გაქცევის საშუალებას ენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილს აძლევს. ერთხელ წარმოქმნილი ასეთი გრიგალები თავისუფლად მოძრაობს, ერწყმიან ატმოსფეროში არსებულ სხვა შტორმულ სისტემებს. როგორც მკვლევრებს მიაჩნიათ, სწორედ ასეთი მექანიზმის შედეგად წარმოიქმნა დიდი წითელი ლაქაც. ამ თეორიის მიხედვით, ლაქამ სხვა მრავალი გრიგალი შთანთქა, რის შედეგადაც გაიზარდა მისი ენერგია და ხანგრძლივობა.“
🌪 დღეს NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გაზის პლანეტას ახალი ფოტოები გადაუღო. ამ სურათების საშუალებით ჩვენ უფრო მეტი რამ გავიგეთ პლანეტაზე, მისი წიაღის შესახებ. ასტრონომა იმკე დე პატერიმ აღნიშნა, რომ ასეთ კარგ და ხარისხიან ფოტოებს არ ელოდნენ. ფოტოზე დეტალებში შეგვიძლია დავინახოთ იუპიტერის რგოლები, თანამგზავრები, გალაქტიკები.
🌪 ტელესკოპის ახლო-ინფრაწითელმა კამერამ ორი სურათი გადაიღო. ინფრაწითელი ფილტრის მეშვეობით, პლანეტას დეტალებში ვხედავთ. ყველაზე გრძელი ტალღების სიგრძე უფრო წითელი ჩანს, ხოლო უმოკლესი ტალღის სიგრძე უფრო ლურჯია. ასევე ორივე პოლუსზე ვხედავთ ციალს. დიდი წითელი ლაქა მოჩანს თეთრად. ესაა მუდმივი ანტიციკლონური შტორმი იუპიტერზე. ეს ლაქა 1664-1713 წლებში შეამჩნიეს. იგი უკვე 350 წელიწადზე მეტია რაც არსებობს.
🌪 ფოტოზე ასევე ვხედავთ ორ პატარა მთვარეს-ამალთეა და ადრასთეა. უკანა ფონზე კი ვხედავთ გალაქტიკებს, რომელიც ბუნდოვნად მოჩანს.
წყარო:
https://blogs.nasa.gov/webb/2022/08/22/webbs-jupiter-images-showcase-auroras-hazes/